უშვილობა – მიზეზები და მკურნალობა



შუშან შირინიანიახალქალაქი

 უნაყოფობის მიზეზებზე, მის მკურნალობასა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზესამხრეთის კარიბჭეახალქალაქის საავადმყოფოს ქალთა კონსულტაციის ექიმს ასია გულიევას ესაუბრა.

- რამდენად აქტუალურია ახალქალაქში უნაყოფობის პრობლემა?

საერთოდ, უნაყოფობა მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. მძიმე ეკოლოგიური პირობები, არც ისე ხარისხიანი საკვები და ინფექციები ქალებში უნაყოფობას იწვევს. თუმცა, თუ ჩვენს მონაცემებს მსოფლიოს თუ ქვეყნის მასშტაბებს შევადარებთ, ახალქალაქში უშვილობის დიდი პროცენტი არ არის. სტატისტიკური ინფორმაციისთვის, თბილისის ჟორდანიას სახელობისა მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებს წარმოგიდგენთ. 2008 წელს ამ დიაგნოზით 14 პაციენტი გამოვლინდა და გაეწია მკურნალობა, 2009 წელს – 4, 2010 წელს კი 3. ეს ციფრები პირველად უნაყოფობას ეხება. მეორად უნაყოფობაზე მონაცემები არ მაქვს.
 
- რომელია პირველადი და მეორადი უნაყოფობა და უნაყოფობის კიდევ რა სახეები არსებობს?

პირველადია, როცა ქალი გათხოვილია და 1,5-2 წლის განმავლობაში არ ფეხმძიმდება. მეორადია უნაყოფობა, როდესაც ქალს ერთი შვილი უკვე ჰყავს, 1,5-2 წლის განმავლობაში თავს არ იცავს და დაფეხმძიმდება არ შეუძლია. ორივე შემთხვევა ჰორმონალურ დარღვევებთან ან რაიმე შეძენილ ინფექციასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ხშირად ჰორმონალური პრობლემებია, მაგალითად, ჩიყვი. ჩვენს მუნიციპალიტეტში ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია.

- რა არის ჩვენში უნაყოფობის ძირითადი მიზეზები?

გავრცელებულია ინფექციები, რადგან ჩვენთან მოსახლეობის მიგრაცია ძალიან მაღალია. ზოგჯერ უნაყოფობის განვითარებას ნაადრევი ქორწინება იწვევს. ასევე ჰორმონალური დარღვევები, როდესაც ქალს მაღალი პროლაქტინი აქვს, ან ქალური სასქესო ჰორმონები სათანადოდ ვერ მწიფდება ან ეს ჰორმონები მოჭარბებულია.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფშია უნაყოფობის უფრო მაღალი პროცენტი?

დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ უნაყოფობა 30 წელზე ზემოთ ასაკში უფრო ხშირია, როდესაც გვიან თხოვდებიან. ასეთ ასაკში გათხოვილ ქალებს უნაყოფობა უფრო ხშირად უვითარდებათ. ასევე ადრეული ქორწინების შემთხვევაში, როცა 15 წლამდე თხოვდებიან. ასეთ ქალებს უნაყოფობის პრობლემა გაცილებით ხშირად აქვთ, ვიდრე 18-დან 25-26 წლამდე ასაკის ქალებს. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როცა ჩვენთან გოგონა კონსულტაციაზე მოდის და დიაგნოზი ერთია, რომ იგი უბრალოდ უნდა გაიზარდოს, რათა დაფეხმძიმდეს.

- რა შესაძლებლობა აქვს ჩვენს საავადმყოფოს უნაყოფობის მკურნალობისთვის?

ადრე შესაბამისი ლაბორატორია არ გვქონდა და სხვა საავადმყოფოებში ვაგზავნიდით. ახლა დიაგნოზის დასმა თავად შეგვიძლია. უკვე თანამედროვე ლაბორატორია და ბევრი ლაბორატორიული ტესტი გვაქვს. ამ ტესტებს თავად ვაკეთებთ, აქვე შეგვიძლია უნაყოფობის დიაგნოზის დასმა და მისი შედეგიანად განკურნება.

- რამდენი ხანია, რაც ახალქალაქში ასეთი ლაბორატორია არსებობს და რა სახის უნაყოფობის მკურნალობა შეიძლება ჩვენთან?

უკვე რამდენიმე თვეა ეს ტესტები გვაქვს. არა 100%, რადგან ჩვენ კლინიკა არ ვართ, მაგრამ მინიმალური ნაკრები, რაც ჰორმონალური გადახრის, ჩიყვის, ქალური სასქესო ორგანოების პრობლემების დასადგენად არის საჭირო, გვაქვს და ამიტომ დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება შეგვიძლია. ჩვენთან უნაყოფობის მკურნალობა მაღალი პროლაქტინითY ხდება, ჩიყვს ენდოკრინოლოგის შემდეგ ჩვენ ვმკურნალობთ, თუ ის ინფექციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ არსებობს ძალიან უხეშ ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებული უნაყოფობაც, მაგალითად, ენდომიტრიოზი, რომლის მკურნალობაც მხოლოდ კლინიკის პირობებში შეიძლება.

- უწყობს თუ არა ხელს უნაყოფობას აბორტი?

დიახ, უწყობს, რადგან ეს საშვილოსნოში ჩარევაა. იშვიათ შემთხვევებში ხდება შეხება საშვილოსნოს კედელზე, როცა ღრუს გამოფხეკვა არის საჭირო.

- შეიძლება თუ არა უნაყოფობის თავიდან არიდება და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

პირველ რიგში, ჩვენს მაღალმთიან რაიონში საჭიროა თბილად ჩაცმა, ზამთარში თბილი თეთრეული უნდა გვეცვას, ფეხები ცივ წყალში არ დავისველოთ, სარეცხი თბილ წყალში ვრეცხოთ.

- შეიძლება თუ არა ამ პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ასაკში?

თუ გოგონას ადრეულ ასაკში მენსტრუალური დარღვევა დაუფიქსირდა ან მკვეთრი თმიანობა დაეწყო, აუცილებლად უნდა გაესინჯოს. ჩვენთან კი ეს მიღებული არ არის.

- სარგებლობენ თუ არა ახალქალაქში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით და რამდენად არის ეს ხელმისაწვდომი?

იშვიათი შემთხვევებია. მე მხოლოდ ორი ოჯახი ვიცი, რომლებმაც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართეს. წელს ორი შემთხვევა გვქონდა, როცა ოჯახური წყვილი მოვიდა და სცადა, თუმცა, შედეგი უარყოფითი მივიღეთ. შარშანაც ორი შემთხვევა იყო და საბედნიეროდ, ორივე წარმატებით დასრულდა. ეს არც ისე ხელმისაწვდომია, საშუალოდ 1000-დან 3000 აშშ დოლარამდე, ზოგჯერ კი უფრო მეტიც ჯდება. თუ უნაყოფობა 10 წელზე მეტხანს გრძელდება და წყვილს მკურნალობის ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეკგ- (ექსტრა კორპორალური განაყოფიერება ..) მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ. ეს ძალიან რთული პროცედურაა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი