გუსანუ ჰავასის ძეგლი ახალქალაქში


25 სექტემბერს ახალქალაქში, ჩკალოვის ქუჩაზე XX საუკუნის აშუღის ჰავასის ძეგლი გაიხსნა.ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სომხეთიდან და რუსეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი შეიკრიბა.
წითელი ლენტი ქველმოქმედმა არტურ გილოიანმა, პროფესორმა ტოვმას პოღოსიანმა, აშუღმა ალიქ ჯავახკიმ (ალიქ ქსოპიანი) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა გაჭრეს.  
ძეგლის დადგმა სანკტ-პეტერბურგში ჯავახეთის სომეხთა თემის თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა და 20-ზე მეტი აშუღური სიმღერის ავტორმა არტურ გილოიანმა დააფინანსა.
რაც კეთდება, ყველაფერი მომავალი თაობებისთვისაა. ჰავასი, ჯივანი, ტერიანი, დემირჩიანიეს ჩვენი ისტორიაა”, - ამბობს არტურ გილოიანი, რომელიც წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანიდანაა.


ძეგლის ადგილი მუნიციპალურმა ხელისუფლებამ შეარჩია. სკულპტორი სურენ მარტიროსიანი ძეგლის შექმნაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. იგი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ძეგლი გაცილებით ხალხმრავალ ადგილას დაედგათ, თუმცა, თუ ხალხს თავისი აშუღი უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს, ძეგლი სად დგას”.
სომეხი ეროვნების მწერალმა და პუბლიცისტმა მერუჟან ტერ-გულაიანმა, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა, ჩკალოვას ქუჩის სახელწოდების ჰავასის ქუჩად გადაკეთების წინადადება წამოაყენა.


ჰავასიარმენაკ პარსამის ძე მარკოსიანი 1896 წელს, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში დაიბადა. შემოქმედებითი ცხოვრება მან 1914 წელს ახალქალაქში დაიწყო. ჰავასი დაახლოებით 300 აშუღური ლექსის, 2000-მდე ოთხტაეპიანი ლექსისა და თითქმის 150 მელოდიური სიმღერისა და მუსიკალური ზღაპრის ავტორია.


ჯავახეთის მცხოვრებლებმა, მადლობის ნიშნად, სპონსორს ნახატი აჩუქეს, რომლის უკანა მხარესაც ღონისძიებაზე დამსწრე ოცამდე აშუღმა და ადგილობრივებმა მოაწერა ხელი.
ძეგლის გახსნის შემდეგ ღონისძიებაზე შეკრებილები ახალქალაქის კულტურის სახლს ესტუმრნენ, სადაც სომხეთის აშუღური ანსამბლისაიათ-ნოვადა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლიჯავახკისამი საათის განმავლობაში ასრულებდნენ ჰავასის სიმღერებს.


აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი