“სამხრეთის კარიბჭე” _ ჩვენი და თქვენი გაზეთი

ამ წელშისამხრეთის კარიბჭისბოლო ნომერი გამოვიდა. ჰო და ვხედავ, რომ ანგარიშის ჩაბარების დრო მოვიდა. ეს პროცესი _ “სამხრეთის კარიბჭისმიერ მკითხველისთვის ანგარიშის ჩაბარება, ერთგვარი ინტიმია.

 მაშ ასე:

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა, ვნახეთ პირველად და საზოგადოებას გავაცანით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის ყოველდღიური ცხოვრება და მათი 15-წლიანი უშუქობა.

 ჩვენ მოვიტანეთ თქვენამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში, სპასოვკაში მცხოვრები დუხობორების ისტორია.

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭისჟურნალისტებმა, ვნახეთ და თქვენამდე მოვიტანეთ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მცხოვრები მარკოიძეების ცხრაშვილიანი ოჯახის ტკივილიანი ცხოვრება და ბავშვების გაუსაძლისი ყოფა.

 ჩვენ განმუხურში პატრიოტთა ბანაკშიც ჩაგიყვანეთ.  

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა, ყარაბახიც დაგანახეთ ჩვენი თვალით.

 ჩვენ გაზეთით პოლონეთიც დაგათვალიერებინეთ.

 ჩვენ სტრასბურგიდანაც ჩამოგიტანეთ მასალა.

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭისჟურნალისტებს, სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელი გვაქვს მოვლილი და რეპორტაჟები დაწერილი, რათა მათი ყოველდღიურობა თქვენამდე მოგვეტანა.

 ჩვენ, ჩვენს გაზეთში თქვენი შვილები, დები, ძმები, მამები, დედები, ცოლები, ქმრები, ბებიები და ბაბუები გვყავს რესპონდენტებად.

 ანუ გამოდის, რომ სამხრეთის კარიბჭეთქვენი გაზეთია. და ეს ასეც უნდა იყოს.

 მადლობა თქვენ!

 2009 წელი დამთვრდა. ჩვენს გარდა არავინ იცის რა ფასად დაგვიჯდა ყოველ ორშაბათს გაზეთის თქვენამდე მოტანა.

 ეს იყო ყოველდღიური სიარული საკრებულოში, გამგეობაში, გუბერნიაში, სასამართლოში, პროკურატურაში, გამოკითხვები მოსახლეობასთან, ურთიერთობა სტუდენტებთან, გასვლები სოფლებში...

 იყო ბევრი იმედგაცურება, იყო გაწბილებაც, იყო სიხარულიც, გადაღლაც,  განაწყენებაც, როცა ბოლომდე იხარჯები და მკითხველი ვერ გიფასებს, ვერ გაიგო, რომ მისთვის იწვალე, მისთვის იარე სოფელ დილისკაში, რადგან გინდოდა აქ ახალციხელებს, თუ ბორჯომელებს გაეგოთ როგორ ცხოვრობენ სოფელ თოკში, საიდან ეზიდებიან წყალს და როგორ ულპებათ ტონობით კარტოფილი ბარალეთის მოსახლეობას.

 თუმცა განაწყენების გვერდით გვაქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა იმ რესპონდენტებთან, რომლებიც დამღლელი სამსახურის მიუხედავად მაინც გვიითმობდნენ დიდ დროს და კომენტარების გაკეთებას არ გაურბოდნენ.

 ხუთი წელია რეგიონის ხმა ჩვენი გაზეთიდან ისმის.

 ჩვენც ვცდილობთ!

 გილოცავთ დამდეგ 2010 წელს და ვიმედოვნებთ, ბედიერი წელიწადი გვექნება.

  

1 comment:

  1. :))) წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი