“მკაცრ კონტროლზე ასაყვანი” დახმარება



სოფელს იდუმალა ქვია, თუმცა მოსახლეობა იდუმალი არაა, პირიქით, აქ ხალხი გახსნილი და ტკბილად მოუბარი აღმოჩნდა. ,,სოფლის დახმარების პროგრამაზეხელისუფლება სხვას ამბობს, მოსახლეობა სხვას.


გულო კოხოძეასპინძა
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში 150 კომლი, 570 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელ იდუმალაშიც ნაცნობი მდგომარეობაა; კრება არ ჩატარებულა;
ხალხისთვის არაფერი უკითხავთ; სოფლის დახმარების პროგრამაზე იციან, თუმცა თანხის რა რაოდენობაზეა საუბარი ვერ აკონკრეტებენ.
და, სოფელში ბევრი პრობლემაა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალას ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ხვიჩა ქავთარაძე ამ თანამდებობაზე გასული წლის სექტემბის თვეში დაინიშნა.

,,ჩემამდე ჯიმშერ მჭედლიშვილი მუშაობდა და მან იცის ყველაფერი დაწვრილებით”, - დაგვაკვალიანა მან. თუმცა, ჯიმშერ მჭედლიშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ხვიჩა ქავთარაძის თქმით კი, “სოფელში ,,სოფლის დახმარების პროგრამისფარგლებში, ,,ნაწილობრივ შერემონტდა რიტუალების სახლი და ვიყიდეთ სკამები და მაგიდები”.

სოფლის რწმუნებულისგან განსხვავებულად საუბრობენ ადგილობრივები. ხვიჩა ქავთარაძემ ,,სამხრეთის კარიბჭესგანუმარტა, რომ მოსახლეობამ ზუსტად არ იცის რა პროგრამით რა გაკეთდა.

,,სოფლის დახმარების პროგრამითსასმელი წყლის გაკეთება დაიწყეს, თუმცა დასრულებული არ არის. ორ კილომეტრზე მილები ჩაიყარა, ყველაფერი უხარისხოდ გაკეთდა”, - ამბობს ადგილობრივი ტარიელ აფციაური.

მისივე თქმით, - ,,15 სანტიმეტრი დიამეტრის ,,შლანგზეოთხი ოჯახიდასვეს”;  ,,ტრუბებიხევშია ჩაყრილი ღიად, ამიტომაც ხშირად იბიდნება; სათავე ნაგებობა არ აქვს, ფაქტობრივად, ხევის წყალი მოდის და მკვდარი ბაყაყებიც ხშირად მოყვება”.   

,,წყალი ხანდახან მოდის, თავს არ გვავიწყებს”  - ხუმრობენ სოფელში.

,,თათრებისდროინდელი წყაროა და დასალევ წყალს იქიდან ვეზიდებით”, - მითხრეს სოფელში დიასახლისებმა.

,,სოფლის დახმარების პროგრამისწვრილმანები სოფელში არ იციან. ჩემს მიერ დარიგებულ ბროშურებს ეცნობიან და მეუბნებიან, - ,,ყველაფერი ჩვენი ნება ყოფილა და ამ წელს სხვანაირად დავხარჯავთ და გავაკონტროლებთ ჩვენს ფულს”.

ფულის ,,სხვანაირ დახარჯვასასე განმარტავენ, - ,,გვეყოლება სოფელში ერთი ადამიანი, რომელიც შუამავალივით იქნება არა ადგილობრივ თვითთმართველობასთან, არამედ პირდაპირ ფულის გამცემ ორგანოსთან. ეს დახმარება მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. თორემ, რა გამოვა?! ხელისუფლება წყალს ატანს ფულს, ხალხიხახამშრალირჩება”.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი