რა მდგომარეობაა ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატრურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის ათ დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
16 დეკემბერს გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭემ” წერილობითი განცხადებით სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასა და ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მისაღებად;
1. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე 10 დეკემბერს წარდგენილი ანგარიშის ქსეროასლი.
2. გაცემული საჯარო ონფორმაციის ასლის გადაღების შედეგად შემოსული
თანხის ოდენობა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ეს ინფორმაცია ჩვენი სასამართლოში ორგზის მიკითხვის შემდეგ, 25 დეკემბერს როგორც იქნა მოგვაწოდა. როცა ანალოგიურ განცხადებაზე ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან იმავე დღეს, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისაგან მეორე დღეს მივიღეთ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს პასუხი ერთ თაბახის ფურცელს შეადგენდა, საიდანაც ვგებულობთ რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2009 წელს შესულა მხოლოდ ოთხი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მათ შორის; ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”-დან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, ფიზიკური პირისგან, გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭე” - დან.
ასევე ვგებულობთ რომ მაგისტრატ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა არ შესულა.
ამასთანავე, ახალციხის რაიონული სასამართლოს ცნობით ,,საჯარო ინფორმაცია გაცემული იქნა უსასყიდლოდ”.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, განცხადებაზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატური განყოფილების უფროსის ემზარ ფუხაშვილის პასუხი მოგვივიდა.
,,სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში შემოტანილი თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ:
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა არ არის უფლებამოსილი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე წარადგინოს ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ”.
2. გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების შედეგად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში თანხა არ შემოსულა.
თუმცა როგორც ადვოკატებმა განმიცხადეს, საოლქო პროკურატურა ვალდებულია წარადგინოს ზემოთ აღნიშნული ანგარიში.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი