ქვაფენილი - მხოლოდ ორი წლით


თამარ თოთაძეახალციხე

ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე, ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რატომ აყარეს ორი წლის წინ დაგებული ქვაფენილი და რა თანხაა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზის ამ მონაკვეთის ხელახლა გასაკეთებლად.

სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი შენობის წინ ქვაფენილი 2009 წელს დააგეს. მოედნისა და ტროტუარების აღდგენა-განახლებისთვის, მაშინ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 53 ათასი ლარი გამოიყო. ძველი ქვაფენილის ადგილას ახალი, ყინვაგამძლე ბაზალტის ქვაფენილი დაიგო, გაკეთდა განათებები და გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია.  

ახლა გუბერნიის ყოფილი შენობის ადგილას ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კეთდება. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია. სასტუმროს მშენებლობა მომავალი წელს უნდა დასრულდეს. შენობის დანიშნულების შეცვლამ გამოიწვია ორი წლის წინ დაგებული ქვაფენილის აყრაც.

ისეთი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა, როგორიც აქ კეთდება, გარკვეულ სტანდარტებს მოითხოვს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმროს ეზოც და შესასვლელიც. ამიტომ გადაწყდა, რომ აიყაროს ქვაფენილი და გაკეთდეს ცალმხრივი სამანქანო გზა, რომლითაც მხოლოდ სასტუმროს სტუმრები ისარგებლებენ, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი დავით ჩაჩანიძე და ამატებს, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია და რადგან ქვაფენილი აიყარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო: უბრალოდ სასტუმროს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს”.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაკონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ფიქრობს, რომ რადგან ქალაქის განაშენეინების გეგმა არ არსებობს, ეს გარკვეულ ქაოსს ქმნის და შესაბამისად ფულის არამიზნობრივად ხარჯვა ხდება: უნდა შედგეს გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რა მიმართულებით განვითარდება ქალაქი. უნდა აღინიშნოს რა შენობები აქვს მუნიციპალიტეტს დარჩენილი, რომელიც მომავალში შეიძლება საპრივატიზაციოდ გამოიტანოს. თუ სადმე რაიმე უნდა გაკეთდეს, შესაბამისად ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაიგეგმება”.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია: პირველი შემთხვევა არ არის როცა გზას დააგებენ, აღმოჩნდება, რომ სხვა კომუნიკაციებია გასაკეთებელი და ისევ თავიდან გადათხრიან”. 

დავით ჩაჩანიძის თქმით, 2009 წელს, მაშინ როცა ამ ტერიტორიაზე ქვაფენილი დაიგო, გარკვეული არ იყო, რომ ეს ადგილი გაიყიდებოდა: ქვაფენილი სავალალო მდგომარეობაში იყო და აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია. ისე არ ხდება, რომ ერთ წელს გავაკეთოთ ნაკლებად ხარისხიანი, მეორე წელს გამოჩნდეს მეტი შესაძლებლობა, ის აიყაროს და თავიდან გაკეთდეს”.

ყოფილი გუბერნიის შენობის წინ სასტუმროსთან მისასვლელი სამანქანო გზის მშენებლობის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე მდებარე კორპუსის ფასადის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის პირველი სართული კერძო საკუთრებაა და მფლობელები თავად უზრუნველყოფენ მის განახლებას. ხოლო, მაღლა სართულების რეაბილიტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახდენს. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 115 ათასი ლარია გამოყოფილი.

სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელთან 4 მეტრის სიგანეზე სამანქანო გზის მშენებლობას სასტუმროს მშენებელი უზრუნველყოფს. ხოლო, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას კერძო მესაკუთრეები  გააკეთებენ. ამისთვის მათ 80 ათასი ლარი აქვთ განსაზღვრული.

ადგილობრივ ბიუჯეტში ფასადების რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული იყო. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ერთობლივი ხელშეკრულება დავდეთ შპსმშენებელი 2004”-თან, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს. რაც ამ წლის 30 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი და ამატებს, რომ ამ თანხით უნდა შეიღებოს ცენტრალური ქუჩის მხარეს არსებული ფასადი, გადაიხუროს სახურავი და გამოიცვალოს ფანჯრები.

8 comments:

  1. Keep on working, great job!

    Also visit my web-site party poker bonus code

    ReplyDelete
  2. Appreciate the recommendation. Will try it out.



    Here is my web page ... Www.Omni-Chat.com

    ReplyDelete
  3. I blog quite often and I genuinely appreciate your information.

    The article has really peaked my interest. I will take a note of your site and keep checking
    for new information about once per week. I opted in for your RSS feed
    as well.

    Stop by my blog post ... july party poker bonus code

    ReplyDelete
  4. Howdy! This article could not be written any better!
    Going through this article reminds me of my previous roommate!
    He always kept talking about this. I will forward
    this post to him. Fairly certain he's going to have a great read. I appreciate you for sharing!

    Also visit my web blog; party poker bonus code free money

    ReplyDelete
  5. It's not my first time to pay a visit this web page, i am visiting this website dailly and get nice facts from here all the time.

    my web-site - party poker bonus code 2013

    ReplyDelete
  6. Incredible points. Outstanding arguments. Keep up the good effort.


    Also visit my blog post; july party poker bonus code

    ReplyDelete
  7. Unquestionably believe that which you stated. Your favorite reason seemed to be on the
    web the simplest thing to be aware of. I say to you, I certainly get irked while people think about worries that they just do not know about.
    You managed to hit the nail upon the top and also defined out the whole thing without having side-effects , people could take a signal.
    Will likely be back to get more. Thanks

    Feel free to visit my web blog; http://www.bizcommunity.com/

    ReplyDelete
  8. This is a topic that's close to my heart... Thank you! Exactly where are your contact details though?

    my web-site - online casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი