გადატვირთული პირველკლასელები



აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

წლევანდელ სასწავლო წელს ინგლისური ენა პირველივე კლასიდან ისწავლება. ახალქალაქელი პირველკლასელები სამ ენასქართულს, ინგლისურსა და სომხურს ერთდროულად სწავლობენ. რომელ ენას უკეთ აღიქვამენ პატარები და რას ფიქრობენ ახალ სასწავლო სისტემაზე მშობლები და ინგლისური ენის სპეციალისტები.
 
წელს ინგლისური ენის სწავლება პირველივე კლასიდან დაიწყო. საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში პირველი კლასიდანვე  ისწავლება ქართული ენაც. გამოდის, რომ ქართულ სკოლებში პირველკლასელები ორ ენას, არაქართულ სკოლებში კი ერთდროულად სამ ენას სწავლობენ.

პატარა ნორაირი სულ ორი თვეა, რაც სკოლაში დადის. იგი ჩივის, რომ მეგობრებთან სათამაშოდ დრო აღარ რჩება, თუმცა, უხარია, რომ მისალმება, დამშვიდობება და კიდევ ბევრი რაიმეს თქმა უკვე ინგლისურად და ქართულადაც შეუძლია.

დილას სკოლაში მივდივარ, მერე სახლში ვბრუნდები, ვსადილობ, შემდეგ ინგლისურის გაკვეთილზე მივდივარ, იქიდან რომ მოვდივარ, ვმეცადინეობ და უკვე ღამდება”, - ამბობს იგი.

ნორაირის დედის ჰერო ჰოვჰანისიანის თქმით, პირველკლასელებს სამი ენის ერთად სწავლა ძალიან უჭირთ: ბავშვი სწავლობს, რასაც დავალებად აძლევენ, მაგრამ სამი ენის ერთად სწავლა ძალიან რთულია. ინგლისური მეორე კლასში მაინც დაეწყოთ. ჩემი შვილი ვერ ასწრებს, რჩება და იძულებული ვარ, ინგლისური ინდივიდუალურადაც ვასწავლო. სანამ ერთ ენას მეცადინეობს, მეორე ავიწყდება ან ყველაფერს ერთმანეთში ურევს.

პირველკლასელი ლუსინეს მამა ბავშვების გადატვირთვის თაობაზე იგივე აზრისაა. ამასთან, არმენ ფარმანიანის თქმით, კომპიუტერულ პროგრამებში სომხური ენაც უნდა იყოს, თორემ არსებობს საფრთხე, რომ ბავშვები მშობლიურ ლიტერატურულ ენას ვერ აითვისებენ: სომხური ელემენტები ძალიან ძნელია, თანაც ინგლისურ და ქართულ ენებს ახალი მეთოდით ასწავლიან, რომელიც ბავშვისთვის ძალიან სახალისოა. შედეგად კი ბავშვი სომხურ ენაში ჩამორჩება. სექტემბერსა და ოქტომბერში სახლში დიდი აურზაური იყო, ქალიშვილს სომხურის სწავლა არ უნდოდა, იგი კომპიუტერით ხელში დადიოდა და მშობლიური ენის სწავლას ვაიძულებდით.

ენის სპეციალისტები პირველი კლასის პროგრამაში ინგლისური ენის ჩართვას მთლიანობაში დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ინგლისური ენის გაკვეთილები პირველკლასელებისთვის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მასწავლებლებს თან ნოუთბუქები დააქვთ, რადგან პირველი კლასის ინგლისურის გაკვეთილებზე კომპიუტერული ოთახი ყოველთვის თავისუფალი არ არის. ახალი მეთოდი კი გულისხმობს დისკების გამოყენებას, რომლიდან დათვალიერებული ფერადი სურათებით და ანიმაციებით ბავშვები ენას ძალიან კარგად ითვისებენ. მასწავლებლების თქმით, ინგლისურის გაკვეთილებზე ყოველთვის სასიამოვნო აჟიოტაჟია და ბავშვებიც გამოცოცხლებული არიან.

თუმცა ამ მეთოდს მინუსებიც აქვს. ინგლისურის მასწავლებელი მელანია აივაზიანი ამბობს, რომ პირველ კლასში ინგლისურის სწავლას ის ართულებს, რომ მოსწავლემ ჯერ კარგად მშობლიური ლიტერატურული ენაც არ იცის.

ზეპირ სწავლებაში ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, წერითში კი ცოტა რთული სიტუაციაა. პირველი კლასიდანვე ინგლისურის სწავლას გამართლებულად არ მივიჩნევ, ბავშვმა ჯერ მშობლიური ენა უნდა ისწავლოს, რათა შემდეგ უცხო ენის სწავლისას მშობლიური დაეხმაროს. მაგალითად, ვწერ სიტყვაგოგონასინგლისურად, გვერდით იგივე სიტყვა სომხური ასოებით უნდა მივუწერო, პირველკლასელმა კი სომხურიც არ იცის კარგად”, - ამბობს მელანია აივაზიანი.

5 comments:

  1. Please let me know if you're looking for a article writer for your blog. You have some really great posts and I think I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I'd absolutely love to write some content for your blog in exchange for a
    link back to mine. Please send me an e-mail if interested.
    Cheers!

    My homepage new playtech online casino

    ReplyDelete
  2. Hmm it seems like your blog ate my first comment (it was super long) so I
    guess I'll just sum it up what I submitted and say, I'm thoroughly enjoying your blog.
    I as well am an aspiring blog writer but I'm still new to everything. Do you have any tips for rookie blog writers? I'd certainly appreciate it.


    My web blog - genessausageshop.com

    ReplyDelete
  3. Right now it looks like Expression Engine is the preferred blogging platform out there right now.

    (from what I've read) Is that what you are using on your blog?

    Also visit my page :: free online casino bonus

    ReplyDelete
  4. Hi there, this weekend is pleasant for me, since this moment i am
    reading this impressive informative post here at my home.


    my web site - casino bonuses free no deposit

    ReplyDelete
  5. Greetings! Very useful advice within this article!
    It is the little changes that produce the most significant changes.
    Many thanks for sharing!

    Here is my blog ... www.21plus.org

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი