ციმბირის წყლული, მზარდი მაჩვენებელი


 შუშან შირინიანიახალქალაქი

 წელს საქართველოში ციმბირის წყლულით ცხოველის დაავადების 26 შემთხვევა დაფიქსირდა - ერთ-ერთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში. ადამიანებს შორის ცხოველიდან ციმბირის წყლულით ინფიცირების 30 შემთხვევაა რეგისტრირებული.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სოფელ კარწახში ციმბირის წყლულით ცხოველის დაავადების შემთხვევა 2011 წლის გაზაფხულის ბოლოს დარეგისტრირდა. ციმბირის წყლულის სამი შემთხვევა ცხოველებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მეზობლად, წალკის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ციმბირის წყლული ძალიან რთული დაავადებაა.

საქართველოში ადამიანებს შორის ციმბირის წყლულით დაავადების შემთხვევების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ციმბირის წყლულის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, 2008 წლის ამავე პერიოდში – 8 შემთხვევა. წელს კი ამ დაავადების 30 შემთხვევა უკვე რეგისტრირებულია (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად).

ციმბირის წყლულიყველა სახის შინაური და გარეული ცხოველისა და ასევე, ადამიანის განსაკუთრებით სახიფათო ინფექციური დაავადებაა. ადამიანებში ციმბირის წყლულის მხოლოდ კანის ფორმა გვხვდება. დაავადების ფილტვების ან ნაწლავური ფორმის შემთხვევაში ლეტალური შედეგი გარდაუვალია, კანის ფორმა კი დაავადების დაწყებისთანავე ჩანს და იკურნება. ციმბირის წყლული განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს. ამ შემთხვევაში ავადმყოფობა კანის ფორმით შეიძლება არც გამოვლინდეს და წყლულმა პირდაპირ ორგანიზმის სუსტ, დაავადებულ წერტილს შეუტიოს. ცხოველებში ციმბირის წყლული ფილტვების ან ნაწლავური ფორმით გვხვდება. ცხოველი დაავადების დაწყებიდან ძალიან მალე იღუპება, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, წყლულის გაჩენის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღე შეიძლება იყოს.

ადამიანს დაავადება შეიძლება გადაედოს ან პირდაპირ ცხოველისგან ან მისი ბეწვისა და ტყავისგან. ინფიცირება ავადმყოფი ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის დამუშავების, ხორცის კულინარიული დამუშავების, ცხოველურ მასალასთან ან მისგან დამზადებულ საგნებთან მუშაობის დროს ხდება.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ისინი ციმბირის წყლულით დაავადებული ცხოველის ხორცს წვავენ და დეზინფექციას ატარებენ, ნარჩენებს კი მიწაში მარხავენ და ამ ადგილას შესაბამის ფირნიშს დგამენ. ორმოში აუცილებლად ცემენტი უნდა ჩაისხას. ციმბირის წყლულის სპორები თმაში, ტყავში, ნიადაგსა და საკვებში წლების განმავლობაში ინახება.

დაავადების გაჩენის დრო, როგორც წესი, ზაფხულის შუა პერიოდია. სპორების გავრცელებას ხელს უწყობს სისხლისმწოველი მწერების მასობრივი გადაფრენა და ცხოველების ძოვება მშრალ საძოვრებზე, განსაკუთრებით, მზით დახრუკულ, გაშლილ მინდვრებზე.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის განყოფილებაში ორი ვეტერინარი მუშაობს.

ვეტერინარი რიმა პეტროსიანი მრავალი წელი მუშაობდა უკვე ყოფილ ქალაქ ახალქალაქის ვეტერინარულ სამსახურში. მისი აზრით, ორი ვეტერინარი მთელი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან ცოტაა, მაშინ როცა, ადრე ამ სამსახურში 15 ვეტერინარი მუშაობდა. რიმა პეტროსიანი ამჟამად ქალაქ ახალქალაქის ხორცის მაღაზიაში ხელშეკრულებით მუშაობს და აქ გასაყიდად მოტანილ ხორცს ამოწმებს.

ხორცის მაღაზიების გამყიდველები თავად არიან კარგი ხორცის გაყიდვით დაინტერესებული. ისინი ექიმ-ვეტერინარებს ხელშეკრულებით ქირაობენ, რადგან ბაზარზე შემოსულ ხორცზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება, დაავადებული ხორცის გაყიდვაზე კი პასუხისმგებელი თავად გამყიდველები არიან.

გამოცდილ ექიმს დანახვითაც შეუძლია განსაზღვროს, ხორცი დაავადებულია თუ არა. ექსპერტიზა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჩვენს მაღაზიაში ნაყიდი ხორცით ჯერჯერობით არავინ დაავადებულა და მაღაზიაში უვარგისი ხორცის შემოტანის შემთხვევაც არ შემხვედრია. ჩემი შემოწმების გარეშე ხორცი მაღაზიაში არ გაყიდულა”, - ამბობს ექიმი-ვეტერინარი რიმა პეტროსიანი.

ციმბირის წყლულის პროფილაქტიკა ინფექციის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის შემცირების საქმეში უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ციმბირის წყლულის სავალდებულო პროფილაქტიკა მხოლოდ დაავადების დაფიქსირებში შემთხვევაში ტარდება. ვაქცინაციას თავად სააგენტო ატარებს.

დაავადების აღმოჩენის ადგილიდან გარკვეულ რადიუსში ყველა ცხოველს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდება”, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვერიკო გულუა.

სოფლებში ვაქცინაცია უფასოა. ძველი სპეციალისტი-ვეტერინარები მიიჩნევენ, რომ დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზი პროფილაქტიკური აცრების არასრულფასოვნად ჩატარებაა. რიმა პეტროსიანის თქმით, ციმბირის წყლული ძალიან სახიფათო დაავადებაა და ცხოველების ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

შარშან ვაქცინაცია ჩატარდა, მაგრამ ვაქცინა ცოტა იყო და ყველას არ ეყო. ნახევარს შეხვდა, ნახევარს კი არა. გასულ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს 20 ათასი დოზა გამოუყვეს, ჩვენთან კი 50 ათასი ერთეული მსხვილი რქოსანი პირუტყვია”, - ამბობს ექიმი-ვეტერინარი რიმა პეტროსიანი.

ექიმის აზრით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ციმბირის წყლულის გავრცელების თვალსაზრისით ძალიან არასაიმედოა და დაავადებისაფეთქებისშემთხვევაში მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი