არის თუ არა საქართველო სეისმურად სახიფათო რეგიონი და რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთში.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
იაპონიაში 11 მარტს განვითარებული მოვლენებისა და მას
შემდგომ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, მოსალხეობაში პანიკა თითქმის არ ნელდება. მოსალოდნელი მიწისძვრის შიში, 1 მაისს რაჭაში 3,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების, 5 მაისს კი ონში 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევის დაფიქსირებამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
“საქართველო და მთლიანად კავკასია, ეგრეთ წოდებული, საშუალო სეისმური რეგიონია. ასეთი დასახელება მიიღეს რეგიონებმა, სადაც ძლიერ მიწისძვრათა შორის საშუალო პერიოდი 1000 წელს აღემატება. თუმცა, ეს კონკრეტული კერის ზონის მიწისძვრებს შეეხება და არა მთელ რეგიონს”, - ამბობს ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი გიორგი მესხი.
კავკასია, ეგრეთ წოდებულ, კონტინენტური შეჯახების ზონას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ორი
კონტინენტური ფილის შეჯახება ხდება – არაბეთის ფილა მოძრაობს ჩრდილოეთის მიმართულებით და ეჯახება ევრაზიის ფილას. მისი მოძრაობის სიჩქარე დაახლოებით 28 მმ/წლ-ია.
სეისმოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და აქ შეიძლება მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა შვიდის ტოლია, ხოლო მიკროსეისმური ეფექტი ცხრა ბალი. ამის დასტურად მათ მაგალითისთვის 1963 წელს ჩხალთის და 1991 წელს რაჭის მიწისძვრები მოჰყავთ.
აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ქვეყანა საკმაოდ მყარ ქანებზე დგას: “ეს კი მიწისძვრის გამომწვევი ენერგიის წარმოქმნის ალბათობას გამორიცხავს”.
ის რომ საქართველოს ძლიერი მიწისძვრები არ ემუქრება გიორგი მესხიც ადასტურებს: “ლითოსფერული ფილები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. წყნარი ოკეანის ფილა, თითქოს ვერ ეტევა და ტორტმანებს თავის საზღვრებში, ხან დასავლეთით, ხან აღმოსავლეთით. ამდენად მისი მოსაზღვრე სახალინი, ავსტრალია, იაპონია, ჩინეთი და ფილიპინები სეისმურად აქტიური ზონებია. ისტორიულად საქართველოში ძლიერი სიმძლავრის მიწისძვრები არ გვახსოვს”.
მისივე განმარტებით, ახლა დედამიწა შუახნისაა, დაბადებიდან საწყის ეტაპზე ძალინ დიდ ცვლილებას განიცდიდა და მაშინ საოცარი კატაკლიზმები ხდებოდა. დღეისათვის დედამიწა შეიძლება ჩაითვალოს ფორმირებულ, დამშვიდებულ, დაწყნარებულ ცოცხალ ობიექტად, მომხდარი კატაკლიზმები დამანგრეველია, თუმცა, მათი მასშტაბები შემცირებულია: “ლითოსფერული ფილების გადაადგილების სიჩაქრის დადგენა, მხოლოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ორგანიზაცია “ნასას” საშუალებით გახდა შესაძლებელი. იგი მცირე გადაადგილების სიჩქარესაც კი აღნიშნავს”.
“ნასა” მუდმივ მონიტორინგს მთელ მსოფლიოში აწარმოებს. მათ შორის, ორი ათეული სადგური საქართველოშია განთავსებული, აქედან, ორი სამცხე-ჯავახეთში ბორჯომსა და ნინოწმინდაშია: “ორი წლის წინ, “ნასას” ექსპედიციაში უშუალოდ ვიყავი ჩართული. აღმოჩნდა, რომ მცირე კავკასიონი და დიდი კავკასიონი შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, მათი გადაადგილების სიჩქარე წელიწადში ექვსი-რვა მილიმეტრია. ეს არის საშუალოზე ნაკლები სიჩქარე ლითოსფერული ფილების გადაადგილებისა”.
მართალია, საქართველოსა და მით
უფრო სამცხე-ჯავახეთში ფილები ძალიან ნელა მოძრაობს, მაგრამ ბუნებაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
“სტატისტიკა არ არსებობს, არსებობს დინამიკა, - აცხადებს მესხი და ამატებს, რომ
სამყაროში ყველაფერი ვითარდება, ამდენად ნებისმიერი ტიპის მშენებლობისას იმ რეგიონის სეისმური მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნეს – ეს შედარებით მეტ ხარჯებს მოითხოვს, თუმცა თანხა ჩვენივე უსაფრთხოებისათვის არ უნდა დავინანოთ. ზოგადად, სეისმურად სახიფათო რეგიონებში კი ცათამბჯენები, კაშხლები და მეგაპოლისები არ უნდა ავაგოთ. ასეთი ადგილები ძირითადად აგრარული მეურნეობისთვის უნდა გამოვიყენოთ”.
Hello to all, it's genuinely a good for me to pay a visit this site, it contains useful Information.
ReplyDeleteHere is my site ... lagbook.com
It's remarkable to go to see this website and reading the views of all mates about this piece of writing, while I am also eager of getting know-how.
ReplyDeleteFeel free to surf to my website: party poker Bonus code Existing players
I have been surfing on-line more than three hours as of late, yet
ReplyDeleteI by no means discovered any interesting article like yours.
It is pretty worth enough for me. In my view, if all
webmasters and bloggers made excellent content as you probably did, the internet will be a lot
more helpful than ever before.
Here is my site :: partypoker bonus codes
I pay a quick visit every day some sites and sites to read articles or reviews, except this weblog gives
ReplyDeletefeature based articles.
Look at my site :: eaglerocks.com
I don't know whether it's just me or if everybody else encountering issues with your site.
ReplyDeleteIt appears like some of the written text within your content are running off
the screen. Can someone else please comment and let me know if this is happening to them too?
This might be a issue with my web browser because
I've had this happen previously. Thanks
Also visit my webpage; january party poker bonus code
I have fun with, result in I found exactly what I was looking for.
ReplyDeleteYou have ended my four day long hunt! God Bless you man.
Have a nice day. Bye
Here is my page microgaming casinos that accept us players