მოსალოდნელი საფრთხეები


რას ნიშნავს გლობალური დათბობა და რა საფრთხეებს წარმოადგენს გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება? რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და როგორ უნდა დავძლიოთ კლიმატის ცვლილება?


მანანა სარაშვილიახალციხე
 მეცნიერული პროგნოზის თანახმად, კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 21- საუკუნის ბოლოსთვის გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,4 - 5,8 გრადუსით გაიზრდება, ხოლო, ზღვის დონე, 1990 წელთან შედარებით, სავარაუდოდ, 9-დან 88 სანტიმეტრამდე აიწევს. ეს კი მთელს მსოფლიოში ბუნებრივ კატაკლიზმებს გაამძაფრებს.


გლობალური დათბობა და გამომწვევი მიზეზები

გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანმიმდევრულ ზრდას. ეს პროცესი უკავშირდებასამრეწველო რევოლუციისდაწყებას (დაახლოებით 1750 წლიდან) და განსაკუთრებით გააქტიურდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან.

გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს, ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროშისათბურის გაზებისემისიებისა (გაფრქვევის) და შესაბამისად, “სათბური გაზებისკონცენტრაციების ზრდა წარმოადგენს. ისინი შეიცავენ ნახშიროჟანგს, მეთანს, აზოტის ქვეჟანგს და რამდენიმე სხვა, არაპირდაპირი მოქმედების გაზებს. აღნიშნული გაზები შთანთქავენ დედამიწიდან ატმოსფეროში გაშვებულ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებენ მას დედამიწაზე. ეს იწვევს სათბურის ეფექტს და ტემპერატურის მატებას.

ტემპერატურის მატებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ნახშიროჟანგი - 63 პროცენტი, შემდეგ მეთანი - 24 პროცენტი, აზოტის ორჟანგი - 10 პროცენტი, სხვა გაზები - 3 პროცენტი.

მიუხედავად ასეთი პროცენტული შეფარდებისა, ამ გაზებს სხვადასხვა სათბური ეფექტი აქვთ. უფრო მცირე პროცენტული შეფარდების გაზებს, უფრო მეტი სათბური ეფექტის უნარი აქვთ. კოეფიციენტს, რომელიც ამა თუ იმ გაზის სათბურის ეფექტის სიძლიერეს გამოხატავს, გლობალური დათბობის პოტენციალი (GP) ეწოდება.

კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეები და საქართველო  

საქართველოს ტერიტორია გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მოიცავს, როგორც ტენიან სუბტროპიკებსა და გვალვიან სტეპებს, ასევე მუდმივი თოვლითა და ყინულით დაფარული მთის მასივებს. კლიმატის ცვლილების შედეგად, საფრთხე დაემუქრება საქართველოს ეკონომიკასა და ბუნებრივ ეკოსისტემას, შეიცვლება ჰაერის ტემპერატურა. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს სანაპირო ზონაზე და მომავალშიც მოახდენს, რაც გამიხატება ძირითადად ზღვის გაციებით და წყლის დონის აწევით. დღეისთვის საქართველოს სანაპირო ზონაში ნათლად არის გამოხატული ჰაერის ტემპერატურის კლების ტენდენცია, რაც ზღვის გაციების შედეგია. 

კლიმატის მკვეთრი ცვლილების დროს

მეცნიერული პროგნოზის თანახმად:

_ შეიცვლება და გადაგვარდება ეკოსისტემები, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაქრება.

_ შეიცვლება ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გავრცელების არე, ზოგი მათგანი საერთოდ გაქრება.

_ დათბობის შემთხვევაში ტყის საფარი წაინაცვლებს ვერტიკალურად ზევით და გადევნის ალპურ სათიბებსა და საძოვრებს, რაც გამოიწვევს სათიბებისა და საძოვრების გაქრობას.

_ კლიმატის ცვლილება გამოიწვევს რეგიონალური ქარის სისტემის ცვლილებას, რასაც გავლენა ექნება ნალექების განაწილებაზე. გახშირდება წყალდიდობები, გვალვა, ტყის ხანძრები, შტორმები და ქარიშხლები.

_ დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილების მიუხედავად, აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ჩამონადენი თითქმის 1990 წლის დონეზე დარჩება, თუმცა მცირე მატებას (საშუალოდ 1 პროცენტი) მაინც ექნება ადგილი. ამდენად, აქ კვლავ პრობლემა იქნება წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვა და დაცვა.

_ გაძნელდება საკვების მოპოვება იმის გამო, რომ ზოგადად შემცირდება წყლის რესურსი, რაც გაზრდის არიდული მიწების ფართობს, ზოგან პირიქით.

_ ხშირი წყალდიდობები და წყალმოვარდნები შეამცირებს ნიადაგის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების შესაძლებლობას.

როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოლოგიური და კლიმატის ცვლილების სამართველოს უფროსის გიორგი ლაზრიევის თქმით, საქართველოში კლიმატის ცვლილების ყველაზე ნეგატიური ზემოქმედება გამოვლინდება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ხმელეთის დატბორვით და მტკნარი წყლის დაბინძურებით.

კლიმატის ცვლილების ყველაზე უარყოფითი შედეგი, აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერეტურის ზრდა და გვალვიანობის ინტენსივობის მატება იქნება. ამას დაემატება ჰაერის ტემპერატურის მაღალ მნიშვნელობათა გახშირება (განსაკუთრებით მარცვლოვანი კულტურების მომყვან რაიონებში), რაც საგრძნობლად დასცემს მოსავლიანობას.

ასევე, მოსალოდნელია ვაზის კულტურის მოსავლიანობის შემცირება კახეთის რაიონებში. გახშირდება და უფრო ინტენსიური გახდება საშიში ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენები, როგორიც არის გვალვები და წაყლდიდობები.

რა კეთდება კლიმატის ცვლილების დასაძლევად

კლიმატის ცვლილების ფენომენის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი შეჩერებისთვის კაცობრიობის ძალისხმევის გაერთიანება. 1988 წელს, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგან, შეიქმნა გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭო, რომლის მიზანია შეაფასოს ადამიანის ქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების რისკი, მისი პოტენციური შედეგები, მათი შერბილებისა და მისადმი ადაპტაციის გზები.

დაიწყო საერთაშორისო ღონისძიებების გატარება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. 1992 წელს რიო დე ჟანეიროში მიღებული იქნა კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების პრობლემას და მის მოგვარების გზებს. კონვენციას მიერთებულია 190-ზე მეტი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც.

განვითარებულმა ქვეყნებმა იკისრეს ვალდებულება 2000 წლისთვის სათბურის გაზების ემისიები დაეყვანათ ან შეენარჩუნებინათ 1990 წლის დონეზე.

გარდა ამისა, 1997 წელს მიღებული იქნა კლიმატის ცვლილების კინვენციისკიოტოს ოქმი”, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა ახალი ვალდებუებები იკისრეს. 2008-2012 წლების პერიოდისთვის სათბური გაზების ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 5-8 პროცენტით უნდა შეამცირონ.

საქართველოკიოტოს ოქმს” 1999 წელს შეუერთდა. “კიოტოს ოქმისაქართველოს საშუალებას აძლევს, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, განახორციელოსსათბურის გაზებისემისის შემამცირებელი პროექტი.

2009 წლის 24-31 ოქტომბერს, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობისორგანიზებით და საქართველოს ევროკავშირის მისიის მხარდაჭერით ჩატარდა კლიმატის კვირეული, რომელიც წარმოადგენს საქართველოში კლიმატის ცვლილილებასთან დაკავშირებით განხორციელებულ პირველ მასშტაბურ კამპანიას. მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით მსგავსი ღონისძიება გასულ წელსაც ჩატარდა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი