მთელი თვეა, სოფელ დიდი ხანჩალის სკოლაში გათბობა არ მუშაობს. გაკვეთილები, ჩვეული 45 წუთის ნაცვლად, 35 წუთი გრძელდება. შესაძლოა, სკოლას გათბობა ზამთარშიც არ ჰქონდეს.
დიდი ხანჩალის სკოლაში ჰაერის ტემპერატურა დადებით ნიშნულამდე ძლივს აღწევს, ისიც იმ დღეებში, როდესაც გარეთ სითბოა. ცივ ამინდში კი ბავშვებს მეცადინეობა გაყინულ კლასებში უწევთ.
სკოლა ელექტროენერგიით თბებოდა, სიცივის მიზეზი კი ოქტომბრის დასაწყისში იმ ტრანსფორმატორზე მომხდარი ავარიაა, რომელზეც სკოლაა მიმაგრებული. ის აბონენტები, რომლებიც დაზიანებულ ტრანსფორმატორზე იყვნენ მიერთებულნი, სოფლის დანარჩენ, ორ ტრანფორმატორზე გადაანაწილეს. ამან მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. ელექტროენერგიის ძაბვა იმდენად დაბალია, რომ ელექტრომოწყობილობებით სარგებლობა შეუძლებელია.
“გაფუჭებული ტრანსფორმატორის პრობლემის მოგვარებას მთელი თვეა, ვცდილობთ. საცხოვრებელ სახლებში კიდევ შეიძლება იოლად გასვლა, მაგრამ სკოლა ვერ თბება. თოვლის მოსვლის შემდეგ ალბათ მოსწავლეების არდადეგებზე გაშვება მოგვიწევს”, - ამბობს გამგებლის რწმუნებული სოფელ დიდ ხანჩალში ვახინაკ ანანიკიანი.
ხანჩალის მცხოვრები მელიქსეტ ფლიკიანი ვარაუდობს, რომ ვიდრე “ენერგო-პრო ჯორჯიას” ეზოში აქციას არ გამართავენ, ყურადღებას არავინ მიაქცევთ: “ხაზზე, რომელზეც სკოლაა შეერთებული, ჩემსა და კიდევ ერთი აბონენტის გარდა, ყველა ციფრული მრიცხველით სარგებლობს. მითხრეს, რომ სკოლა ტრანსფორმატორს მანამდე ვერ მიუერთდება, სანამ ჩვენ ორნი ციფრულ მრიცხველებზე არ გადავალთ. ვიცი, რომ ელექტროკომპანია მთელი რაიონის მასშტაბით მრიცხველებს საკუთარი ხარჯით ცვლის. გადავწყვიტე, მათთვის მიმემართა და მითხრეს, რომ რიგში უნდა ჩავეწერო. არავინ იცის, ჩემი რიგი როდის დადგება. მიპასუხეს, რომ თუ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება მინდა, შემიძლია ტრანსფორმატორი ვიყიდო და საკუთარი ხარჯით დავაყენო”.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელი ჯანიკო ასტატურიანი ამბობს, რომ მდგომარეობა არც ისეთი რთულია. ტრანსფორმატორი უახლოეს მომავალში გარემონტდება და სოფელს ელექტრომომარაგება აღუდგება: “იმედი გვქონდა, რომ უწესრიგობას სამ-ოთხ დღეში აღმოვფხვრიდით და ახალ ტრანსფორმატორს დავდგამდით. მაგრამ ხომ გესმით, ტრანსფორმატორი არ არის უბრალო ნივთი, რომელსაც უცებ შეიძენ”.
სკოლის დირექცია კი გამოსავალს ეძებს. გარდა იმისა, რომ ამჟამად სკოლა არ თბება, არის საფრთხე, რომ მას ელექტრომომარაგება საერთოდ შეუწყდება.
“კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვებიდან გამომდინარე, თბილისში, ელექტროკომპანიის მთავარი ოფისში ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარვადგინოთ, შემდეგ კომპანიის ანგარიშზე 11 ათასი ლარი გადავრიცხოთ და სკოლა ელექტროენერგიით სარგებლობის უფლებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ასეთი პრობლემის წინაშე დავდგებოდით. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს დახმარებისთვის არაერთხელ მივმართეთ. დახმარებას ყოველთვის ყველა გვპირდება. ახლა კი მოუგვარებელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, ზამთარი და ყინვები კარზეა მომდგარი. როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, არ ვიცი”, - ამბობს დიდი ხანჩალის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჟანნა გოკორიანი.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი შეშის ღუმელების დადგმაა, რაც სკოლისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯია. შეშით გათბობას დაახლოებით 5 ათასი ლარია სჭირდება, რაც სკოლას არ აქვს.
“რამდენიმე წელია სკოლა უკანონოდ სარგებლობდა ელექტროენერგიით, რაზეც აქამდე თვალს ვხუჭავდით. დროა დოკუმენტები შეაგროვონ, ყველაფერი მოაწესრიგონ და ელექტროკომპანიის მომსახურებით სარგებლობის კანონიერი ნებართვა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსფორმატორის რემონტის შემდეგ სკოლას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ოფიციალური მიზეზით შეუწყდება. ეს მათი პრობლემაა, კეთილი ინებონ და მოაგვარონ, თან, რაც შეიძლება მალე”, - ამბობს ჯანიკო ასტატურიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის პრობლემის შესახებ იციან, თუმცა, მისი მოგვარებისკენ კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ.
“ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფა არ შეგვიძლია, თუმცა, შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული”, - აღნიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსონ პნჯოიანმა.
რამდენად დაემთხვევა დაპირება რეალობას და მონახავს თუ არა სკოლის დირექცია მდგომარეობიდან გამოსავალს, ჯერჯრობით გაურკვეველია.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი