ერევანში ქართული ენის დღე აღნიშნეს

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. დღესასწაული ერევანშიც აღნიშნეს.

14 აპრილს, მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსის აღსაზრდელებმა, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, “ღმერთო, რატომ!”, მიხედვით სპექტაკლი დადგეს. წარმოდგენა ქართული ენის დღესასწაულს მიეძღვნა.

 მართალია, სპექტაკლს სომხურ ენაზე თამაშობდნენ, სომხეთში საქართველოს ახალ ელჩს თენგიზ შარმანაშვილს კი სომხური ენა არ ესმის, მაგრამ მან მაინც დიდი აღფრთოვანებით გადაიხადა მადლობა ერევანში ამ დღის აღნიშვნის იდეისთვის.

ქართული ენის დღე 1978 წლის მოვლენების პატივსაცემად დაწესდა. ამ დღეს თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა წყალობითაც საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. მაშინ საქართველოს, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას შორის, ცკ-ის პირველი მდივნების დონეზე, მხოლოდ ბალტიისპირეთისა და სომხეთის რესპუბლიკებმა დაუჭირეს მხარი.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი