გრიგოლ ვაშაძე ერევანში





საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სომხეთის დედაქალაქს ეწვია. “სამხრეთის კარიბჭეგიამბობთ, რა საერთო ინტერესები აქვს ორ ქვეყანას, რა არ აწყობს ერთი ქვეყნის პოლიტიკაში მეორე მხარეს, და ასევე, ვაშაძის განცხადების შესახებ, რასაც სომხეთში ვნებათაღელვა მოჰყვა.  
3-4 სექტემბერს გრიგოლ ვაშაძეს ერევანში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. იგი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა.


ეს ვიზიტი, ნიუ იორკში, გაერო- გენერალური ასამბლეის სექტემბრის სხდომის ფარგლებში გამართულ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა. მსგავსი ვიზიტები ორ თვეში ერთხელ განხორციელდება, რადგან მეზობელ ქვეყნებს შორის მრავალი გადაუჭრელი საკითხი არსებობს”.
ერევანში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსი, ასევე, ენისა და განათლების პრობლემები. შეეხნენ ინფრანსტრუქტურის სხვადასხვა სფეროში, სატრანსპორტო მიმოქცევაში, განათლების, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობის საკითხებსაც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბაჟო პუნქტებზე მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლების აუცილებლობისა დაერთი ფანჯრისპრინციპის გამოყენების მიმართულებით თანამშომლობას. გრიგოლ ვაშაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სკოლაში ლექციაც წაიკითხა.

საქონელბრუნვა

მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის გაზრდის შესახებ მიღწეული შეთანხმებაა. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ფიქრობენ, რომ სომხეთი და საქართველო მათ შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს სრულად არ იყენებენსაქონელბრუნვა მხოლოდ 144 მილიონ დოლარს შეადგენს და დიპლომატთა აზრით, ამსამარცხვინომაჩვენებლის ამაღლება აუცილებელია. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის პროგნოზით, საქონელბრუნვამ სომხეთსა და საქართველოს შორის 2010 წლის ბოლოს შესაძლოა 200 მილიონ დოლარს მიაღწიოს. დღევანდელი მონაცემებით კი, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, 50 პროცენტით გაიზარდა.
ედვარდ ნალბანდიანის თქმით, წელს საქართველოს 300 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების ტურისტი ეწვია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია (არკა).

რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში

მეზობელ ქვეყნებს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური მიმართულება აქვთ არჩეული, ამიტომ საგარეო პოლიტიკის მრავალ საკითხში მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქართველოს, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ აწყობს. მინისტრებმა გვერდი ვერც ამ საკითხის განხილვას აუარეს. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების რიცხვის ზრდა სომხეთის სუვერენიტეტის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.


ბუნებრივია, მე სომხეთის უსაფრთხოების საკითხის განხილვას არ ვაპირებ, თუმცა, საქართველოს სუვერენული უფლება აქვს, სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების დისლოკაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დამერწმუნეთ, ეს ჩვენი უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა. კავკასიის ტერიტორიაზე არსებული საფრთხეების განხილვისას, კარგი იქნება, თუ 1921 წელს გავიხსენებთ, როდესაც სამივე სახელმწიფომ ერთი წლის განმავლობაში დავკარგეთ ჩვენი დამოუკიდებლობა”, - თქვა მინისტრმა და თან აღნიშნა, რომ ძალიან ახარებს მისი გამოსვლებისა და ინტერვიუებისადმი სომხური პრესის ყურადღება (PanARMENIAN.Net).


შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჩრდილოეთში, ქალაქ გიუმრიში #102 რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელიც სამხედრო მორიგეობას ახორციელებს დსთ-, რუსეთისა და სომხეთის გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ხელშეკრულებას ხელი 1995 წელს მოეწერა, მისი ხანგრძლივობა 25 წელიწადია, შესაბამისად დოკუმენტი ძალაში 2046 წლამდე იქნება. პროტოკოლი ბაზის გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის სფეროების გაფართოებასაც გულისხმობს. ბაზა შეიარაღებულია-300”-ბითა დამიგ-29”-ის ტიპის გამანადგურებლებით და აქ დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი მუშაობს. დოკუმენტების შესაბამისად, რუსული მხარე სომხური მხარის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით შეიარაღების ვალდებულებას იღებს.


ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები

მეზობლისმტკივან წერტილს” - აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებითსაქართველოც ეხება. გრიგოლ ვაშაძე შეეხო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებასაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციის შექმნის შესახებ.


სააკაშვილი რეალისტია. იგი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის უფრო ზუსტი აღწერისთვის კონფედერაციის შექმნის თემაზე საუბრობდა. ეს დეკორატიული აღწერაცაა იმ პროგრესისა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განვითარებაში შეიმჩნევა”, - განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილი არასდროს აკეთებს ემოციურ განცხადებებს და მისი სიტყვები კონფედერაციის შესახებ საკმაოდ ზუსტად ახასიათებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, რომლებიც, მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაცილებით მეტია. თუმცა მინისტრმა ასევე აღნიშნა: თუმცა ჩვენ კონფედერაციის შექმნისთვის ქვეყნის ინსტიტუციების შეცვლასა და ახალი კონსტიტუციის მიღებას არ ვაპირებთ”. (ИноСМИ.Ru).


ზემო ლარსი

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილესზემო ლარსისსაკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის საკითხი, რომელიც ამ წლის 1 მარტს გაიხსნა. ეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი სექტემბრის შუა დღეებში დაიკეტა. ქართული მხარის ვერსიით, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო. როგორც აღმოჩნდა, ლარსის საკითხი მინისტრის ვიზიტის შედეგად მოგვარდა, რადგან ტექნიკური პრობლემები უშუალოდ შეხვედრების მიმდინარეობისას აღმოიფხვრა და ამ თემაზე სალაპარაკოც არაფერი დარჩა.


ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი