ახალი პარკი ახალი სასწავლო წლიდან


2010-2011 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ახალციხის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა.

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის ორგანიზატორობითჯეოსტარისმონაწილეებმა კონცერტი გამართეს. კონცერტი ქალაქის ახლად გარემონტებულ პარკში ჩატარდა. საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 დღევანდელი დღის აღსანიშნავად სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს კონცერტი მოვუწყეთ. მომღერლები დედაქალაქიდან მოვიწვიეთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის საკმაოდ კარგი საღამო გამოვიდა”, - ამბობს კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაემთხვა ქალაქის ცენტრალური პარკში სამშენებლო სამუშაოების დასრულებაც.

პარკის გახსნის ოფიციალური ცერემონია არ გვქონია. მაგრამ, რადგან მშენებლობა უკვე დასრულდა, ახალ პარკში ახალი სასწავლო წლის დაწყება ვიზეიმეთ “, - გვიხსნის იური ზარიძე.  

ახალციხის ცენტრალური პარკის მშენებლობა 2010 წლის აპრილში დაიწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიანიუ ენერჯიმშეასრულა. დაიგო ფილაქანი, გაკეთდა, როგორც მაღალი, ასევე დაბალი განათებები. მოეწყო ახალი ბორდიურები, აღდგა თეატრის ფასადი, დაიდგა სკამები. ასევე, გარემონტდა ძველი კინოთეატრის შენობაც, რომელიც კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ იქ კაფის გახსნა იგეგმება.

პარკი ძალიან მომწონს, ბავშვებს მაინც გავასეირნებთ და საღამოობით დასაჯდომი ადგილი გვექნება. მაგრამ, ცუდია ბევრი ხე რომ აღარ დგას და სკამებთან ჩრდილი არ არის”, - ამბობს ახალციხელი ნინო ბერიძე. 

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი