ბერძნები ახალქალაქში


ჯავახეთში 163 ბერძნული და შერეული ოჯახია. როგორ ცხოვრობენ ჯავახეთში მცხოვრები ბერძნები; რა პრობლემები აქვთ და როგორ ინარჩუნებენ მშობლიურ ენასა და თვითმყოფადობას.
 
ბერძნული სტუმართმოყვარეობის შესახებ დანამდვილებით მაშინ შევიტყვეთ, როდესაცჯავახეთის ბერძნების კავშირალექსადროსისოფისს ვეწვიეთ, სადაც ბერძნული კონიაკითმატეკსათიგაგვიმასპინძლდნენ და ამ სასმელის მირთმევის წესიც გვასწავლეს. ბერძნული კონიაკის სურნელი და გემო ჩვენთვის ჩვეული სომხური კონიაკის მახასიათებლებისგან საკმაოდ განსხვავდება.

საქართველოში ბერძნები მასობრივად სახლობდნენ დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და ახალციხის რაიონებში, ასევე, თბილისში, აჭარაში, ოსეთსა და აფხაზეთში. 1989 წელს საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა რიცხვი 100 000 იყო, 2002 წლისთვის ქვეყანაში მხოლოდ 17 000 ბერძენი დარჩა. დღევანდელი ინფორმაციით კი, საქართველოში 4 000 ბერძენი ცხოვრობს.

2002 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ბერძნები მოსახლეობის 0,4 პროცენტს შეადგენდნენ. ამჟამად ჯავახეთში 163 ბერძნული და შერეული ბერძნულ-სომხური და ბერძნულ-ქართული ოჯახია.

როდესაც ეგრეთ წოდებულირკინის ფარდაგაიხსნა, ბევრი ბერძენი საქართველოდან ისტორიულ სამშობლოშისაბერძნეთში წავიდა. თუმცა, “სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა გაერთიანებული კავშირისპატრიდასთავმჯდომარე მიხეილ კოლიკიდი ამბობს, რომ მათ შორის ჯავახეთში მცხოვრები ბერძნები არ იყვნენ: სხვა ბერძნებისგან განსხვავებით, ჯავახეთში მცხოვრები ბერძნები სამშობლოს არ ტოვებენ. ჯავახეთიდან არავინ წასულა. ისინი იქ უცხოები არიან. საქართველოში, თავიანთ სახლში უნდათ. აქიოლად ვსუნთქავთ”, წყალიც უფრო გემრიელია, პურიც არაა მწარე და ნებისმიერი სხვა რამ უკეთესია.

მიხეილ კოლიკიდის წინაპრები წარმოშობით ტრაპიზონიდან არიან, საიდანაც ჯერ ბაკურიანში გადმოსახლდნენ, შემდეგ კი ახალქალაქში.

ბერძენი მშობლები მყავს. მინდა ვთქვა, რომ ახალქალაქში დავიბადე და პირველი ენა, რომელზეც ვლაპარაკობდი, სომხური იყო. შემდეგ ჩვენს ბინაში ქართველი ქალბატონი ცხოვრობდა და ამის დამსახურებით, მეორე ენა ქართული გახდა. ბერძნული შემდეგ ვისწავლე. პირველად წარმოთქმული სიტყვებიც მახსოვს. მამა დამისვამდა ხოლმე და მეუბნებოდა, შვილო, შენ ბერძენი ხარ, ისწავლე ანბანი. აი, ასე ჩამინერგეს ყველაფერ ბერძნულისადმი სიყვარული. ბაბუა ლაზარიას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ მას ჩაიხანა ჰქონდა, სასტუმრო ქარავან სარაის მსგავსი”, - გვიამბობს მიხეილ კოლიკიდი.

მისი თქმით, სომხებსა და ბერძნებს ბევრი საერთო აქვთ: სახლში მაქვს წიგნი, რომელშიც აღწერილია, რა დანაკარგები განვიცადეთ, ეს მტანჯველად მტკივნეულია. იცოდე, როდის იკარგება ერის გენოფონდი. მაგრამ აქ საუბარი მხოლოდ გენოფონდზე არ არის. 1915 წლის ისტორია ტრაგედია იყო. საშინელი რამ. ღმერთს მადლობა, სომხებმა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეძლეს. 361 ათასი, ზოგი მონაცემით კი, 368 ათასი ბერძენი ამოჟლიტეს, 1,5 მილიონზე მეტი კი უბრალოდ გადაასახლეს. ჩვენ საკუთარი სახელმწიფო დავკარგეთ, პონტო დავკარგეთ, შავი ზღვა”.

XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე კავკასიაში ოსმალეთის იმპერიიდან, ძირითადად, პონტოდან, ბერძნების მასობრივი ემიგრაცია მოხდა. ბევრი პონტოელი ბერძენი ერთნაირად ფლობდა ბერძნულ და თურქულ ენებს, ზოგი მათგანისთვის კი თურქული მშობლიური ენა იყო იმ ასიმილაციური პროცესების შედეგად, რომელში ჩართულნიც აღმოჩნდნენ ანატოლიის ბერძენი მოსახლეობის იზოლირებული ჯგუფებიმცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქის პონტოს (თანამედროვე თურქეთი) მცხოვრებთა შთამომავლები. რომეელები (ამჟამად მიღებულია ფორმაპონტიოსი” (პონტოელი), ბერძენთა მიცემული მეტროპოლიის ფარგლებში, პონტოურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ამჟამად ეს ენა პრაქტიკულად გამქრალია. (ვიკიპედია).

ახალქალაქის ბერძნულ თემს ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, უმთავრესი ენისა და კულტურის შენარჩუნებაა. ახალქალაქელი ბერძნები ერთმანეთს სომხურ ენაზე ელაპარაკებიან, ახალქალაქური დიალექტით, ხოლო როდესაცსუფთა ბერძნულიშეხვედრები აქვთ, მშობლიურ ენაზე საუბრობენ.

პონტოელი ბერძნები ენას ვკარგავთ. აი, ჩემი მსგავსიპატარა ჭიანჭველები”, უბადრუკ ნაბიჯებს დგამენ და პონტოური ენის დიალექტის შენარჩუნებას ასწავლიან. ის ხომ უკვე იკარგება”, - ამბობს მიხეილ კოლიკიდი.

ბერძნების კავშირში მუშაობს საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ბერძნულ ენას სწავლობენ.

ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ბერძნები, ჩვენს სამშობლოდ საბერძნეთს არ მივიჩნევთ. ეს ისტორიული სამშობლოა. ჩემთვის და ყველა პონტოელისთვის სამშობლო ჩვენი საქართველოა. მაგრამ ისმის კითხვა: საქართველოს პარლამენტში არ არის ერთი ბერძენი დეპუტატიც კი, ჩვენ კი უამრავი პრობლემა გვაქვს. მე მხოლოდ რამდენიმეს შესახებ მოგიყევით, რეალურად კი, მათი რიცხვი მეტია. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს სხვა თემებს თავიანთი გაზეთები აქვთ, ებრაელებს ორი თუ სამი გამოცემაც, სადაც საქართველოში ამ ეროვნების ხალხის ცხოვრებაა ასახული, ჩვენ კი არ გვაქვს. არსებობდა ბერძნული დიასპორის გაზეთი, მაგრამ უკვე სამი წელიწადია დღის შუქი აღარ უხილავს, რადგან გაზეთის დაფინანსებისთვის 8 000 ევრო ვერ გამოინახა”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა კავშირის წარმომადგენელი მიხეილ კოლიკიდი.

ლუსინე გაბრიელიანს დედის მხრიდან ბებია ჰყავს ბერძენი. ლუსინემ პონტოური ენა იცის და მომავალში ბერძნული ენის შვილებისთვის სწავლებასაც აპირებს.  

მამა სომეხი მყავს, დედის მხრიდან ბებია ბერძენი იყო, ბაბუა კი პოლონელი. ინტერნაციონალური ოჯახი მყავს. ბაბუა, რომელიც ადრე გარდამეცვალა, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, მფრინავი-გამანადგურებელი იყო. როდესაც პატარები ვიყავით, დედაჩემის დედა ჩვენთან ცხოვრობდა. იგი ბერძნულად ლაპარაკობდა. ისინი ბაკურიანში ცხოვრობდნენ, მართალია, საბერძნეთში წასვლა უნდოდათ, მაგრამ არ გამოვიდა და ასე დარჩნენ ბაკურიანში. მან ბერძნული, ქართული და რუსული იცოდა, სომხურად კი ვერ საუბრობდა. ამიტომაც ბერძნულ ენაზე გველაპარაკებოდა. ბებია გვიყვებოდა ტრადიციების შესახებ და როგორ ცხოვრობდნენ. მე სომეხი ვარ, მაგრამ ბერძნული სისხლი მირევია და ბერძნულისადმი სიყვარულიც მაქვს, ენაც ვიცი”, - ამბობსბერძენთა კავშირისალექსანდროსისთავმჯდომარე ლუსინე გაბრიელიანი.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი