მორიგი პრემიერა მესხეთის თეატრში


12 სექტემბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართა. ჯონ პატრიკისძვირფასი პამელამესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დადგა.

ამერიკული პიესა -”ძვირფასი პამელა” - ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. სპექტაკლი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საკუთარი სპექტაკლის ყურება ტანჯვაა, მაგრამ ეს ტანჯვა ჩემი პროფესიის ნაწილია. საბოლოოდ როგორი გამოვიდა სპექტაკლი, ამის მსაჯულად მე ვერ გამოვდგები, პრობლემების მეტს ვერაფერს ვხედავ. სპექტაკლი ცოცხალი ორგანიზმია და ბუნებრივია, მისი მსვლელობის დროს პრობლემები მუდმივად არის”, - ამბობს რეჟისორი კოტე აბაშიძე.

ორმოქმედებიანი სპექტაკლის მთავარი გმირი პამელა, მარტოხელა ქალია. მისი სიცოცხლე 50 000 დოლარადაა დაზღვეული. თაღლითების ჯგუფი, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, ცდილობს, რომ პამელას უბედური შემთხვევა მოუწყოს, შემდეგ კი დაზღვევის ფული ერთმანეთში გაინაწილოს. თუმცა, პამელა იმდენად კეთილია, რომ მათ სიბოროტის ჩადენას გადააფიქრებინებს.
ჩემი გმირი ისეთ ადამიანია, როგორიც თითქმის ყველა უნდა იყოს. კეთილი, მიმტევებელი, დამთმობი და მებრძოლი. იგი ცდილობს გზას აცდენილი ადამიანები, თუნდაც საკუთარი თავის მსხვერპალად, ჭეშმარიტ გზაზე დააბრუნოს და იმ ადამიანური ცხოვრებით აცხოვროს, როგორითაც ჭეშმარიტი პიროვნება უნდა ცხოვრობდეს”, - ამბობს მთავარი როლის შემსრულებელი ლია სულუაშვილი.  

პრემიერას თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრები და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეატრალური დონე მხოლოდ თბილისის თეატრებით არ განისაზღვრება. საინტერესოა, სწორედ ის, რომ ნამდვილი დონე რეგიონებში უნდა იყოს. დღვანდელი სპექტაკლიდან იგროძნობა, რომ ლია სულუაშვილი საუკეთესო ოსტატია და ბატონ კოტე აბაშიძეს კარგად უმუშავია”, - ამბობს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე გოგი ქავთარაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ახალციხელ ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ მესხეთის თეატრზე იზრუნონ: ყველამ თავისი წილი უნდა გაიღოს, რომ თეატრში გათბობა მაინც იყოს და ყველაზე საუკეთესო სეზონი არ ჩავარდეს

ძვირფასი პამელამესხეთის დრამატული თეატრის სცენაზე კოტე აბაშიძის პირველი სპექტაკლი იყო. რეჟისორი იმედოვნებს, რომ თეატრის მსახიობებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს:
მესხეთის თეატრი ისე მუშაობს და ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ჩვენი ვალია. შეუძლებელია იყო რეჟისორი, იყო ქართველი და ერთი სპექტაკლი არ დადგა მესხეთის თეატრში”.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი