თურქეთის დელეგაცია ახალციხის უნივერსიტეტში

ახალციხის უნივერსიტეტმა ყარსისა და აღრის
 უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა. 
13-დან 15 აპრილის ჩათვლით ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით თურქეთის რესუბლიკის აღრის იბრაჰიმ ჩეჩენის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი ირაფან ასლანი და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი რამი ოზჯანი ესტუმრნენ.

ნინო ნარიმანიშვილიახალციხე

ორივე მათგანი ახალციხის უნივერსიტეტში პირველად იმყოფობოდა. აღნიშნულ უნივერსიტეტებთან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი გულისხმობს სასწავლო-სამეცნიერო, კულტურულ და სპორტული ღონსძიებების ერთობლივ მოწყობასა და სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებს.

ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. აღრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კი სწორედ ამ ვიზიტით დაიწყო. ამ უკანასკნელთან კონტაქტი ყარსის უნივერსტეტის მეშვეობით დამყარდა.

ორივე უნივერსიტეტი ერთ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობს და ერთნაირად აინტერესებთ გარკვეული დარგების განვითარება. ეს სპეციალობები ჩვენთანაც საერთო აღმოჩნდა. მაგალითად, ეს წელი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების წლადაა გამოცხადებული და ვგეგმავთ მოვამზადოთ პროგრამები ტურიზმის კუთხით.  სწორედ აღრის უნივერსიტეტს აქვს ტურიზმის პროგრამა და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - გვიხსნის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 20-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს ურთიერთობა. მათ შორის, უმეტესი თურქეთის რესპუბლიკის სასწავლებლებია.

ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისას, ჩვენი მთავარი მიზანია გავაძლიეროთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ავამაღლოთ აკადემიური დონე, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და აქვე ამატებს, რომ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაფრომდა, თუმცა, ამჯერად, მიმართულებები დაკონკრეტდა: გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ძირითადად: ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრეთვე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის და თურქულოგიის სტუდენტთა პრაქტიკებს.  ყარსის უივერსიტეტი აგრარული მიმართულების უნივერსიტეტია და იქ კარგადაა განვითარებული ეს სპეციალობები. მათი გამოცდილების გაზირება და ჩვენი სტუდენტების პრაქტიკა მათთან, ვფიქრობთ, რომ ძალიან ნაყოფიერი იქნება”.

გარდა ამისა, ვეტერინარია, ზოოტექნიკა და აგროტექნიკა ახალციხის უნივერსიტეტისთვის ახალი სპეციალობებია. შესაბამისად, მათ აკრედიტაციის გავლა სჭირდებათ, რასაც სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ესაჭიროება.

ან საკუთარი უნდა გქონდეს, ან დროებით ვინმეს ბაზის გამოყენება უნდა შეგეძლოს. ყარსის უნივერსიტეტი სიამოვნებით დაგვთანხმდა ნებისმიერ დროს, ჩვენს მიერ მიწოდებული განრიგისა და საკითხების მიხედვით გაატაროს ჩვენი სტუდენტები პრაქტიკაზე”, - დასძენს გელაშვილი.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთის უნივერსიტეტების დელეგაციებს კულტურული ღონისძიებებითაც უმასპინძლა. სტუმრებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი და ბორჯომის პარკი დაათვალიერებინეს. 14 აპრილს კი სტუმრები უნივერსიტეტში გამართულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გამართეს. მასში მოსამზადებელი პროგრამის არაქართულეონოვანი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

ისინი შესანიშნავად საუბრობდნენ ქართულად. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ერთ-ერთი სომეხი ეროვნების სტუდენტის გამოსვლა, რომელმაც ქართულ ენაზე დაწერილი საკუთარი ლექსი წაიკითხა”, - ამბობს თინა გელაშვილი.   

უახლოეს პერიოდში ახალციხის უნივერსიტეტის დელეგაცია პარტნიორ უნივერსიტეტებს ეწვევა. კერძოდ: უნივერსიტეტი მიწვეულია არტაანის უნივერსიტეტში, სადაც გაფორმდება ხელშეკრულება საქართველო-კავკასიის უნივერსიტეტების ურთიერთანამშრომლობის შესახებ. 3-დან 6 მაისამდე, ბაქოს სლავიანურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება; ხოლო 3-დან 6 ივნისამდე, ახალციხის უნივერსიტეტის დელეგაცია, ერზრუმში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას დაესრება.   

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი