XI საუკუნის აწყურის ციხე დანგრევის პირასაა. სპეციალისტების თქმით, უყურადღებობის შემთხვევაში ისტორიული ნაგებობა გაზაფხულის წვიმებს ვეღარ გაუძლებს და შესაძლოა სულ ჩამოიშალოს.
აწყურის ციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. სოფელი აწყური, რომელსაც ძველად “სოსანგეთი” ეწოდებოდა, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი. აქ მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სამი მცირე სამლოცველო, სამი სინაგოგა და ერთი მეჩეთი. აქვეა სლესის, წრიოხისა და აწყურის ციხეებიც.
სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი: გაღმა და გამოღმა აწყური. ციხე სოფლის შუაგულში, გაღმა აწყურში მდებარეობს. XI საუკუნის ციხე პირველად მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ჩამოინგრა. მას შემდგომ ციხიდან ხშირად ცვივა საკმაოდ დიდი მოცულობის ქვები. ისტორიული ნაგებობა განადგურების პირასაა.
,,ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებ, მეშინია უცებ ქვები არ ჩამოცვივდეს. იქნებ ყურადღება მოგვაქციოს ვინმემ”, - ამბობს ციხესთან ახლოს მცხოვრები თამილა თოთაძე.
ამავე სოფელში მცხოვრები ლევან მარტინენკოს თქმით, ციხესთან გავლა უკვე საშიშია, რადგან “ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს”.'
ახალციხის მუნციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული აწყურის თემში გელა მუმლაძე ამბობს, რომ აწყურის ციხის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებულნი არიან: “კულტურის სამინისტროს სახელზე წერილობითი მიმართვა გაკეთდა, რუსთავი-2-ზე სიუჟეტიც მომზადდა, რომელშიც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მდგომარეობას შეისწავლიან და შემდგომ რესტავრაციას დაიწყებენ”.
იგი დარწმუნებულია, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვარდება: ,,აწყურის ციხე ჩვენი ისტორიაა, ის არავინ გაუვლის, ფოტო რომ არ გადაიღოს, უყურადღებოდ არ დატოვებენ”. '
აწყურის ციხის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული არიან ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობაში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტის რეზო ანდღულაძის თქმით, სამინისტროს სახელზე წერილობითი მიმართვა უკვე გაგზავნილია: ,,ჩვეულებრივ მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ ისტორიული ძეგლების რესტავრაცია-აღდგენა. საჭიროა ნებართვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან და მხოლოდ შემდეგ და თან, სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს ძეგლის კონსერვაცია”.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ციხის აღდგენა 2010 წლის მაისამდე არ დაიწყება, ნაგებობა წვიმებს ვეღარ გაუძლებს და შესაძლოა სულ ჩამოიშალოს: “დაგვრჩება ციხე მოგონებად”.
აწყურის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ კომპეტენტური უწყებები ციხის მდგომარეობას დროულად მიაქცევენ ყურადღებას. შედეგად კი, ისტორიის ნაშთი “გაქრობას”, მოსახლეობა კი საფრთხეს გადაურჩება.

ნათია მარტინენკო, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი