საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე წლის აგვისტოში წარმოქმნილი პრობლემები კვლავ აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის, მარნეულის, ერევნის, ლორისა და თბილისის 14-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ორი ქვეყნის მთავრობებს ღია წერილი გაუგზავნა.
წერილში ნათქვამია, რომ აუცილებელია საზღვრის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება, რადგან ეს საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მდგომარეობას აუარესებს და მათ უფლებებს ლახავს.
ღია წერილი ოთხი პუნქტისგან შედგება:
1. საბჭოთა დროს სამხრეთ და ჩრდილოეთ ლორის შორის უკანონოდ დადგენილი საზღვრის განმტკიცების სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
2. საქართველოსთან რეალურ სახელმწიფო საზღვრად ისტორიულად მიღებული ბუნებრივი საზღვრის (რომელიც მდინარე ხრამზე გადის) აღიარება, რაც, თავის მხრივ, 1920 წლის პარიზის სამიტზე დამტიცებულ სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა.
3. შეწყდეს ჩრდილოეთ ლორის საზღვრების გაძლიერება მისი კუთვნილი სოფლების გასწვრივ. გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი სომხური მოსახლეობის საზღვრის დაზუსტებითა და გაძლიერებით გამოწვეული მძიმე და დამღუპველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
4. ყურადღების ცენტრში მოექცეს ჩრდილოეთ ლორის სომხურ მოსახლეობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძირითადად, ეროვნული ნიშნით გამოწვეული) მრავალრიცხოვანი ფაქტები. განხორციელდეს თანმიმდევრული სამუშაოები ისტორიული და კანონიერი სამართლიანობის აღდგენისათვის.
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე წარმოქმნილი პრობლემები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჯერჯერობით, სად გაივლის ის, გადაწყვეტილი არაა.
“1921 წლის 6 ნოემბერს საზღვრის გავლებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. თუმცა, რადგანაც იმ წლებში ეს ქვეყნები საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ იყვნენ, საბჭოთა პერიოდში ხელმოწერილ არც ერთ შეთანხმებასა და ხელშეკრულებას, მათ შორის, ამ კონკრეტულსაც, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია”, - განმარტავს ანალიტიკური ცენტრის “მიტკის” ექსპერტი ვაგე სარკსიანი. (წწწ.მიტკ.ამ).
ამ საკითხის მოგვარებას ქართული მხარეც ჩქარობს.
“ქართულმა მხარემ სომხეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი უნდა დააჩქაროს. საქართველო თავისი მოქალაქეების დაცვის საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს. პირველხარისხოვანი ამოცანაა, სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება საზღვრის გასწვრივ და ასევე, იმ წერტილებში, სადაც ხშირია კრიმინალური შემთხვევები. ვიდრე აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი შემთხვევები გარდაუვალია”, - აცხადებს ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე.
ორივე ქვეყნის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იფიქროს. მედიის საშუალებები უკვე აღარ აშუქებენ მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს.
სომხეთთან საზღვარზე, ლორის ოლქში ექვსი სომხური სოფელია: ბერდაძორი, ცოპი, ხოჟორნი, ოპრეტი, ხოხმელი და ჩანახჩი-ახკერპი. ეს სოფლები მეზობელი ქვეყნების საზღვარზე მდებარეობს. აქ სომხები, ბერძნები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობის უმეტესობა, 4000 ადამიანზე მეტი, სომეხი ეროვნებისაა.
სოფლების ხოჟორნისა და ჩანახჩის შუაში სომხეთ-საქართველოს ჯერ კიდევ დაუზუსტებელი საზღვარი გადის. ამ სოფლების მოსახლეობა ფაქტობრივად სახლებიდან ეზოში გასვლისას საზღვარს არღვევენ.
“იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენთან სომხეთის სასაზღვრო ძალებიდან მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათ საზღვარზე ხოჟორნიდან საძოვარზე წასული საქონლის ნაკელი ნახეს, თითქოს, ჩვენი ძროხები საზღვარს არღვევდნენ”, - ამბობს სოფელ ხოჟორნის მამასახლისი მანველ ღარიბიანი”, - წერს სააგენტო “არმარის” კორესპონდენტი ქრისტინე ვარდანიანი სტატიაში “ცხოვრება სომხეთ-საქართველოს საზღვარზე”.
ხოჟორნიში 40 სომეხი, ბერძენი და აზერბაიჯანელი ოჯახი ცხოვრობს. მესაზღვრეთა პუნქტი სწორედ ამ სოფელში გამავალ საზღვარზე მდებარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის უმთავრესი საკითხი მკაცრად განსაზღვრული საზღვრის არსებობაა. მათთვის სულ ერთია, სომხეთში იცხოვრებენ თუ საქართველოში, მთავარია მშვიდად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი