საბავშვო ბაღები ახალი წიგნებით იხელმძღვანელებენ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი მეთოდური სახელმძღვანელოები მოამზადა. წიგნები საქართველოს ყველა საბავშვო ბაღს დაურიგდა.

თამარ თოთაძე, ახალციხე


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოების პაკეტი მოამზადა. ახალ წიგნებში დეტალურადაა განსაზღვრული როგორი უნდა იყოს სკოლამდელი განათლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოები სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენლებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესები. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს, როგორც ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბებას, ასევე მის მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. ამათგან ერთი ბაგა, ორი საბავშვო ბაღი, ხოლო დანარჩენი ექვსი კი ბაგა-ბაღია. სახელმძღვანელოები უკვე დაურიგდა ყველა ბაღს.  

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის მზია ქობესაშვილის თქმით, აღნიშნული წიგნების გამოყენება სავალდებულო არ არის: მითითებული არაა, რომ აუცილებელი და სავალდებულოა ამ წიგნებით ხელმძღვანელობა. ყველა ბაღს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს რა წიგნებით და რა მეთოდებით იხელმღძვანელოს. თუმცა, წიგნები ყველა დაწესებულებას დაურიგდა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო”, “სკოლამდელი განათლების პროგრამა”, “სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმადასკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი”: - ის სახელმძღვანელოებია, რომლის შექმნაზეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვადსხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ.

ძალიან საინტერესო წიგნებია, თანამედროვე მეთოდებზე აგებული. არის მშობლის კითხვარიც. ბავშვი საბავშვო ბაღში როდესც მივა, მშობელმა კითხვარი უნდა შეავსოს. ამის საშუალებით აღმზრდელი გარკვეულ ინფორმაციას მიიღებს და გაუადვილდება ბავშვთან ურთიერთობა”, - განმარტავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი და ამატებს, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოში ასევე თითოეული საშტატო ერთეულის უფლება-მოვალეობებია მოცემული.

აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ხასიათის თავისებურებებზე, მეორე ნაწილი სასწავლო მეთოდოლოგიას ეხება, როგორ უნდა შეუქმნას აღმზრდელმა ბავშვს სასწავლო გარემო. ამ ნაწილშია შესული ინკლუზიური განათლებაც, სადაც დეტალურად არის ახსნილი, როგორ უნდა გახდეს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი. ხოლო, ბოლო ნაწილი კი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თამაშებისგან შედგება.

გვაქვს სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმაც, სადაც აღმზრდელი სხვადასხვა შეკითხვებზე პასუხებს გასცემს. როცა ბავშვი სკოლაში წავა, აუცილებლად უნდა წაიღოს ბაღიდან დახასიათება, ანუ ეს ფორმა. აქედან გასაგები გახდება რამდენად მცოდნე ბავშვია, როგორი ფიზიკური განვითარება აქვს, როგორ მეტყველებს და ასე შემდეგ”, - ამბობს ქობესაშვილი.

აქამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სხვადსხვა მეთოდური წიგნებით ხელმღძვანელობდნენ. საბავშვო ბაღის პედაგოგები ამბობენ, რომ ამ სახელმძღვანელოებს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ და მეთოდებიც მოძველებულია. ამიტომ, სიახლეს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ძველ მეთოდებს ახლით ჩაანაცვლებენ.

სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების გადამზადება და ახალ მოთოდებზე მორგება არ იგეგმება.

საერთოდ, საქართველოში არსებული ყველა საბავშვო ბაღი განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული პროგრამითა და არასამთავრობო ორგანიზაციანაბიჯ-ნაბიჯისმიერ შემუშავებული მეთოებით ხელმძღვანელობდა, - განმარტავს მზია ქობესაშვილი და ამატებს, რომ ამ ორგანიზაციამ პედაგოგებისთვის რამდენიმე ტრენინგიც ჩაატარა, - მოგვცეს მითითებები და კონსულტაციები. ასევე, გადმოგვცეს გარკვეული ლიტერატურაც, მაგრამ მხოლოდ იმ ბაღებს, ვინც ტრენინგები გაიარა.  სამწუხაროდ ყველას დატრენინგება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე არანაირი გადამზადება არ იგეგმება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი