გამწვანების აქცია


 15 აპრილს, ახალციხის რაიონული პროკურატურის ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს მხარდაჭერით, რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

მანანა სარაშვილიახალციხე


აქციაში ახალციხის მესამე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეების ჩართულობა მისასალმებელია. ფაქტობრივად, ამით ისინი გარემოზე ზრუნვას იწყებენ. დღევანდელი დღე იქნება წინაპირობა იმისა, რომ ამას მომავალშიც გააგრძელებენ”, - ამბობს ახალციხის რაიონული პროკურორი გიორგი ვანიძე.

მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მსგავს აქციაში პირველად მონაწილეობდნენ.

მანამდე არასოდეს მიმიღია ამგვარ აქციაში მონაწილეობა, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი მასწავლებლის შემოთავაზებას. ჩემი სკოლის სახელზე დავრგე ხე, იმისთვის რომ გაიხაროს, ხშირად ამოვალ და მოვრწყავ”, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თემურ თათეშვილი.

ხეების დარგვაში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალციხის რაიონული პროკურატურისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლებიც

ახალციხის პროკურატურას სიამოვნებით დავეხმარეთ ინიციატივის განხორციელებაში. გამწვანების აქციაში თითქმის მთელი სამსახური ჩაერთო. დასარგავად წიწვოვანი ნერგები მოვიტანეთ და ბავშვებთან ერთად დავრგეთ ხეები”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსმა დავით კახიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი აქციის ჩატარების სურვილი სხვა სამსახურებსაც გაუჩნდათ და არაა გამორიცხული, რომ აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღოს.   

ახალდარგული ნერგები ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მორწყეს.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი