საქველმოქმედო აქცია ტაშისკრის ბავშვთა სახლში


 20 აპრილს ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი


აქცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სამოქალაქო კლუბის წევრის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის თამარ გიქოშვილის ინიციატივით მოეწყო.

ტაშისკარის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ნამცხვრები, სააღდგომო პასკები, ხილი და ტკბილეული ჩაუტანეს.

საქველმოქმედო აქციაში უდის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ტიმოთე, თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და გორის პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებაზე ყოველთვის ვფიქრობდი. ეს პირველი ბავშვთა სახლია, სადაც ჩამოვედით სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად. მოხალისეთა პორტალის მეშვეობით მოვძებნე კლუბის წევრები თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლასა და გორის პირველ საჯარო სკოლაში, ისინი მეგობრებთან ერთად ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნენ აქციის ჩატარებაში”, - ამბობს თამარ გიქოშვილი.

აქციის ორგანიზებაში თამარ გიქოშვილს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი დაეხმარა.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი