“ოპოზიციური რვიანის” გეგმა და ხელისუფლების არგუმენტები


ოპოზიციის ინიციატივა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და მოწინააღმდეგე ხელისუფლება. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი, თუ ზოგადად, მუნიციპალიტეტებში მათი გაუქმების ალბათობა

თამუნა უჩიძეახალციხე



2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში შეკრებილ მოსახლეობასთან განაცხადა, რომრამდენიმე რადიკალურ პარტიასარ სურს რაიონებს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ: ახლა არის დებატები იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში, შემდეგი წლის არჩევნებისთვის მიდის მზადება. რამდენიმე პარტიის მოთხოვნაა, რომ რაიონებს არ ჰყავდეთ წარმომადგენლები პარლამენტში. პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ თბილისში, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში”.   

კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რაიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, აღნიშნულ ცვლილებაში, გარკვეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემის ჩამოყალიბება იგულისხმება. ამ საკითხზე მოლაპარაკება ადრეც იყო და შეთანხმება თითქმის მიღწეულიც იქნა: “რაიონები დეპუტატს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით აირჩევდნენ, მაგალითად 20 ათას კაცს ერთი დეპუტატის არჩევის უფლება ექნებოდა. ჩვეულებრივ პარტიულ სიებთან ერთად, საარჩევნოდ, ცალკე რეგიონული პარტიული სიაც იქნებოდა. ანუ თუ 150 დეპუტატიდან 75 პირდაპირ და 75 პროპორციულად ირჩევა, მერე ორივე პროპორციულად აირჩეოდა. ასეა ახლაც”.   
  
სანდროშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში ხელისუფლება ყოველთვის მომგებიან სიტუაციაშია, აღნიშნული ცვლილება კი ოპოზიციას პარლამენტში მეტი დეპუტატის შეყვანის საშუალებას მისცემს: სხვაგვარად პარლამენტში შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ. აშკარად თუ ფარულად აშინებენ ხალხს, ხმებს არ გვაძლევენ. ოპოზიცია იბრძვის, რომ ხელისუფლებას არჩევნებზემაქინაციებისნაკლები შანსი ჰქონდეს”.

საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანაზე ხელისუფლება და რვა ოპოზიციური პარტია მსჯელობს: ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია.   

ახალციხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ნათენაძე, რომელიც რიონს პარლამენტში 1995-2000 წლებში წარმოადგენდა, აღნიშნული პარტიების ინიციატივას არ იზიარებს და ამბობს, რომ დეპუტატები აუცილებლად მაჟორიტარული წესით უნდა ირჩეოდნენ: პარლამენტი ეს არის სერიოზული ასპარეზი ლობისტებისა. თუ სერიოზული ძალა არ იქნება წარმოდგენილი რეგიონებიდან ამომრჩევლის სურვილით, მაშინ რეგიონების პრინციპით საჭიროებების ლობისტური წარმართვა ძნელი იქნება”.   

ნათენაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემით არჩეული ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. პარტიული სიით არჩეულიები ფიქრობენ, რომ ეს თანამდებობა მათთვის შესაფერისი ადგილია, თუმცა, როგორ და საიდან ამის აღქმა არ აქვთ. მაჟორიტარული პრინციპით არჩევის შემთხვევაში ამომრჩეველთან პიროვნულად იღებ ვალდებულებას, კონკრეტულ სოფელთან, სახეებთან ხარ ვალდებული და დაწყებულ საქმეს კულუარებშიც კი ბოლომდე მიყვები”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ პროპორციულად არჩევის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა: იტყვის რაღაცას და გამოვა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. კანონდებლობის განხილვაშიც სულ სხვა კუთხით უდგება კანონპროექტებს, მაჟორიტარი კი ამ ყველაფრს სხვა მიმართულებით წარმართვას”.

ნათენაძის მოსაზრებას არ იზიარებს სანდროშვილი და მიიჩნევს, რომ ვისაც დეპუტატობის პრეტენზია აქვს, პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს და არა მარტო პარტიის, ან ფრაქციის, არამედ ხალხის წინაშეც: რამდენ რაიონს ჰყავს დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ძილის მეტს არაფერს აკეთებს, ან საერთოდ არ ესწრება სხდომებს?! ერთხელაც კი არ გვინახავს რაიონიდან ბევრი დეპუტატი, რომ პარლამენტში რაიმე წინადადებით შესულიყო, ან რაიმე საკითხზე კომენტარი გაეკთებინა”.

ნათენაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით მაჟორიტარების უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიიდან გადის, ოპოზიციის ინიციატივის მხარდაჭერა საკითხისადმი მაინც პრაგმატული მიდგომაა.
არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე გამოსავალს გადასალახი ბარიერის გაუქმებაში ხედავს: უბრალოდ ხმების რაოდენობა გაიყოს დეპუტატებზე, ამისათვის წინასწარ გაირკვეს რამდენი ხმა დასჭირდება დეპუტატს. პარლამენტი ასე უფრო მრავალფეროვანი გახდება”.

ანდღულაძეს ძნელად წარმოუდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია პროპორციული წესით არჩევნების შემთხვევაში, სიის პირველ ათეულში რეგიონის რომელიმე წარმომადგენელს ჩასვამს. ამდენად, ოპოზიციის ინიციატივა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, იმ თვალსაზრისით, რომ მუნიციპალიტეტები დეპუატატების გარეშე დარჩებიან: პოლიტიკა თბილისის ელიტარული ჯგუფის საქმიანობად იქცევა”. 

ანდღულაძის მოსაზრებას ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მარინე სუდაძე: ასე შიძლება მხოლოდ რომელიმე მუნიციპალიტეტს კი არა, რეგიონსაც არ ჰყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში. გვახსოვს ის დრო, როდესაც თბილისში მცხოვრებლები გვევლინებოდნენ მაჟორიტარ დეპუტატებად, მაშინ, 4 წლის განმავლობაში, ხალხს მთავრობასთან ხმის მიწვდენის საშუალება არ ჰქონდა”.   

როგორცსამხრეთის კარიბჭესკონსერვატიული პარტიის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, აუცილებელია, პარლამენტში ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს: რვა პარტიის პოლიტიკური პროექტის თანახმად დღეს არსებული პრობლემის გამოთანაბრება ხდება. მაგალითად, ყაზბეგს, სადაც 3000 ამომრჩეველია, ერთი მაჟორიტარი ჰყავს, ზუგდიდში 1 000 000-ზე მეტ ამომრჩეველსაც, ასევე ერთი მაჟორიტარი ჰყავს. ჩვენი გეგმით დიდ ქალაქებს 2-3 მაჟორიტარი ეყოლება”.

მისი თქმით, დემაგოგიაა სააკაშვილის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიები რაიონებს უგულებელყოფენ. პრიქით, თუ ასეთი სისტემის დატოვებას აპირებს ხელისუფლება, აქაც სთავაზობენ, რომ ბარიერი 50-პროცენტიანი იყოს: რადგან სახელისუფლებო კანდიდატებს ეხმარება უშიშროება, გამგეობა. ადგილობრივი ბიუჯეტი იხარჯება მათ სასარგებლოდ. ესეც არ უნდათ, ამდენად სააკაშვილით დაწყებული ყველანი დემაგოგიით არიან დაკავებული”.

ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ინდიფერენტულია, - ჩვენ რა გვინდა, ვინ გვეკითხება? არჩვენებიც ფორმალურად ტარდება”.

საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი და პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი მოსახლეობის განწყობას ასე ხსნის: ჩვენ ქვეყანაში არც პროპორციული და არც მაჟორიტარული დემოკრატია არ არის, ხალხს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება”.

როგორ განვითარდება რვა ოპოზიციური პარტიისა და ხელისუფლების ჩიხში შესული მოალპარაკება, მომავალი გვიჩვენებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი