კანისა და ვენერიული დაავადებების რიცხვი გაიზარდა

 კანისა და ვენერიული დაავადებების რიცხვი გაიზარდა
გასულ წელთან შედარებით წელს კანისა და ვენერიული დაავადების შემთხვევბი თითქმის გაორმაგდა. როგორ ვრცელდება აღნიშნული დაავადებები და როგორ უნდა დავიცვათ თავი.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე კანისა და ვენერიული ავადმყოფობებით დაავადებულთა რიცხვი 350- აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტია. 2006 წელს ასეთი პაციენტების რიცხვი 81 იყო, 2007 წელს 253, 2008 წელს ამ რიცხვმა 366- მიაღწია, 2009 წელს კი  დაავადების 189 შემთხვევა დაფიქსირდა.
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის ლანა ენოქიანის თქმით, ზაფხულში კანის, შემოდგომით კი ვენერიული დაავადებების შემთხვევები მატულობს.
ქალაქ ახალქალაქის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი ერთადერთია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ორგანიზაცია სამეურნეო აღრიცხვაზეა. დისპანსერს სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა, შენობაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, თუმცა, ამისთვის დაწესებულებას სახსრები არ გააჩნია. პაციენტებს ანალიზი და მკურნალობა კანის დაავადების შემთხვევაში 20 ლარი, ხოლო ვენერიული დაავადების შემთხვევაში 50 ლარი უჯდებათ. თუმცა ხშირად ვენერიული ავადმყოფობებით დაავადებულები დისპანსერს არ მიმართავენ და ამის მიზეზი მკურნალობის სიძვირე სულაც არ არის.

ექიმ-დერმატოლოგის ლანა ენოქიანის თქმით, სხვადასხვა ვენერიული დაავადებით ინფიცირებული პირები ავადმყოფობას მალავენ ან ექიმებთან არ მკურნალობენ, რასაც ხშირად გართულებები მოსდევს: ხდება ისე, რომ ფარულად მკურნალობენ, ვთქვათ ერთმა მეგობარმა ჩვენთან იმკურნალა და იგი სხვებს რჩევებს აძლევს. ამის გამო, ძალიან ხშირად, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. არასწორ მკურნალობას ან მასზე საერთოდ უარის თქმას უნაყოფობამდე მივყავართ. რატომ იზრდება უშვილო ქორწინებათა რაოდენობა? ამ მიზეზით. მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაქლამიდიოზისაბოლოოდ უნაყოფობას იწვევს. ყველაზე ხშირად ჩვენ გონორეის, ტრიქომონას, ქლამიდიოზის შემთხვევებში მოგვმართავენ, ხშირია კანდიდოზის, სოკოვანი დაავადებების შემთხვევები, ასევე, სიფილისი.

ვენერიული დაავადებების ძირითადი წყარო შემთხვევითი სქესობრივი კავშირებია და ეს დაავადებები ადამიანის სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ვენერიულმა დაავადებებმა შესაძლოა თირკმელზე გართულება გამოწვიოს, მესამეულმა სიფილისმა შეიძლება ნერვულ სისტემაზე იმოქმედოს, ასევე გამოიწვიოს ვასკულიტები, ინფარქტები. სიფილისის მკურნალობის გარეშე დატოვებას ლეტალური შედეგიც შეიძლება მოჰყვეს. ქლამიდიოზი შეიძლება გართულდეს რეიდერის სინდრომით, მხედველობისა და სახსრების დაზიანებით”, - ამბობს ლანა ენოქიანი.

სხვადასხვა ვენერიული დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავებაა.

ჩვენს რეგიონში ვენერიული ავადმყოფობებით, ძირითადად, ავადდებიან მამაკაცები, რომლებიც რუსეთში დადიან სამუშაოდ, უკან დაბრუნებულები კი მეუღლეებს აინფიცირებენ. ეს ძალიან სახიფათოა”, - განმარტავს ლანა ენოქიანი.
მისივე თქმით, ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ ძლიერი ანტიბიოტიკები გამოიყენება: მკურნალობას, პრაქტიკულად, ყველა დაავადება ექვემდებარება, თუ ექიმს და რაც მთავარია, სპეციალისტს დროულად მიმართავ. და მეორე, ფეხმძიმე ქალბატონებმა პროფილაქტიკის მიზნით პერიოდულად სიფილისზე ანალიზი უნდა გაიკეთონ. ჩვენთან კი რატომღაც ასე არ ხდება”.
ვენერიული დაავადებები ხშირად ბავშვთა თანდაყოლილი ნაკლოვანების მიზეზი ხდება. ამასთან, ამ დაავადებების გავრცელების გზა მხოლოდ სქესობრივი კავშირები არ არის, ისინი შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობითაც გავრცელდეს, შესაბამისად ამ დაავადებებისგან დაზღვეულნი პატარა ბავშვებიც არ არიან.

ბევრია თანდაყოლილი ნაკლოვანების მქონე ბავშვები და ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ დედას სიფილისის ფარული ფორმა ჰქონდა. სხვათა შორის, გასულ წელს ჩვენს საავადმყოფოში ბევრი ასეთი ბავშვი დაიბადა. არსებობს რისკის ჯგუფები და ფეხმძიმეები სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. პერიოდულად აუცილებლად უნდა გაესინჯონ საკვები პროდუქტების სფეროში მომუშავე ადამიანებიც. მაგალითად, რესტორნებსა და საბავშვო ბაღებში მომუშავენი. სამედიცინო შემოწმება სჭირდებათ ბავშვებთან მომუშავე პირებს, პედაგოგებს, საბავშვო ბაღების მედპერსონალს”, - ამბობს ექიმი-დერმატოლოგი და იხსენებს, რომ 1998 წელს თბილისში თბილისში სიფილისით 6 წლის ბავშვი დაავადდა.  მშობლებს დაავადება არ აღმოჩნდათ და გაირკვა, რომ ბავშვს ავადმყოფობა ქუჩაში მზესუმზირით მოვაჭრისგან გადაედო. გამყიდველი მზესუმზირაში ჭუჭყიან ხელს ურევდა და ბავშვიც ასე დაინფიცირდა, -  იგივე შეიძლება ითქვას პურზეც. პური გამოცხობის ადგილიდან მაღაზიის თარომდე რამდენიმე ხელში გაივლის. აუცილებელია სანიტარული ზედამხედველობის გაძლიერება, ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს”.

ვენერიული დაავადებების მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა, იმითაც არის გამოწვეული, რომ პროსტიტუციის დონემ მოიმატა.

გაიზარდა პროსტიტუციაც. ერთ-ერთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონს, რომელიც ჩვენთან მოვიდა, ტრიქომონა და გონორეა ერთდროულად ჰქონდა, შესაძლოა სიფილისიც. მან ანალიზიც არ გაიკეთა, ისე წავიდა ჩვენგან”, - ამბობს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი