ახალი სატყეო კანონმდებლობა


 თამუნა უჩიძეახალციხე
სატყეო სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და მოსალოდნელი საფრთხეები; ახალიტყის კოდექსიდა შენიშვნები კანონპროექტის შესახებ;

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ტყის კოდექსზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტზე მუშაობა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, პროექტი ავსტრიის მოდელის მიხედვით შეირჩა, იმ მიზეზით, რომ საქართველო ახლოსაა ავსტრიასთან როგორც ტყის საერთო რესურსით, ასევე მაღალმთიანი რაიონების არსებობითა და ტერიტორიის ფართობით. ამასთანავე, ავსტრიული მოდელი ერთ-ერთი სრულყოფილია ევროპაში.

ახალი სატყეო კანონმდებლობის მიხედვით, სატყეო ფართობის გრძელვადიან მმართველობაში გადაცემის ვადა 49 წლით განისაზღვრა. საქართველოს მთელი ტყეები, რომლებიც არ შედიან დაცული ტერიტორიების ტყის ფონდში, ან არ არიან გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიებით, დაახლოებით 1 800 00 ჰექტარი, დაიყოფა მდინარეების აუზების მიხედვით საიჯარო აუქციონის ლოტებად. კონკრეტული მდინარის აუზი იჯარით გადაეცემა იმ ინვესტორს, ვინც ყველაზე მაღალ ყოველწლიურ საიჯარო გადასახადს იკისრებს.

არსებული სალიცენზიო სისტემისგან განსხვავებით, საიჯარო ქირის გადახდა დაიწყება ორი წლის შემდეგ, მანამდე მოიჯარეს ხის მოჭრის უფლება არ ექნება, მაგრამ დაეკისრება ვალდებულება შეისწავლოს იჯარით აღებული ტერიტორია და შეადგინოს მართვის გეგმაც.  

მოიჯარე ვალდებული იქნება მოსახლეობა დაუბრკოლებლად დაუშვას ტერიტორიაზე დასვენების, კენკრის შეგროვების, საქონლის ძოვების მიზნით, ასევე გამოყოს ტყეკაფები სოციალური ჭრებისთვის.

ახალი კოდექსით, დაიშვება პირწმინდა ჭრები, გაუქმდება აკრძალვები, რომლებიც დაკავშირებულია დიდი დაქანების ფერდობებზე ტყის ჭრასთან. მომავალში აღარ შეიქმნება დაცული ტერიტორიები. მინისტრის განცხადებით, დაცული ტერიტორიები ისედაც საკმარისია, თან ხელს უშლის ჰესებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ხეთაგური მიიჩნევს, რომ პროექტი, გონივრული ვადების დაცვით, რაც შეიძლება მალე უნდა დამტკიცდეს, რადგან ასე უკანონო ჭრები კიდევ უფრო სწრაფად აღიკვეთება.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ რეგიონში უკანონო ჭრის 31 ფაქტი გამოვლინდა – 2 800 კუბური მეტრი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადაეცა, მათ შორის 19 სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, 12 კი ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.   

უკანონო ჭრების რიცხვმა შესაძლოა იმატოს, რადგან ახლა იწყებს მოსახლეობა შეშით მომარაგებას. ამდენად, უკანონო ჭრების პიკად ჩვენთან სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი მიიჩნევა”, - ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ტყის მართვის სატყეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი თენგიზ ჩოჩია.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ტყის ფონდი 132 000 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის, ტყით დაფარულია 117 000. რეგიონში წიწვიანებიდან წამყვანი ჯიშებია ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ფოთლოვანებიდან - წიფელი, მუხა, რცხილა, ვერხვი.

ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში მოკლევადიანი იჯარით ტყე გაცემული არაა. რაც შეეხება გრძელვადიან ლიცენზიებს, ის ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშია გაცემული. ადიგენში ტყის მასივების 45 პროცენტი, 14 000 ჰექტარი ორ მოიჯარეზე 10-10 წლითაა გასხვისებული. ახალციხეში კი 20-20 წლით 700 ჰექტარი სამ მოიჯარეს აქვს მფლობელობაში აღებული. წელიწადში სამივემ ერთად 800 კუბურიმეტრი ხე უნდა აითვისოს. ადიგენში კი ორ მოიჯარეზე ერთი წლის განმავლობაში 1 500 კუბური მეტრია გათვლილი.

თენგიზ ჩოჩია მიიჩნევს, რომ 49 წლით ტყის გასხვისება არაგონივრული ვადაა: “20 წლით უფრო გონივრულია, რადგან ვინც გასცემს, შედეგსაც ის მიიღებს. 50 წელში კი ზოგი პენსიაში გავა, ან სამსახურს შეიცვლის, ახალი თაობა კიდევ საქმის კურსში არ იქნება რა როდის და როგორ იყო”.

ჩოჩია დაუშვებლად მიიჩნევს პირწმინდა ჭრების შესახებ კოდექსში ცვლილების შეტანას. მისი თქმით, ისეთ მთაგორიან რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია, გამორიცხულია. ამავე მიზეზით დაუშვებელია დაქანებულ ფერდობებზე შეზღუდვების გამორიცხვაც: ეს ეროზიულ პროცესებს გამოიწვევს. ამასთანავე, აუცილებლად უნდა არსებობდეს მომავალში დაცული ტერიტორიების ნუსხა და რაც უფრო მეტი ტერიტორია შევა ამ სიაში, მით უკეთესი”.

ტყის კოდექსისხარვეზებზე საუბრობენ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასოციაციამწვანე ალტერნატივამკანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წერილობით წარუდგინა, სადაც წერია, რომ  კანონპროექტში არაფერია ნათქვამი ტყეების მართვაში საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების, ასევე ევროკავშირის სავალდებულო მოთხოვნაცაა.

გაუმართლებლად მიგვაჩნია მოიჯარის დავალდებულება იზრუნოს ადგილობრივი მოსახლეობის მერქნით მომარაგებაზე. ეს არამხოლოდ მეწარმისთვის იქნება წამგებიანი, არამედ ტყის ეკოსისტემისთვისაც, ვინაიდან ისინი ორმაგი ზეწოლის ქვეშ მოექცევიან. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს რესურსების სწრაფ ამოწურვას, რაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულ მოსახლეობას”, - ნათქვამია წერილში (04/05-119. 12 ოქტომბერი, 2011), რომლესაც ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი აწერს ხელს.

რა ფორმით დამტკიცდება ახალიტყის კოდექსიუახლოეს მომავალში გაირკვევა. მაგრამ მასში გატარებული შედეგების ანალიზისთვის მინიმუმ ორი ათეული წელი მაინც დაგვჭირდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი