საქართველოს გარემოს ხარჯზე თურქეთი ისარგებლებს

უნდა შეჩერდეს თუ არა ფარავანჰესის მშენებლობა


ფარავან ჰესი; პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა; სოციალური და აკუმულაციური ზემოქმედება; ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და სირთულეები ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.


თამუნა უჩიძეახალციხე


ფარავანჰესის მშენებლობა ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ჰესის განთავსება დაგეგმილია მდინარე მტკვრისა და მდინარე ფარავნის შესართავთან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ვარძიის მიმართულებით და სოფელ ხერთვისიდან დაახლოებით 700 მეტრის მანძილზე, მდინარე მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე. ხოლო სათაო ნაგებობების განთავსება დაგეგმილია მდინარე ფარავნისა და მდინარე კორხისწყლის შესართავთან, დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით, საიდანაც 14-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბი შედინებას გადაიყვანს ელექტროსადგურისკენ.

დაგეგმილი საქმიანობის მიზანი ფარავანის ჰიდროელექტროსადგურიდან ახალციხის ქვესადგურამდე 220 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაციაა. მისი განხორციელება 2009 წელს დაიწყო და ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მთლიან ღირებულებად 160 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა.  

თურქულმა კომპანიამ - “ჯორჯიან ურბან ენერჯიდაფინანსებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFС) მიმართა. 160 მილიონი დოლარიდან 44 მილიონს EBRD-სგან ითხოვენ”, - გვიხსნის არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე ალტერნატივასსაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.

მწვანე ალტერნატივადა ასევე, გარემოსდაცვითი ორგანიზაციასაქართველოს მწვანეთა მოძრაობაპროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან და მის შეჩერებას მოითხოვენ.

პროექტის საჭიროებას ვერ ვხედავთ, რადგან გაყიდული ელექტროენერგიიდან შემოსავალს მიიღებს კომპანია და არა სახელმწიფო ბიუჯეტი. თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას მიიღებს საქართველოს ენერგოსისტემა, პროექტში განსაზღვრული არ არის. ამდენად, გამოდის, რომ თურქები ჩვენი გარემოს ხარჯზე მიიღებენ შემოსავალს და დენსაც ისევ თურქეთში გაიტანენ”, - აცხადებს ჭიპაშვილი.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება უნდა შეჩერდეს, მდინარე ფარავნის ეკოსისტემის განადგურებაა. ჭიპაშვილის თქმით, მდინარეში წყლის 10 პროცენტს ტოვებენ:რაც პრაქტიკულად ნიშნავს 1,74 კუბურმეტრ წყალს წამში სანიტარული ხარჯის სახით. ეს იმოქმედებს იხტიოფაუნაზე და მდინარეში თევზი აღარ დარჩება”.

რაც შეეხება მდინარე ფარავანიდან მოკლებული წყლის 90 პროცენტს, მის ჩაშვებას მტკვარში აპირებენ. ჭიპაშვილის განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველ გაზაფხულზე სოფელი ისეც იტბორება და დამცავი ჯებირების მოწყობას საჭიროებს, პროექტის განხორციელების შემთხვევაში დატბორვა კიდევ უფრო მაშტაბურ სახეს შეიძენს. დამცავი ჯებირების მოწყობა კი პროექტით გათვალისწინებული არ არის: აღსანიშნავია, ისიც, რომ საერთოდ არ არის შესწავლილი აკუმულაციური ზემოქმედება. ანუ ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 12 ჰესი აშენდება. ხომ უნდა იყოს ცნობილი რა შეიძლება მოხდეს მათი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ?!

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიხედვით, საპროექტო არეალი მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში (ცხრა ბალი რიხტერის შკალით).

შესაბამისად, პროექტის მშენებლობა ისეთი ტექნოლოგიით უნდა ხორციელდებოდეს, რომ შესაძლო მიწისძვრების შემთხვევაში იგი დაცული იყოს. ასევე ,უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებიც, თუმცა გზშ- დოკუმენტში ეს საკითხები გათვალისწინებული არ არის”, - აცხადებს ჭიპაშვილი.

პრობლემები არსებობს ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებითაც. თითქმის ყველა დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ქართულ ენაზე, თუმცა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს.

საინტერესოა, ბანკები პროექტის დამტკიცებას რის საფუძველზე აპირებენ?! გამოდის, რომ რეალურად პროექტის დეტალებს არ იცნობენ. გაურკვეველია, თურქული კომპანია როგორ გაეცნო პროექტს და თუ არც მას აქვს წაკითხული დეტალები, რის მიხედვით აპირებს სამუშაოების განხორციელებას?! არამგონია დოკუმენტს ქართულად კითხულობდნენ”, - ამბობს ჭიპაშვილი და ამატებს, რომ როგორც ჩანს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. შესაბამისად, იზრდება შანსი, რომ პროექტი ვერ განხორცილედება ისე, როგორც საჭიროა, თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ თავის მხრივ ბანკებიც არღვევენ საკუთარ სტანდარტებს ასეთი კატეგორიის პროექტებთან მიმართებაში.  

რაც შეეხება პროექტზე ადგილობრივების დასაქმების საკითხს, მისივე განმარტებით, მოსახლეობას უბრალო სამუშაოებზე მისაღებად დიპლომები და სერთიფიკატები მოსთხოვეს, ხოლო ისინი ვინც დაასაქმეს დღეში 12-15 ლარს უხდიდნენ და დღეში 12 საათს ამუშავებდნენ, თვის განმავლობაში კი დასვენება მხოლოდ 2 დღე ქონდათ, ამიტომ ბევრმა ვერ გაუძლო და სამსახურიდან წამოვიდნენ.

7 comments:

  1. Hello colleagues, how is all, and what you want to say about this
    piece of writing, in my view its in fact amazing for me.

    my web blog; party poker bonus codes

    ReplyDelete
  2. I blog often and I genuinely thank you for your information.
    Your article has really peaked my interest. I will bookmark your site and keep checking for new information about
    once per week. I opted in for your Feed too.

    Feel free to visit my web-site - http://meemi.Com

    ReplyDelete
  3. You actually make it seem so easy with your presentation but I find this matter to be actually something which I
    think I would never understand. It seems too complicated and
    very broad for me. I'm looking forward for your next post, I'll try to get
    the hang of it!

    Have a look at my page ... party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  4. Great article.

    Feel free to visit my web page party poker bonus code reload

    ReplyDelete
  5. Useful information. Lucky me I discovered your website accidentally,
    and I am surprised why this accident didn't came about earlier! I bookmarked it.

    my blog post: party poker bonus code free money

    ReplyDelete
  6. I think the admin of this web site is in fact working hard
    in support of his site, for the reason that here every information is quality
    based information.

    Look at my web page :: 2013 party poker bonus code

    ReplyDelete
  7. Hi it's me, I am also visiting this web site on a regular basis, this web page is genuinely good and the viewers are in fact sharing fastidious thoughts.

    my page partypoker bonus code

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი