უბინაოდ დარჩენის შიში


 ბორჯომში მდებარე სანატორიუმ ,,ფირუზა”- პირველი კორპუსი კულტურული მემკვიდრეობაა და ახლო მომავალში მისი რესტავრაციაა დაგეგმილი. თუმცა, 20 წლის წინ ამ შენობაში უბინაო ბორჯომელები შესახლდნენ და ისინი შიშობენ, რომ ქუჩაში აღმოჩნდებიან.
  
ნატალია კოპაძებორჯომი


1892 წელს, ირანის შაჰმა მირზა რიზარხანმა უმცროსი მეუღლის საპატივსაცემოდ, ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე, ბორჯომის პარკთან ახლოს, აზიურ სტილში ულამაზესი შენობა ააშენა, სახელწოდებით ,,ფირუზა”. მომდევნო წლებში, აღნიშნულ შენობაში, სანატორიუმმა დაიწყო ფუნქციონირება. შემდეგ, იქვე ახლოს, მეორე კორპუსიც აშენდა. დაახლოებით 25 წლის წინ სანატორიუმის პირველი კორპუსი დაიხურა, ხოლო მეორე კორპუსი დღემდე ფუნქციონირებს.


1992 წელს ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინა დაიწვა, სადაც შვიდი ოჯახი ცხოვრობდა. უბინაოდ დარჩენილები სანატურიუმის პირველ კორპუსში შეასახლეს.

სახლი რომ დაგვეწვა, მაშინდელმა მთავრობამ, “ფირუზაშიშემოგვიყვანა. თავდაპირველად, შვიდი ოჯახი დავსახლდით, შემდეგ წლებში სამმა ოჯახმა შეძლო საკუთარი სახსრებით ბინის შეძენა და გადავიდნენ, - გვიამბობს აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ციალა ცინცაძე, რომელიც 30 წლის განმავლობაში სანატორიუმში დარაჯად მუშაობდა, - წლებია უმძიმეს პირობებში გვიწევს ცხოვრება. შენობა ამორტიზებულია, ყოველ დღე შიშით ვიძინებთ. თუკი რამე მიწვალია, ოთახების გარემონტებას მოვახმარე”.

მისივე თქმით, არაერთხელ იყო საუბარი ,,ფირუზაშიმცხოვრები ოჯახების გასახლებაზე. შესაბამისად, მუდამ უბინაოდ დარჩენის შიშით ცხოვრობდნენ. ამჯერად, კი    მათ აუცილებლად მოუწევთ შენობის დაცლა: “საცხოვრებელი ნივთები გავიტანეთ, გვპირდებიან, რომ ექვსი თვის განმავლობაში ბინის ქირას გადაგვიხდიან და შემდეგ ალტერნატიულ ფართს გამოგვიყოფენ. ბინები უკვე ვიქირავეთ, აქაც ვართ და ნაქირავებშიც, თუმცა ახლა გავიგეთ, რომ პირველი თვის გადასახადი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოგვიცხადეს, რომ ჯერ შენობა არ დალუქულა და ამიტომ ბინის ქირას ვერ გადაგიხდითო. არც გვითხრეს როდის ილუქებოდა შენობა, იმ დროისთვის რომ გვექირავებინა ბინები”.

ნინო ცხადაძის ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში შედის. ბინა არასოდეს ჰქონიათ, 1994 წელს,,ფირუზაში”  შესახლდნენ და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დღემდე იქ ცხოვრობენ.

ოთახები სარემონტო იყო, არც სველი წერტილები გვქონდა. გაპარტახებული ფართის გასარემონტებლათ უამრავი თანხა დავხარჯეთ, იატაკიც ჩვენ დავაგეთ, - ამბობს იგი და ამატებს, რომ წლების შემდეგ ისევ უბინაოდ დარჩენის საფრთხე დაემუქრათ, - ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდება, რომ ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილებენ, თუმცა, არ ამბობენ სად გამოგვიყოფენ ფართს. თავიდან გვითხრეს ,,ფეზეოსკორპუსში შეგასახლებთო, მაგრამ იქ ცარიელი ადგილი არაა და ოთხ ოჯახს როგორ დაგვასახლებენ?! გაურკვეველ სიტუაციაში ვართ”.

ცხადაძე ამბობს, რომ თუ ბინებს გამოუყოფენ, ცხადია კმაყოფილი იქნება, მაგრამ სიტყვიერი დაპირების დაჯერება უჭირს: ვიდრე ხელშეკრულებას არ გაგვიფორმებენ, მანამდე ეჭვები გვექნება. აქამდე არანაირ დოკუმენტზე არ მოგვიწერია ხელი, მხოლოდ გვაჩვენეს ხელშეკრულების ფორმები, სადაც ეწერა, რომ ექვსი თვე გადაგვიხდიან ბინის ქირას და გამოგვიყოფენ ალტერნატიულ ფართს”.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბესიკ ქურდაძის განმარტებით, სანატორიუმ ,,ფირუზაშიშესახლებული ოჯახების გამოსახლება იმიტომ მოხდა, რომ ისტორიულ ძეგლს რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს: “ორი მილიონი ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, სანატორიუმის რესტავრაციისთვის. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სანატორიუმი კვლავ დაიწყებს ფუნქციონირებას”.  

მისივე თქმით, სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა. ამიტომ, ახლო მომავალში ტენდერი მეორედ გამოცხადდება: “მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოს ქონებაში ცხოვრობდნენ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინის ქირას გადავუხდით, ხოლო შემდეგ ალტერნატიულ ფართს გამოუყოფთ”.

სად დაასახლებენფირუზადანგამოსახლებულ ოთხ ოჯახს, ამ ეტაპზე საკრებულოში გადაწყვეტილი არ აქვთ. იქ მცხოვრებ ოჯახებს იმედი აქვთ, რომ სიტყვიერი დაპირება დაპირებად არ დარჩება და წლების შემდეგ კვლავ უბინაოდ, ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი