სიახლე ბორჯომის ბიბლიოთეკაში

ბორჯომის ბიბლიოთეკაში უსინათლოთათვის კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების პაკეტი ამოქმედდა.



უსინათლოთა კომპიუტერულ პროგრამას წლებია იყენებენ ევროპის ქვეყნებში. 2011 წელს კი უსინათლოთა კომპიუტერული პროგრამაუსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციისთავმჯდომარის ბესარიონ სოლოღაშვილის ინიციატივით საქართველოშიც დაინერგა.

ძალიან მინდოდა ეს პროგრამა დამენერგა საქართველოში. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - “ადამიანი და ინვალიდობა”, პროექტი გავგზავნე და გავიმარჯვე”, - ამბობსუსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცის თავჯდომარებესარიონ სოლოღაშვილი, რომელიც 3 მაისს ბორჯომს სტუმრობდა, - როგორც გამარჯვებული, საფრანგეთში მიმიწვიეს, საქართველოში დაბრუნებულმა უსინათლოებისთვის კომპიუტერული სწავლების კურსები გავხსენი.
თავდაპირველად პროგრამა რუსული იყო, მოგვიანებით ქართულადაც გაკეთდა”. 

უსინათლოთა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით უსინათლო ადამიანებს კომპიუტერთან მუშაობა დამოუკიდებლად შეუძლიათ. მათ შეუძლიათ მოიძიონ სასურველი ინფორმაცია, პრობლემას აღარ წარმოადგენს დამოუკიდებლად წერა და კითხვა. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა უსინათლოებმა წაიკითხონ ელექტრონული წიგნები, ისარგებლონ ელექტრონული ფოსტით, სკაიპით და ასე შემდეგ.

უსინათლოთა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, უსინათლო ადამიანების ცხოვრებას აზრი მიეცა. ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ კომპიუტერთან”, - ამბობს ბესარიონ სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, ეს პროგრამა თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო შემდეგ ქუთაისსა და ზუგდიდის ბიბლიოთეკებში დაინერგა. ამიერიდან კი კომპიუტერული პროგრამა ბორჯომელი უსინათლოებისთვისაც ხელმისაწდომი გახდა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი