დროულად დანახული პრობლემა


 ბოლო ორი ათეული წლის შემდეგ პირველად რეგიონში არსებული ხიდების მდგომარეობა შეფასდა. საშიში ბუნებირვი მოვლენებისა და კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით, 70 ხიდი შემოწმდა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე


 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ახორცილებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულ პროგრამას, სახელწოდებით „საბაზრო ალიანსი სიღარიბის წინააღმდეგ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში“. პროგრამის ერთრთი მიმართულება საშიში ბუნებრივი მოვლენების რისკის შემცირება (DRR).  ამ უკანასკნელის მიზანი, პროგრამის სამოქმედო არეალის თემებში რისკებზე რეაგირების გაძლიერება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროექტის - „ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ხიდების  მდგომარეობის შეფასება“ - განხორციელება 2010 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო.

მერსი ქორფსის” “ალიანსებისპროგრამის DRR-ის და მმართველობის კოორდინატორის ნინო რუხაძის განმარტებით, რეგიონში ხიდების მდგომარეობის შეფასებისა და მათთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების იდეა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, 2009 წლის ოქტომბერში მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდის ჩანგრევის შემდეგ გაჩნდა: 1978 წელს აშენებულ ხიდზე ერთად 20-25 ძროხის გადასვლა შეიძლებოდა, თუმცა ველდღე აქ ერთდროულად 100-200 ძროხა გადადიოდა. არასდროს არავის დაუთვლია თუ რამდენი პირუტყვის ერთად გატარება იყო დასაშვები, ამდენად, ხიდი სწორედ მასზე პირუტყვის გადასვლისას ჩაინგრა”.  

პროექტის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში 25, ადიგენში 20 და ახალციხეში 25 ხიდი შეფასდა. ტვირთამწეობის შემზღუდველი ნიშნებით აღჭურვილი ხიდების რაოდენობა კი 32-ით განისაზღვრა. თუმცა მანამდე, სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოშიმერსი ქორფსისპროექტის ფარგლებში საშიში ბუნებრივი მოვლენების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, მათი საქმიანობა სწორედ სამივე მუნიციპალიტეტის თემებში საშიში ბუნებრივი მოვლენების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა, Dღღ პროექტების იდენტიფიცირება და ადგილობრივ მთავრობასთან და დონორ ორგანიზაციებთან ლობირებაა.

ასპინძის სამუშაო ჯგუფის  მიერ შერჩეული 25 ხიდის ანგარიშიდან, ადგილობრივი ფერმერებისა და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვნად 17 გამოიკვეთა. ადიგენის მუნიციპალიტეტში 20 შეფასებული ხიდიდან 7 შეირჩა, ახალციხეში 25 ხიდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით განსაკუთრებით გასათვალისწინებელი 8 ხიდის მდგომარეობა აღმოჩნდა.

ამ ხიდებს მოსახლეობა იყენებს სახნავ-სათეს, სათიბ მინდვრებამდე მისასვლელად, საწვავად საჭირო შეშის მოსატანად, საძოვრებამდე პირუტყვის გადასაყვანად. მათი საშუალებით ფერმერე წარმოებული პროდუქტი ადგილობრივ ან რეგიონის გარეთ არსებულ ბაზრებამდე მიაქვთ, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში წონის შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები სოფლებში - აწყური, თისელი, ურაველი, ხეოთი, გიორგიწმინდა, მინაძე, კლდე - არსებულ ხიდებზე გაკეთდება.

რამდენიმე მათგანი სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდია. უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ გამაგრებითი სამუშაოები რომელ მათგანს ჩაუტარდება”, - აცხადებს ასპანიძე. 

ასპინძის მინიციპალიტეტში ხიდები შეირჩა სოფლებში: ქუნცა, ფია, ოშორა, ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, გულსუნდი, ივერია, ღობიეთი, ტოლოში აგარა, ჭობარეთი, დამალა და ოთა.

ადიგენში კი ყურადღება სოფელ აბასთუმნის, ასევე ზარზმის, ციხისუბნის, დერცელის, ჭელას, უნწასა და ქიქინეთის ხიდებს მიექცა.

პრიორიტეტულ ხიდებზე ინჟინერის მიერ გამოვლენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად სამივე მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული  და ასახულ იქნა საჭირო ფინანსები, - ამბობს ნინო რუხაძე და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტები შეძლებენ ერთი ხიდი მთლიანად საკუთარი ხარჯებით შეაკეთონ, ერთი ხიდი კიმერსი ქორფთანერთად, თანამონაწილეობით აღდგებაპროექტის ფარგლებში ხიდებზე წონის შეზღუდვის აღმნიშვნელი სულ 34 საგზაო ნიშანი  დამონტაჟდა, საგზაო ნიშნების ნორმების და სტანდარტების გათვალისწინებით”.

პროექტი 30 მარტს დასრულდა, მის ფარგლებში მოხვედრილი ხიდები კი 32 სოფელსა და 18, 626 ადამიანს მოემსახურება.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი