პრობლემები დოკუმენტებთან დაკავშირებით


27 სექტემბერს ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისოფისში გაიმართა. მოქალაქეების შეკითხვები ძირითადად ახალ, ბიომეტრულ პასპორტებს, დაბადების მოწმობებში დაშვებულ შეცდომებს, მათი გამოსწორების გზებსა და ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს ეხებოდა.
 
ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დირექტორმა რუბენ პალიანმა დეტალურად განმარტა, რისთვისაა საჭირო ახალი პასპორტები, რა პრივილეგია აქვთ მათ და რა ღირს პასპორტის დამზადება.

შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, რატომ იპარება შეცდომები დაბადების მოწმობებში და რატომ უწევთ მოქალაქეებს ამის გამო ზედმეტი თანხების გადახდა.

რუბენ ფალიანის თქმით, ეს ორი მიზეზის გამო ხდება: შეცდომების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, დაბადების მოწმობები გაიცემოდა სოფლის საბჭოს ანკეტის საფუძველზე, ამრიგად, დოკუმენტი იწერებოდა არა დაბადების მოწმობის, არამედ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ადამიანებმა ერთმანეთისა და მშობლების შესახებ იცოდნენ, შესაბამისად, დოკუმენტებში მიახლობითი მონაცემები აღინიშნებოდა. მეორე მიზეზი კი თარგმანია, ჩვენთან ნამდვილად არსებობს თარგმნასთან დაკავშირებული პრობლემები. ვთარგმნით რუსული ენიდან, რუსულში არაა ის ასოები, რაც ქართულ ენაშია. თარგმანი კი ქართულ ენასთან შესაბამისი უნდა იყოს”.

რაც შეეხება შეცდომების გასწორებისთვის საჭირო თანხის გადახდას, ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დირექტორის სერგეი კარახანიანის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ფასდაკლებები მოქმედებს:ფასდათმობები იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც სოციალური უზრუნველყოფის ცნობაში 57 000 ქულაზე ნაკლები აქვს. ჩვენთან ასეთი შეცდომების გასწორება, პრაქტიკულად, უფასოა”.

მოქალაქეებმა ბევრი შეკითხვა დასვეს ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებითაც, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს.

ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისათვის არსებობს მიგრაციის განყოფილება, ისინი წყვეტენ, ვის მიეცეს ორმაგი მოქალაქეობა და ვის არა”, - განაცხადა ახალქალაქისა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დირექტორმა რუბენ ფალიანმა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი