“კონფლიქტების” საზღვარზე


საქართველო-სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ თითქმის სამი წელიწადი გავიდა, საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ კი უკვე ორი ათეული წელია გასული, თუმცა, კონფლიქტური რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი დღემდე შიშითა და დაუცველობის გრძნობით ცხოვრობს.

ქრისტინა მარაბიანი, სამეგრელო


 2010 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსმა მესაზღვრებმა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს. ასევე, საუბარია ძალადობის შემთხვევებზე, ეთნიკური ქართული მოსახლეობის უფლებების შეზღუდვაზე, მაგალითად, არჩევნების დროს და ძირითადი უფლებებით სარგებლობისას (საკუთრების, ბიზნესის წარმოებისა და მოგზაურობის უფლება). მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ ეთნიკურ ქართველს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობას უარყოფს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” “მოქალაქეობას მიიღებს, ანუ თუ რუსული პასპორტი ექნება.

ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში მომხდარი შვიდი მკვლელობა დაკავშირებულია აფხაზეთის კონფლიქტთან”.

ამ მოხსენების გარეშეც სრულიად ნათელია, რომ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება. “სამხრეთის კარიბჭეშეეცადა გაერკვია, როგორ ცხოვრობს ხალხი ამ რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე.

სამეგრელო

აფხაზეთიდან დევნილი ნონა ქობალია ზუგდიდში თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს. მისი თქმით, მოსაზღვრე ზონებში მცხოვრები ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მუდმივად საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს: ესაა თავდასხმისა და მეორე მხრიდან პროვოკაციული სროლის შიში. თავდასხმები ხდება, ხალხი მძევლად მიყავთ და გამოსასყიდს ითხოვენ. აქ, ზუგდიდის ტერიტორიაზეც კი გადმოდიან. ეს განსაკუთრებით იმ სოფლებს ეხება, რომლებიც ადმინისტრაციული წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის, მაგრამ  ტერიტორიულად ენგურის იქით მდებარეობს. იქითა მხარე რატომღაც მიიჩნევს, რომ რაც ენგურის გადაღმაა, მათ ეკუთვნით და თვითნებობას იჩენენ. იქით მხარეს მცხოვრები ხალხის დაცვა ძნელია, რადგან მდინარეზე გადასვლა და რუსი სამხედროებისცხვირწინყოფნა ძალიან რთულია.

მშობლიური სახლების იძულებით მიტოვების შემდეგ, ყველაზე მეტი დევნილი სამეგრელოში დარჩა. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ზუგდიდში 56 600 დევნილი ცხოვრობს, რამაც ქალაქის მოსახლეობა ხელოვნურად გაზარდა. დევნილთა უმრავლესობას სახლი ჯერ კიდევ არ აქვს.

როდესაც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა ორმაგდება, სივრცე ვიწროვდება და შეხლა-შემოხლა იწყება. პირველ რიგში, “ბაზარი გაძვირდა”, რადგან დევნილთა უმრავლესობა თავს გადამყიდველობით ირჩენს”, - ამბობს ნონა ქობალია.

დევნილებს შორს წასვლა არ სურდათ და სამეგრელოში დამკვიდრდნენ. შესაძლებლობა როგორც კი მიეცემათ, სახლებში მიდიან და სამუდამოდ დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ნონა ქობალია ოჩამჩირეში მცხოვრებ ნათესავებთან, ბოლოს, ექვსი წლის წინ იყო.

აგვისტოს ომამდე იქ ჩასვლა გაცილებით ადვილი იყო. თუმცა, ყველა მაინც ვერ ახერხებდა, მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვინც საბჭოთა დროს გალში იყო ჩაწერილი. ომამდე საზღვარზე გადასვლისთვის დაახლოებით 2.5 ლარს ვიხდიდი, ახლა ეს თანხა 30 ლარს აღწევს, რადგან მასში ხელის ბარგის გადასახადი შედის. თუმცა ხალხისთვის ეს მაინც დიდი თანხაა და ამიტომ აფხაზეთში შემოვლითი გზებით ცდილობენ გადასვლას”, - ამბობს იგი.

ეს კი დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

შეიძლება გაძვრნენ, შეიძლებავერა. ინციდენტების უმრავლესობა სწორედ შემოვლით გზებზე ხდება, იქ უსაფრდებიან ხოლმე, არა მოკვლის, არამედ გაძარცვის მიზნით, მაგრამ, ხალხი მაინც რისკავს და გადადის. არის სხვა ტენდენციაც, აფხაზებმაც აქტიურად დაიწყეს ჩვენსკენ გადმოსვლა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობაა. მათთვის აქეთ გადმოსვლის დაბრკოლებები გაცილებით ნაკლებია”, - გვიამბობს ნონა ქობალია.
  
შიდა ქართლი

შიდა ქართლში ომის ტკივილი ჯერ კიდევ ახალი და მოუშუშებელია.

ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი, ეგრეთ წოდებულ, ბუფერულ ზონაში მდებარეობს. სიტუაცია ძალიან არასტაბილურია, ხალხს ფერმერული მეურნეობები აქვს, აქ სასაზღვრო ზონაა და მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ეშინიათ. შიშობენ, რომ მოსავალი შეიძლება ვერც აიღონ”, - ამბობს გაზეთხალხის გაზეთისრედაქტორი რეზო ოქრუაშვილი.

მოსაზღვრეხალხი ტყვეობაში აღმოჩენის საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს. ბოლო დრომდე ისინი მძევლებად მიჰყავდათ და გამოსასყიდს ითხოვნენ.

ხალხი ზოგჯერ გადადის პირობით საზღვარზე. იქით ზამთარში გასათბობად შეშის შოვნა შეიძლება. ისინი გადადიან და იკარგებიან. ახლა ხალხის ტყვედ აყვანა აღარ ხდება, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ახლა ცხინვალში იმყოფება. მათ, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. ზოგი ადამიანი იმისთვის დააკავეს, რომ ოსური მხარე საქართველოს სდებს ბრალს, რომ ამ უკანასკნელს ოსი ტყვეები ჰყავს. ოფიციალური სტრუქტურების თქმით კი, საქართველოში ოსი პატიმრები არ არიან”, - გვიამბობს იგი.

მართალია, დანაღმული მინდვრები ძირითადად უკვე განაღმულია, მაგრამ ჯერ კიდევ საშიშია. ფაქტობრივად, ამ მიწების დამუშავება შეუძლებელია.

მიწის გარდა, შიშს ხმები იწვევს...

ერთ-ერთი პროვოკაციაში ახალხანს გავერკვიეთ. ჩაწერილია გასროლის ხმები, ისინი ამ ხმებს პერიოდულად გამაძლიერებლებით რთავენ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თავს გვესხმიან და გვესვრიან. აშკარაა, რომ მოსაზღვრე ზონებში მცხოვრებ ხალხზე ზეწოლის მოხდენა უნდათ”, - ამბობს რეზო ოქრუაშვილი. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი