ახალციხელი სტუდენტების ნოუ-ჰაუ


თამარ თოთაძეახალციხე
1 ნოემბერს ახლციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში სტუდენტური ინტერნეტ გაზეთის - jav.ge- პრეზენტაცია გაიმართა.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა ახალი პროექტი განახორციელეს. პროექტი სპეციალიზებულ ვებგვერდს წარმოადგენს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სტუდენტური ინტერნეტ-გაზეთის შექმნას გულისხმობს.

ვებგვერდის საშუალებით სტუდენტები რეგიონში მიმდინარე სიახლეებსა და არსებულ პრობლემებს გააშუქებენ. საიტზე განთავსდება ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია.

 პროექტის იდეა ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებს ეკუთვნის. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორის გიგლა გობეჩიას ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყეს.

იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უნივერსტეტის სტუდენტური ჟურნალის -  “სტუდენტობა და სხვა”, გამოცემა შეწყდა. ჟურნალის მხოლოდ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. დავიწყეთ ფიქრი რა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა”, - ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი და სარედაქციო ჯგუფის წევრი არჩილ ყოლბაია.

ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა ინტერნეტ-გაზეთის შექმნის იდეა პროექტის სახით ჩამოაყალიბეს და უნივერსტეტის ადმინისტრაციას გააცნეს.

პრეს-კლუბის შეხვედრაზე, უნივესტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნოდარ გოროხოვმა გვითხრა, რომ უნივერსტეტი დააფინანსებდა ნებისმიერ სტუდენტურ წამოწყებას, რომელიც მათთვის საინტერესო იქნებოდა”, - იხსენებს ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ნინო ზედგინიძე.

პროექტის ღირებულება ხუთი ათასი ლარით განისაზღვრა. ამ თანხით სტუდენტებმა საიტისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები მოაგვარეს. პროექტის ფარგლებში ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის ორივე კორპუსში მონიტორი დამონტაჟდა. სადაც სიახლეები, განცხადებები, საინტერესო ინფორმაციები, უნივერსტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და საიტის პრომო ვიდეო-რგოლები განთავსდება.   

სტუდენტურ ინტერნეტ გაზეთს გიგლა გობეჩიასთან ერთად სარედაქციო ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ იცვლება. კორექტურასა და რედაქტირებაში სტუდენტებს ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორები ნანა ტალახაძე და შორენა გაბოშვილი ეხმარებიან.

მართალია, იდეის ავტორები ჩვენ ვართ, თუმცა, ეს გაზეთი მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის არ არის. ყველა სტუდენტს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია საიტზე ინფორმაცია განათავსოს”, - ამბობს ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტი და სარედაქციო ჯგუფის წევრი ოთარ აწყურელი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია ინტერნეტ გაზეთის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სტუდენტები თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ.

ელექტრონული მედია ბეჭდურ მედიას ვერ ჩაანაცვლებს. უბრალოდ ინტეგრაცია, მათი შერწყმა და გათავისება ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება, რომელიც ინფორმაციას ეძებს, მის გარეშე არ დარჩეს, - ამბობს გიგლა გობეჩია და ამატებს, რომ სტუდენტები თითქმის ყველა საინტერესო თემაზე იმუშავებენ, გარდა პოლიტიკისა: პოლიტიკა იმდენად რთულია, განსაკუთრებით საქართველოში, რომ არ მინდა ბავშვები ამ მიმართლებით დაკავდნენ”.

პროექტის თანაავტორები ფიქრობენ, რომ პროექტი აუცილებლად გაამართლებს თუ სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული ინტერნეტ გაზეთის მომზადებაში, ინფორმაციის მოძიებაში და შემდეგ საიტზე განთავსებაში.

7 comments:

  1. What a material of un-ambiguity and preserveness of valuable familiarity about
    unpredicted emotions.

    My web page :: partypokerbonuscode.Forumotion.Com

    ReplyDelete
  2. Hey there excellent blog! Does running a blog like
    this take a lot of work? I have virtually no understanding of
    coding however I was hoping to start my own blog in the
    near future. Anyhow, should you have any suggestions or techniques for new blog owners please share.
    I understand this is off topic but I simply needed
    to ask. Thanks!

    Here is my webpage; party poker bonus codes

    ReplyDelete
  3. I am really loving the theme/design of your blog.
    Do you ever run into any internet browser compatibility problems?
    A number of my blog visitors have complained about my website not operating correctly in Explorer but looks
    great in Chrome. Do you have any suggestions to help fix this problem?


    Here is my web-site - party poker bonus code registration

    ReplyDelete
  4. Keep on working, great job!

    Here is my web-site - www.beckett.com

    ReplyDelete
  5. It is in point of fact a nice and helpful piece of info.
    I am satisfied that you just shared this helpful info
    with us. Please keep us up to date like this. Thanks for sharing.



    My blog: july party poker bonus code

    ReplyDelete
  6. Wow, amazing blog layout! How long have you been blogging for?
    you made blogging look easy. The overall look of your website is fantastic,
    let alone the content!

    Review my web blog brunomars.com

    ReplyDelete
  7. I think the admin of this website is really working hard for his site, as here every stuff is quality based stuff.



    Feel free to visit my blog :: online casino usa

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი