სოფელ საყუნეთში გზა მოხრეშილია. ადგილობრივები იმედოვნებდნენ, რომ ჰესის მშენებლობისას სოფლის გზაც გაკეთდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან ჰესამდე მისასვლელად მდინარე მტკვარზე ხიდი გაკეთდება და სოფლის გზის ნაცვლად ცენტრალური მაგისტრალიდან ჰესამდე გზა პირდაპირ მივა.
,,ვაკეთებთ ხიდს, სოფლის გზა ახლა გვჭირდებოდა, რომ შემოვსულიყავით და მოსამზადებელი სამუშაოები დაგვეწყო. მერე ეს გზა აღარ იქნება საჭირო. ხიდს ჩვენი კომპანია ააშენებს”, - ამბობს კომპანია ,,ჰიდროენერგომონტაჟის” ექსკავატორის ოპერატორი გია ხომასურიძე.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი მშენებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ,,მტკვარიჰესი” კი ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ჰესის საძირკველში კაფსულა ჩადო, რომელშიც მისი მიმართვაა მოთავსებული.
მისივე განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან, რასაც სკეპტიკურად უყურებს სოფელ საყუნეთის მოსახლეობა.
“განცხადებები და დაპირებები კეთდება, მერე კომპანიებს თავიანთი მუშახელი ჩამოჰყავთ”, - ასეთია ადგილობრივების პოზიცია.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაკავებულ პერსონალს მიაჩნია, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება უსაფუძვლოა. მშენებლობაზე დაახლოებით 350 კაცი დასაქმდება და ისინი ნამდვილად ადგილობრივები იქნებიან.
ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
,,გავჭერით და მიწა გამოგვაქვს საძირკველის ჩასასხმელად. მოგვიწევს მთების გამოღება, რომ შენობა-ნაგებობები ავაგოთ მომსახურე პერსონალისთვის”, - ამბობს გია ხომასურიძე. M
მისივე განმარტებით, სოფელ საყუნეთის მიდამოებში წყალი არ დაგუბდება. გვირაბი გაიჭრება და ვარდნილი კაშხალი გაკეთდება: “პირდაპირ შევდივართ კლდეზე და გვირაბით გავდივართ ასპინძაში. წყალი წამოვა გვირაბით”. ტერიტორიაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული: ,,აქედან გაჭრილი გვირაბი ასპინძის მხარეს პირდაპირ უკავშირდება მტკვარს”.
კომპანია ,,კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა” მშენებლობაზე 70 მილონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს. სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
გულო კოხოძე, ახალციხე
Გამარჯობა ყველას,
ReplyDeleteეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.