ქართული თუ ამერიკული?


ჰიბრიდული სიმინდის თესლის გაცემა ახალციხეშიც დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამა ყველა რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს. რა ხდება რეალურად სამცხე-ჯავახეთში;  აპირებენ თუ არა გლეხები ამერიკული სიმინდის დათესვას.  

მანანა სარაშვილი, ახალციხე
 
 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ გასულ წელსსიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამადაიწყო.  

ამერიკული სიმინდის თესლის იმპორტს კომპანიაპიონერიახორციელებს. სიმინდის თესლის შეძენის მსურველთა რეგისტრაცია ნოემბერში დაიწყო. სპეციალური მოთხოვნის ფორმის შევსება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

მოთხოვნის ფორმები სამინისტროს გადაეგზავნა, რის შედეგადაც საჭირო რაოდენობის ამერიკული სიმინდის თესლი გასულ კვირას ჩამოვიდა. რწმუნებულებმა სიმინდის თესლი უკვე წაიღეს სოფლებში და მიმდინარე კვირას ოჯახებს გაუნაწილებენ.

ერთი კილოგრამი სიმინდის ღირებულება 10 ლარია, ფერმერებს საშუალება აქვთ თანხა შვიდი თვის ვადაში, ეტაპობრივად დაფარონ.

სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტისოფლის მეურნეობის სამინისტრომ სიმინდის მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლების გასაზრდელად დაიწყო. გასულ წლებში საქართველოში მოყვანილი სიმინდი ადგილობრივი მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებდა, ახალი ინიციატივის შედეგად კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმედი აქვს,  რომ 25 000 ტონა სიმინდის ექსპორტზე გატანას შეძლებს.

სამინისტროს გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული სიმინდის თესლი 35 ათასზე მეტმა ადამიანმა 31 906 ჰექტარზე უნდა დათესოს.    

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, ამერიკული სიმინდის თესლის შეძენის სურვილი მხოლოდ 180-მა ოჯახმა გამოთქვა. მათთვის 1825 კილოგრამი სიმინდი ჩამოვიდა, თესლი ყველას განვადებით აქვს შეძენილი. ჰიბრიდული სიმინდი 95 ჰექტარზე დაითესება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ალექსანდრე კოსტანიშვილის თქმით, ამერიკული სიმინდის თესლის შეძენის მსურველებს გაცილებით მეტს ელოდნენ: “ვფიქრობდით, რომ უფრო მეტ მოთხოვნას გავაგზავნიდით. მოთხოვნა ძირითადად აწყურიდან, ანიდან, გიორგიწმინდიდან, ვალიდან, ურაველიდან, წნისიდან და სხვილისიდან იყო. ჩემი ვარაუდით, სიმინდის შეძენის სურვილი მათ გამოთქვეს, ვისაც ნახევარ ჰექტარზე მეტი ფართობი ჰქონდა”.      

სოფელ აწყურის მკვიდრი ნოდარ გელაშვილი ფიქრობს, რომ ამერიკული სიმინდის გენმოდიფიცირებულია. მისი დათესვისგან ამიტომ შეიკავა თავი. ამბობს, რომ 27 მეასედზე ყოველ წელს ქართულ სიმინდს თესავს და კარგ მოსავალს იღებს: “ამბობენ, რომ მოსავლიანია, მაგრამ ეჭვი მეპარება. სოფელში იმასაც ამბობენ, რომ საჭმელად არ გამოდგება, მხოლოდ საქონელს და ფრინველს თუ ვაჭმევთ, ამიტომ შევიკავე თავი და ისევ ქართული, ადგილობრივი სიმინდი ვამჯობინე”.

მისი თანასოფლელი ბორია ჩუბინიძე ამბობს, რომ დიდი საშიშროებაა, რომ ამერიკულმა სიმინდმა ქართული სიმინდი საერთოდ გადააშენოს: მიწები გავყიდე იმის გამო, რომ დამუშავებას ვერ ვახერხებდი. თუმცა მიწებიც და საშუალებაც რომ მქონოდა, ამერიკულ სიმინდის თესლს მაინც არ ვიყიდდი. არ აქებენ, ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებულია, საჭმელად უვარგისია და მაღალი მოსავლიანობითაც არ გამოირჩევა. თან, დამტვერვის შედეგად ქართული სიმინდი გადაშენდებაო”.

სოფელ აწყურში დაახლოებით 670 კომლი ცხოვრობს. აქედან, განაცხადი 60-70-მა ოჯახმა შეავსო. 

სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ სიმინდის მაღალ ხარისხს და დიდ მოსავალს ფერმერები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ აგროტექნიკურ ღონისძიებებს სწორად წარმართავენ. საჭიროა ნიადაგის მაღალი ხარისხით დამუშავება და განოყიერება; სასუქების კონკრეტული ნორმების დასადგენად მიწის ანალიზის ჩატარება; სიმინდი სპეციალური აპარატით უნდა დაითესოს და ჰერბიციდებით დამუშავდეს; ნათესი კი მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა მოირწყოს.

გლეხები ამბობენ, რომ დღევანდელ პირობებში ამ ყველაფრის დაცვა ძნელია.

სოფლებში არ არის ტექნიკა, სარწყავი არხები მოშლილია, მიწების მხოლოდ ცოტა ნაწილი ირწყვება, საწვავის ფასი თითქმის ყოველდღე მატულობს და  ცეცხლის ფასიაქვს პესტიციდებსაც”,- ამბობს ბორია ჩუბინიძე.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციაიადი  მესამე წელია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კობა კობალაძე, მემცენარეობის კუთხით მუშაობს. ჰიბრიდული სიმინდის თესლი უკვე შეისწავლა. მისი თქმით, საფრთხეები რეალურია, მაგრამ არა დამუშავებული სათესლე მასალიდან, არამედ ადამიანებიდან, არცოდნიდან და წარმოებიდან.

კობა კობალაძის თქმით, ჰიბრიდული სიმინდი საქართველოში სიახლეს არ წარმოადგენს. 1976 წელს, ორგანიზაციათვჯ”- 100-ტონამდე ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა შემოიტანა. პროექტის ქართველი პარტნიორისაქართველოს მემამულეთა კავშირიიყო: მიუხედავად ძლიერი გვალვისა, იმ წელს საქართველოში საუკეთესო შედეგები მიიღეს. 1997 წელს უკვე რამდენიმე ასეული ტონა სათესლე მასალის შემოტანა გადაწყდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ინგლისური ენის მცოდნე არასპეციალისტებმა სიმინდის ჰიბრიდები ურწყავი პირობების პანაციად და აბსოლიტურ გვალვა გამძლე მცენარეებადდაარეკლამეს”. ბევრმა რეკლამით გაბრუებულმა მეურნემ აიღო კრედიტები და დათესეს ამერიკული სიმინდი, ისე, რომ გაღვივება-აღმოცენების უნარზე და მასალის ხარისხის შემოწმებაზე არც უფიქრიათ”.  

კობალაძის თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ სააგვიანო-სავაგეტაციო პერიოდის ჰიბრიდები დათესეს მთაში, ქართული უნიკალური, თეთრმარცვლიანი სასურსათო ჯიშების გვერდით: არ იქნა დაცული საიზოლაციო მანძილები, ერთ სიმინდს კი თეორიულად მილიონნახევარი სიმინდის გადაჯიშება შეუძლია. ბოლოს მოხდა ისე, რომ ფერმერებმა მოსავალი ვერ მიიღეს, გაკოტრდნენ და ბანკებს ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა უშედეგოდ დასრულდა”.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკული სიმინდი შხამ-ქიმიკატებს შეიცავს, კობა კობალაძის თქმით, ეს არასწორია. რელური საშიშროება დამუშავებული ჰიბრიდული თესლის არასწორი შენახვისას, ასევე, თესვის პროცესის დროს სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და უსაფრთხოების წესების არცოდნისას იჩენს თავს: “სათესლე მასალას უნდა მოვარიდოთ ბავშვები, პირუტყვი და ფრინველი. ხელით თესვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მინიმუმ პირბადე, დამცავი სათვალეები და ხელთათმანები”.

კობა კობალაძის თქმით, მთავარი პრობლემა გლეხების, ფერმერების მოუმზადებლობა და არასწორი ინფორმირებულობაა: მარტო დათესვა საკმარისი არ არის. თავდაპირველად მეურნემ უნდა დაადგინოს ნაკვეთის კლიმატური პოტენციალი, გაიაზროს მისიფაო”. ასევე, ფერმერმა უნდა შეარჩიოს ამ ჰიბრიდის ჯიშობრივი აგროტექნიკა, ვეგეტაციის პერიოდი, საჭიროა აქტიური ტემპერატურათა ჯამი. ამ ყველაფრის დაცვის შემდეგ მიაღწევს გლეხი შედეგს”.

სამცხე-ჯავახეთში ამერიკული სიმინდის დათესვას სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დაიწყებენ. გაამართლებს თუ არა ამერიკული სიმინდი საქართველოში, შემოდგომით, მოსავლის აღებისას გაირკვევა. სპეციალისტების თქმით, მოსავლიანობა მაღალი რომ იყოს, გლეხებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყევლა წესი, ეს კი სოლიდურ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. 

3 comments:

  1. mogesalmebiT Cemo qarTvelebo. minda sinanuli gamovTqva Cveni mTavrobis mier Cadenil morig danaSualze, Cveni eris winaaRmdeg da gamogafxizloT. bolo xanebSi Cvenma soflis meurneobis saministrom ganaxorciela amerikul-qarTuli “megobruli” proeqti, romelsac SeiZleba qarTveli eris “gadaSenebis proeqti” vuwodoT. saubari exeba amerikidan sul cota xnis win Semotanil siminds…. gen-modificirebul simins PIONER - s, romelic gamoiwvevs Cveni adgilobrivi jiSebis gadagvarebas damtvervis Sedegad da am “wyeuli” hibridis gavrcelebas, romelic mxolod pirvel wels iZleva mosavals da Semdeg wlebSi ki gamousadegaria saTesle masalad, kvlavwarmoebisaTvis. Cven yovelwliurad mogviwevs am wyeuli simindis yidva. Cven damokidebulebi viqnebiT amerikul korporaciaze, MONSANTO – ze, romelmac bolo aTwleulis ganmavlobaSi daipyro mTeli amerikis, afrikis, indoeTis da avstraliis marcvleulis bazarebi. garda imisa, rom es “mwvane sikvdili” Cvens soflis meurneobas didi zarals miayenebs.. aseve gamoiwvevs Cvens populaciaSi sxvadasxva daavadebebsac, rogoricaa: kuWis simsivne, swori nawlavis simsivne, sisxlis simsivneebi, imunuri da alergiuli daavadebebi. da yvelaze metad saSiSi, uSviloba!!! nu SeisyidiT am wyeul saTesle masals, nu dakargavT adgilobriv, mama- papur baraqian da sasargeblo jiSebs. gaufrTxildiT Cveni qveynis momavals. albaT Tavi mogabezreT… me dagitovebT misamarTs sadac Tqveni TvaliT SegiZliaT naxoT Tu ra saSiSroebis winaSe varT qarTvelebo. RmerTma daglocoT da gagaZlieroT! http://blog.kp.ru/users/2614890/post134285588/ ai, aq ixileT.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ამომწურავი კომენტარისთვის )

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი