“ცეცხლმოკიდებული” სააღდგომო ბაზარი


წინასააღდგომო ვაჭრობა ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა. 

მზადება აღდგომის დღესასწაულისთვის; მეტი მყიდველი და გამყიდველი
ბაზარში და ბოლო დღეებში საგრძნობლად გაძვირებული პროდუქტი.


თამუნა უჩიძეახალციხე



 აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში ახალციხის აგრარულ ბაზარში   აქამდე ცარიელი დახლების ნაწილი პროდუქტით შეივსო. რძის ნაწარმს, ბურღულეულს, ხორცს, თევზს, ხილსა და მწვანილს შორის, განსაკუთრებით, კვერცხისა და ენდროს რაოდენობა ჭარბობდა.

მიუხედავად ხალხმრავლობისა, გამყიდველები მყიდველის ნაკლებობაზე ჩიოდნენ. მყიდველები გაზრდილი ფასების გამო წუწუნებდნენ და შინთითქმის ხელცარიელიბრუნდებოდნენ.

თითო კილოგრამსაც კი ვერაფერს ვყიდულობ. ყველაფერსცეცხლი უკიდია”. პენსიის თანხიდან ერთ ტომარა ფქვილში 55 ლარი რომ გადავიხადო, სხვა თითქმის აღარაფერი მომივა. მეუღლე მყავს ახალი გარდაცვლილი და მინდა ისე ვცე პატივი, როგორც ამას ჩვენი წესი და ჩვეულება მოითხოვს, მაგრამ არაფრის საშუალება არაა”, - გვითხრა ციალა ჩაფიძემ, რომელიც სააღდგომო სუფრისთვის პროდუქტების შესაძენად ადიგენიდან ჩამოვიდა.

წინასააღდგომოდ ფასებმა მართლაც ყველაფერზე მოიმატა. თუ აქამდე კვერცხი 30-35 თეთრი ღირდა, ბოლო დღეებში 40 თეთრი გახდა.

ხალხი ბევრი შემოდის ბაზარში, მაგრამ იმდენი არც კვერცხი და არც სხვა რამ არ იყიდება”, - ამბობს გამყიდველი ქეთევან სუდაძე

ენდრო, მრავლად იყიდებოდა არამხოლოდ ბაზარში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ერთ კონის ფასი 0,25 ლარიდან იწყებოდა.

“12 წლის ბავშვმა მოთხარა, მაგრამ არ ღირდა წვალებად. სამი კონა თუ სჭირდებათ, ერთსაც ძლივს ყიდულობენ, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მკვიდრი მარინა ბაღდოშვილი და ამატებს, რომ აღდგომისთვის თავადაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც ისე მოემზადება, როგორც ამას წეს-ჩვეულება მოითხოვსშვიდი სული ვართ ოჯახში, დასაქმებული არავინაა. ოთხი შვილი მყავს, ერთი მაკლია. ყველაფერს ვიკლებ იმისთვის, რომ მის საფლავზე ისე გავიდე, როგორც საჭიროა”.    

კონობად შეკრული ენდროს გვერდით, საპეციალურ მანქანაში გატარებული ენდროც იყიდებოდა.

ერთი ჭიქა 50 თეთრი ღირს, თუ ჩვეულებრივ ენდროს ხარშვას დრო სჭირდება, ამისთვის 5 წუთიც კი საკმარისიაა”, - გვიხსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები თამაზ სტურუა

ფასები გაიზარდა ხილსა და ბოსტნეულზეც. თუ აქამდე ერთი კილოგრამი ფორთოხალი 2,50 – 2,80 ლარი ღირდა, წინასააღდგომო დღეებში 3 ლარი გახდა. ერთი კილოგრამი თხილი 7 ლარი, გარჩეული ნიგოზი კი 18-20 ლარი ღირდა. 3 ლარიდან იწყებოდა ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი, ასევე 3 ლარი ღირდა ერთი კილოგრამი ბანანიც.

ნებისმიერი სახის მწვანილის ღირებულება ერთი ლარით გაიზარდა. თუ ვთქვათ ერთი კილოგრამი ხახვი, ბოლოკი ან ქინძი 3 ლარი ღირდა, წინასააღდგომო დღეებში 4 ლარზე ნაკლებად ვერსად იყიდდით. სტაფილო - 2 ლარი, ბადრიჯანი - 3,  ნიორი - 10, კომბოსტო კი 1,50 -2,00 ლარი ღირდა.

არ შეცვლილა ფასები ძროხისა და ღორის ხორცზე. ერთი კილოგრამი   ძვლიანი ხორცი, როგორც ძროხის, ასევე ღორის, 10 ლარი ღირდა. დაფქვილი ხორცის ღირებულება კი 12 ლარი იყო

მოიმატა ფასმა თევზზე. ერთი კილოგრამიმოივასფასი 2,50 ლარიდან 3,50 ლარამდე გაიზარდა. “ლოტოტენია” - 6, “სტავრიდა” - 5, “სკუმბრია” - 5, “კალმახიკი 10 ლარი ღირდა.  

სააღდგომოდ ბაზარში უმარავი მანქანა პროდუქტია შემოსული, რის გაყიდვას მოასწრებენ ამ სამ დღეში არ ვიცი. ფასები ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება”, - გვითხრა გამყიდველმა მიშა ხანდუკიანმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი