შუშან შირინიანი, ახალქალაქი
საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებებსა და ანგარიშებში, ეს ბოლო ხანებია, ვკითხულობთ, რომ ქართული მედია გამოძიებით არ არის დაკავებული. ასევე ყველა რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სასურველია ჟურნალისტიკის ამ სახის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ელემენტის, განვითარება.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ქართულ მედიას, მთლიანობაში, რვა მილიონი დოლარით დაეხმარა. მაგრამ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ ბასის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოში აუცილებელია დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით ინვესტირება. ამიტომ 2011 წლის 26 აპრილს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, დაიწყო მასმედიის სექტორის გაუმჯობესებისა და სრულყოფისკენ მიმართული პროექტი G-MEDIA. ოთხწლიანი პროგრამისთვის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულების ფაქტორსა და მოსახლეობის ინფორმირებულობას” გამოყოფილია 13 მილიონი აშშ დოლარი.
ჯონ ბასი არსებულ პრობლემებს ჟურნალისტებთან ყოველთვის ღიად განიხილავდა და მედიაში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებებსაც აკეთებდა. ელჩი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართულ მასმედიას საგამოძიებო ჟანრი არ ყოფნის, რადგან აუცილებელია ჟურნალისტებმა შეიტყონ, რას აკეთებს ხელისუფლება და როგორ ერევა ქვეყანაში არსებული ბიზნესის მუშაობაში.
“საგამოძიებო ჟურნალისტიკის არარსებობამ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესის დამახინჯება გამოიწვიოს. ესაა თემები, რომლებზე მუშაობასაც ჩვენ გავაგრძელებთ”, - განაცხადა ჯონ ბასმა გორში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ამ პროექტში დაგეგმილია რეგიონული მასმედიის წარმომადგენელთა მონაწილეობაც, რადგან რეგიონებში ამ სახის ჟურნალისტიკა, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არსებობს.
ჩვენ შევეცადეთ ახალქალაქში და მთლიანად რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან საუბარში გაგვერკვია, რატომ არ არიან ისინი და მათი მასმედიის საშუალებები დაკავებული საგამოძიებო ჟურნალისტიკით.
ახალქალაქში მუშაობს მასმედიის შემდეგ საშუალებები: ადგილობრივი სატელევიზიო არხი “ატვ-12”, გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”, ასევე, არიან ჟურნალისტები, რომლებიც თბილისისა და ერევნის ცენტრალური მასმედიის საშუალებებისთვის მუშაობენ.
არმინე მინასიანი “ატვ-12”-ში მუშაობს და ერევნის ტელევიზია “ერკირ-მედიასთვის” მასალებს ამზადებს. მან შესანიშნავად იცის, რა არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არ განუხორციელებია, რადგან მისგან ასეთი სამუშაოს შესრულება არ მოუთხოვიათ.
“ახალქალაქელები ძალიან ჩაკეტილები არიან, მიდიხარ, ეკითხები, მაგრამ პასუხის გაცემა არ უნდათ, მით უფრო, თუ კამერას ხედავენ. შეიძლება საგაზეთო ჟურნალისტებს უკეთ აქვთ საქმე, რადგან მათ კამერები არ უჭირავთ, მაგრამ ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის ეს ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით, ახალქალაქში. მგონია, რომ ახალქალაქში საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ვისაც უნდა მიმართო, ჩინოსანი იქნება თუ უბრალო ადამიანი, პასუხად სულ სხვა რაიმეს იღებ. ჩინოსანს ეკითხები, სხვა თემაზე გპასუხობს, უბრალო მოქალაქეები კი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკობენ”, - ამბობს ჟურნალისტი არმინე მინასიანი.
“რეგიონ-ტვ”-ის ახალქალაქის ჟურნალისტი რუბენ პაპოიანი ჟურნალისტიკის ამ სახეს საერთოდ არ იცნობს: “ჟურნალისტიკაში ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი, მაგრამ არა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. თუ ტრენინგი იქნება და კარგად ამიხსნიან, ეს რა არის, შეიძლება ვცადო კიდეც. რადგანაც დღემდე არ ვიცნობდი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციფიკას, ამ მიმართულებით მუშაობა არასდროს მიცდია”.
ბოლო პერიოდში “სამხრეთის კარიბჭემ” რუბრიკით, “უფლება გაქვს იცოდე!”, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რამდენიმე საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას ჟურნალისტიები რიგ პრობლემებს გადააწყდნენ, ძირითადად, ისინი ძალიან რთულად იღებენ ინფორმაციას ცენტრიდან, სხვადასხვა სამინისტროებიდან. სტატისტიკური ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში ხშირად რჩებოდნენ უპასუხოდ ან არასრულ, შერჩევით და ძალიან დაგვიანებულ პასუხებს იღებდნენ.
Peculiar article, exactly what I wanted to find.
ReplyDeletemy blog post :: HTTP://Www.Edgechange.com/
Wow, amazing blog layout! How long have you been blogging for?
ReplyDeleteyou made blogging look easy. The overall look of your web site is great, let alone the content!
Stop by my blog; party poker bonus code registration
I've learn several good stuff here. Certainly worth bookmarking for revisiting. I wonder how a lot effort you place to make this kind of magnificent informative website.
ReplyDeleteAlso visit my webpage: www.Broowaha.com
Hey there! This is kind of off topic but I need some help
ReplyDeletefrom an established blog. Is it difficult to set up your own blog?
I'm not very techincal but I can figure things out pretty quick. I'm thinking about
making my own but I'm not sure where to start. Do you have any points or suggestions? Cheers
Also visit my web-site ... youthministry.com
I have been exploring for a bit for any high quality articles
ReplyDeleteor blog posts on this kind of area . Exploring in Yahoo I ultimately stumbled upon
this web site. Studying this information So i am satisfied to convey that I have
a very excellent uncanny feeling I discovered exactly what I needed.
I so much no doubt will make certain to don?t omit this site and provides it a look regularly.
my web site :: icon50cloud.xanga.com
Every weekend i used to pay a visit this web site, for the reason that i wish for enjoyment,
ReplyDeleteas this this website conations in fact nice funny material too.
My page - rtg casinos with free tournaments
Do you mind if I quote a couple of your articles as long as I provide credit and sources back to your website?
ReplyDeleteMy blog site is in the exact same niche as yours and my users would
certainly benefit from a lot of the information you provide here.
Please let me know if this alright with you. Thank you!
Here is my website - http://www.naijaborn.com/