ფინანსები თუ სტრატეგია?


 თამუნა უჩიძეახალციხე
პოლიტიკური ტემპერატურა ახალციხეში

ოპოზიციური პარტიები ახალციხეში; მათი წარმომადგენლები, რაიონული ორგანიზაციები და პოლიტიკური აქტივობები წინასაარჩევნო კამპანიამდე.

რაიონებში, როგორც წესი, ოპოზიციური პარტიების ოფისები არჩევნების წინ რამდენიმე კვირით ადრე იხსნება და არჩევნების შემდეგ ფუნქციონირებას წყვეტს. ორგანიზაციები კი, რომლებიც ახერხებენ ოფისების შენარჩუნებას არჩევნებიდან არჩევნებამდე, პოლიტიკური აქტივობების განხორციელებას ფინანსებს ვეღარ აწვდენენ.  

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან – “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, “კონსერვეტიული პარტიადათორთლაძის პარტია”, სამი დეპუტატია წარმოდგენილი. გარდა აღნიშნული პარტიებისა, ახალციხეში წარმომადგენელი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიასაც.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ფუნქციონირება შეწყვიტა მუნიციპალიტეტში მოქმედმაახალი მემარჯვენებისორგანიზაციამ. მას შემდეგ, არც ოფისი აქვთ ახალციხეში და არც წარმომადგენლები ჰყავთ”, - გვითხრაახალი მემარჯვენეებისახალციხის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ანზორ თამარაშვილმა.

კონსერვატიული პარტიის ახალციხის რაინული ორგანიზაციისთავმჯდომარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს იმდენად მცირე დაფინანსება აქვთ, რომ რაიონებში წარმომადგენლების შენარჩუნება შეუძლებელია. სანდროშვილი პოლიტიკაში 2005 წლის შემდეგ მოვიდა: ოთხი-ხუთი წლის წინ უკეთესი მდგომარეობა იყო, არჩევნებისთვის ბევრად ადრე ვხსნიდით ოფისებს, 2007 წლიდან კი მხოლოდ ორი თვით ადრე თუ ვახერხებთ ფუნქციონირების დაწყებას”.  

კონსერვატიული პარტიის ოფისი ახალციხეში მიმდინარე წელს ორი თვით გაიხსნა, თუმცა დაფინანსების შეწყვეტის გამო, მალევე დაიხურა.

ძალიან ძნელია მუშაობა ოფისის გარეშეამბობს სანდროშვილი და ამატებს, რომ გარდა ოფისისა, მას დაფინანსება არც სხვა პოლიტიკური აქტივობების განსახორციელებლად აქვსყველაფერი მხოლოდ ფული არაა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფინანსებთან მიდის საქმე. არ მაქვს საშუალება, რომ სოფლებში გავიდე და მოსახლეობას შევხვდე. ხშირად თბილისში წასასვლელადაც ვერ ვზოგავ ხარჯებს. თუ რაიმეზე მიმიწვდება ხელი, ვცდილობ წარმოვაჩინო საკრებულოში. მაგრამ ხალხი ხომ უნდა მოამზადო არჩევნებისთვის, რომ გაერკვეს პოლიტიკაში ვინ ვინ არის?!”

მდგომარეობა შეცვლილი არც მომავალი არჩევნებისთვისაა. სანდროშვილმა არ იცის, როდის შეძლებს კონსერვატიული პარტია ახალციხეში ოფისის გახსნას: “ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე აისახება”.

თორთლაძის პარტიისწარმომადგენლისა და ახალციხის საკრებულოს წევრის ლიანა ქეშეშევას აზრით, “ოფისის არქონა რაიონში არაფერს ცვლის”. იგი აღნიშნულ პარტიას ახალციხეში ორი წელია წარმოადგენს: “ჩემს გარდათორთლაძის პარტიიდანრაიონში სხვა არავინაა. ეზოში თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ამას საკრებულოში ყოველთვის წარმოვაჩენ. ოფისს მომავალი არჩევნებისთვის გახსნიან თუ არა არ ვიცი”.

პარტიის შექმნიდან დღემდე ახალციხეში ფუნქციონირება არ შეუწყვეტიაქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისახალციხის რაიონულ ორგანიზაციას.

ზამთარში კვირაში სამი დღე, ისე კი ორიდან ხუთ საათამდე ვმუშაობთ ყოველდღე, - გვიხსნისქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის‘‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ია ხარაიშვილი: გვყავს ახალგაზრდული ფრთა, სტუდენტები წერენ სხვადასხვა პროექტებს. მაგალითად ახლახანს დავასრულეთ ინგლისური ენის სწავლების სამთვიანი პროექტი”.

ხარაიშვილის თქმით, ოფისში მიდიან ვეტერანები, პენსიონერები, ლტოლვილები, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები: ვისმენთ მათ პრობლემებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩვენი პარტიის წარმომადგენელსა და საკრებულოს წევრს მიაქვს ადგილობრივ თივთმმართველობამდე”.   

ოფისს ოთხი თანამშრომელი ჰყავს: თავმჯდომარე, აღმასრულებელი მდივანი, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და ოფისის მენეჯერი.

არჩევნების პერიოდში სრულად ვფინანსდებოდით. ამჟამად ხელფასი  მხოლოდ თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს აქვს”, - ამბობს ხარაიშვილი.

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისწარმომადგენლებს  სოფლებში გასასვლელად საწვავის ხარჯებიც აქვთ: სულ კავშირი გვაქვს ხალხთან. მაგალითად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას ვადევნებთ თვალყურს და თვის განმავლობაში ორ სოფელს მაინც ვამოწმებთ”.

რესპუბლიკური პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაცია ნათენაძის ¹38-ში 2006 წლის ივნისიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. თუმცა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგანგანსხვავებით, აქ არც ხელფასებს და არც გასვლის ხარჯებს უნაზღაურებენ.
  
საკმაოდ აქტიური კომიტეტი გვყავს. ბოლო დღეებში სამი სხდომა გვქონდა. ჩვენი წარმომადგენლები თითქმის ყველა სოფელში არიან, თუ შეკრებას ხშირად ვერ ვახერხებთ, ერთმანეთს ტელეფონით ვეკონტაქტებით”, - გვიხსნის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.

გარდა ბინის ქირისა, “რესპუბლიკურ პარტიასახალციხეში დაფინანსება საერთოდ არ აქვს, ამდენად, რაიონულ ორგანიზაციას მხოლოდ გოგოლაძე წარმოადგენს: “უხელფასოდ აქ ჯდომას ვერავის მოსთხოვ. არჩევნების პერიოდში, როცა მეტად ვართ დატვირთულები, ერთმანეთს ვენცვლებით, რადგან მე თუ გარეთ გავალ, ოფისში ვიღაც დარჩეს”. 

რაც შეეხება სოფლებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას, გოგოლაძის თქმით, ეს ვერც ბოლო არჩევნებისთვის მოხერხდა, მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო: “სამაგიეროდ გავედი ქალაქში, მოვიკითხე ლტოლვილები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ პრობლემებს გავეცნი. საზოგადოებასთან უერთიერთობა თუ არ გაქვს, პარტიის მუშაობა სხვაგვარად წარმოუდგენელია და ეს, საბოლოოდ, მიღებული ხმების რაოდენობაზეც მოქმედებს”.  

ნებისმიერი არჩევნების შედეგი, ეს არის იმის შედეგი, რაც გაწეული იქნა მათ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში, - აცხადებსფრაქცია ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარინე სუდაძე - ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები მართლა ერთი თვით ადრე აქტიურდებიან. ეს შეცდომაა და ასე ხდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სტრატეგიული განვითარების გეგმა”.  

სუდაძის აზრით, პარტიების სათავეში არაპროფესიონელები დგანან:  “ჩემოუყალიბებელი ცნობიერების ადამიანები ქმნიან პარტიებს. დიდი ფინანსები არ სჭირდება პოლიტიკური პარტიის შენახვას, ოპოზიციურ პარტიებში ძალიან მიზერული თანხებით 4-5 წელიწადი მიმუშავია”.

სუდაძის მოსაზრებას იზიარებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ გიქოშვილი: იმისთვის, რომ ხალხს შეხვდე, ფული საჭირო არაა. რეალურად, მგონია, რომ ამ პარტიებს რეგიონებში წარმომადგენლები არ ჰყავთ და ამიტომაც არჩევნებში ვერ ღებულობენ სასურველ შედეგს”.  

კადრების კატასტროფულ სიმცირეზესაუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომდგენელი გია ანდღულაძეც. იგი ფიქრობს, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობა შესაძლოა ფუნანსური პრობლემებიდანაც მოდიოდეს: ოპოზიციური პარტიები თავიანთი მუშაობის შედეგს მაშინ დაინახავენ, თუ სამუშაო მოქმედების გეგმასა და პროგრამას შეიმუშვებენ”.

ანდღულაძეს ეთანხმება ასოციაციატოლერანტისმენეჯერი გოჩა ნათენაძე: “ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში სერიოზული კრიზისი აქვთ. მიზეზი არის ის, რომ ვერ სთავაზოენ საზოგადოებას ქვეყნის გავითარების იმაზე უკეთეს გეგმას, რომელიც დღეს არსებობს”.

ნათენაძის აზრით, ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის განვითარების უკეთესი გეგმა რომ შემუშავებული ჰქონდეთ, მაშინ რეგიონებშიც იაქტიურებდნენ და საზოგადოების მხარდაჭერაც მეტად ექნებოდათ.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი