შოთა ლომსაძის საიუბილეო საღამო


6 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში, ისტორიკოს შოთა ლომსაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

შოთა ლომსაძის 85 წლისთავთან დაკავშირებული საღამო მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო. საღამოს ოჯახის წევრები, მეგობრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
თუკი შეიძლება ადამიანისთვის რაიმე მოვლენას მნიშვნელობა ჰქონდეს, ეს დღევანდელი დღეა. მოხარული ვარ, რომ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს, ასე უყვარს და ახსოვს იგი”, - ამბობს შოთა ლომსაძის მეუღლე, ისტორიკოსი ლეილა ბურჯანაძე.

საიუბილეო საღამოზე მოხსენებები მუზეუმის თანამშრომლებმა და პროფესორებმა წაიკითხეს. აქვე გადაწყდა, რომ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის სტამბაში მისი წიგნისამცხე-ჯავახეთიდაიბეჭდება.

შოთა ლომსაძემ, როგორც ისტორიკოსმა და მკვლევარმა, თავისი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას მიუძღვნა. განსაკუთრებული როლი შეასრულა სამხრეთ საქართველოს, ანუ სამცხე-ჯავახეთის ისტორიის აღწერაში”, - ამბობს სამხცე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი.

შოთა ლომსაძე 1925 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში დაიბადა. დაამთავრა ჩუნჩხის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ ახალქალაქის საშუალო სკოლაში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ომში გაიწვიეს. ომიდან დაბრუნებული თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სამცხე-ჯავახეთის საკითხებზე დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ კი სადოქდტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია უმაღლესი სარდლობის მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 2003 წელს.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი