კონცერტი ღია ცის ქვეშ

20 ოქტომბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში სიმფონიური ორკესტრის, ლექს სენისა და ჯგუფ “მგზავრების” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. 20 ოქტომბერს გამართული ღონისძიებების გამო ცენტრალური პარკის მიმდებარე ქუჩა ერთი დღით გადაიკეტა. კონცერტის დაწყებამდე კი სხვადასხვა გასართობი სანახაობები გაიმართა.

“ქუჩაზე გამოვიდნენ და რეკლამა გააკეთეს სხვადასხვა კომპანიებმა და მაღაზიებმა, რომლებმაც გასაყიდად საკუთარ პროდუქცია გამოიტანეს. გარდა ამისა, ტირი, კალათბურთის ფარი, ბატუტები, ბამბის ნაყინის გამყიდველები და ბევრი საინტერესო გასართობი გვქონდა”, - ამბობს კულტურის, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.

კონცერტი ექვს საათზე სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა. თხუთმეტ- წუთიანი შესვენების შემდეგ კი ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა და ჯგუფმა “მგზავრებმა” გააგრძელა. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი