შემცირებული დაფინანსება


შპსბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკაშიგასულ წელს 0-დან 15 წლამდე ბავშვების ექიმთან ვიზიტს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა, თუმცა მიმდინარე წლიდან, სამინისტრო მხოლოდ 0-დან 5-წლამდე ბავშვების ვიზიტს აფინანსებს, რის გამოც 5 წლის ზემოთ ბავშვების სამედიცინო მომსახურება ფასიანი გახდა.  

შპსბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკისდირექტორის ლია სტეფნაძის განმარტებით, მიმდინარე წლიდან ბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკაში 5 წლის ზევით ბავშვების ექიმთან ვიზიტი 10 ლარი გახდა.   

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა პოლიკლინიკას ყოველ თვე 1 300 ლარით აფინანსებს. იძულებული გავხდით 5 წლის ზევით ბავშვების ვიზიტი სტანდარტული ფასი, 10 ლარი გაგვეხადა. სოფლად მცხოვრები ბავშვები დანიშნულების მისაღებად სოფლის ექიმს თუ არ მიაკითხავენ და პოლიკლინიკას ეწვევიან, მათაც მოუწევთ 10 ლარის გადახდა”, - ამბობს ლია სტეფნაძე.

მისივე თქმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასულ წლებში, გრიპისა და ვირუსების სეზონზე, იანვარსა და თებერვალში ბავშვების ექიმთან ვიზიტს აფინანსებდა, თუმცა წელს არც ეს პროგრამა დაფინანსდა.

გრიპისა და ვირუსების სეზონზე ექიმებმა ლანძღვა-გინება მივიღეთ მშობლებისგან იმიტომ, რომ უფასო არ იყო ექიმთან ვიზიტი. ბევრი ბავშვი, რომლის მშობელსაც მკურნალობის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, უსასყიდლოდ მივიღეთ. სიცხიან ბავშვს დანიშნულების გარეშე სახლში ვერ გავუშვებდით. მაგრამ, მასობრივადაც ვერ გამოვაცხადეთ ის, რომ უფასოდ ვუმკურნალებდით ყველა ბავშვს, რადგან ბევრი გვაქვს კომუნალური გადასახადები”, - ამბობს ლია სტეფნაძე და ამატებს, რომ დიდ ქალაქებში ვირუსების სეზონზე, ბავშვების ექიმთან ვიზიტი მერიამ დააფინანსა.

ბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკაში” 3 600 ბავშვია რეგისტრირებული. აქედან, 990-ის ასაკი - 0-დან 5-წლამდეა. ამათგან სახელმწიფო მხოლოდ 660 ბავშვის ვიზიტს აფინანსებს, დანარჩენები სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებში არიან დაზღვეული.

როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო 0-დან 15-წლამდე ბავშვების ექიმთან ვიზიტს აფინანსებდა, ექიმების ხელფასი 250 ლარს შეადგენდა. ახლა კი, ექიმის ხელფასი საშუალოდ, 100 ლარი გამოდის”, - ამბობს ლია სტეფნაძე.

მისსივე თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით ბორჯომის მუნიციპალიტეტს, თუმცა უშედეგოდ: “მუნიციპალიტეტს ვთხოვეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ექიმთან ვიზიტი დაეფინანსებინა, ან კომუნალური გადასახადების გადახდაში დაგვხმარებოდა, მაგრამ, რადგან შპს ვართ, ვერ დაგვეხმარნენ. გვითხრეს, რომ ბიუჯეტში სარეზერვო თანხებიც არ აქვთ”.

ბორჯომის ბავშვთა პილიკლინიკაშიოთხი ექიმი მუშაობს: სამი პედიატრი და ერთი სტომატოლოგი.
,,გვაქვს ლაბორატორია, სადაც მხოლოდ მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობაა. გვჭირდება შაქრის გასაზომი აპარატი, თუმცა უსახსრობის გამო მის შეძენას ვერ ვახერხებთ”, - ამბობს დირექტორი.

სამედიცინო დაწესებულება ბორჯომის ცენტრში, საკაძის ¹2-ში, ეგრეთ წოდებული მედიკების საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ პოლიკლინიკაში არაერთხელ ჩავიდა წყალი, რის შედეგადაც, ხელმეორედ სარემონტო გახდა შეკეთებული ოთახები.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით პოლიკლინიკა ხუთი წლის წინ გარემონტდა, თუმცა, “მედიკების კორპუსიდანჩამოდიოდა წყალი და 5-6 ოთახი გასარემონტებელია. გვაქვს ბიზნეს-გეგმა, სადაც გაწერილია რა თანხაა  საჭირო სარემონტო სამუშაოებისთვის. როგორც კი საშუალება გამოჩნდება, დაწესებულების გარემონტებას ვგეგმავთ”, - ამბობს ლია სტეფნაძე.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი