უბედური შემთხვევა


 ნინო ნარიმანიშვილიახალციხე
ყოფილი პოლიკლინიკის შენობის დანგრევის შესახებ, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლება შენობის მფლობელის ვინაობას ასაიდუმლოებს.

ახალციხეში, ყოფილი რაიონული პოლიკლინიკის შენობის კედლის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყოლილ 24 წლის ირაკლი კოტორაშვილს, რომელიც შენობაში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, სამაშველო სამსახური 5 საათის განმავლობაში ეძებდა. სამაშველო სამუშაოებს ის ართულებდა, რომ ჩაინგრა შენობის ორი სართული და ნანგრევებს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილებისგან ასუფთავებდნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დღის ბოლოს იგი ბეტონის ორ ფილას შორის მოყოლილი იპოვეს. ერთ-ერთი მაშველი ზაზა ნათენაძე ამბობს, რომ მისი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა: სინკარებსშორის იყო მოყოლილი და დაჭყლეტილი იყო მთლიანად”.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის მცხოვრებ ირაკლი კოტორაშვილს სამუშაო რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა. ახლობლები იხსენებენ, რომ იმ დღეს მას სამსახურში წასვლა არ უნდოდა.

ერთ კვირაზე მეტია რაც მანდ მუშაობდა. ვინ დაიქირავა და რა სამუშაოებს ასრულებდა არ ვიცი”, - გვითხრა გარდაცვლილის ბიძაშვილმა ლევან ლონდარიძემ.

უბედური შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნგრევის ხმა დაახლოებით დღის 2 საათზე გაისმა.

უცებ გავიგე ძლიერი ხმაური, შენობის წინა მხარეს ფანჯრები გადმოინგრა და აგურები გადმოცვივდა. მერე მესმოდა როგორ ეძახდნენ ვინმე ირაკლის, ყვიროდნენ ირაკლი, ხმა გაგვეცი, ცოცხალი ხარო?” - გვიამბობს ია გვირჯიშვილი, რომელიც შენობის წინ მდგარ ჯიხურში ჟურნალ-გაზეთებს ყიდის.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა იმის დადგენა, ვინ მოყვა ნანგრევებში გვიანობამდე ვერ მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დროისათვის შენობაში სამი მუშა იმყოფებოდა. ორმა მათგანმა ნგრევას გამოასწრო, მათგან ერთმა, 31 წლის შოთა გიქოშვილმა, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულს სხეულზე, ზურგის მიდამოებში მცირე განაკაწრები აღენიშნებოდა. რაიონული საავადმყოფოს ქირურგის პაატა ერეკლიშვილის თქმით, ახალგაზრდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ იგი მალევე გაწერეს.

დიდიმამიშვილის 2 ნომერში მდებარე შენობა, სადაც რაიონული პოლიკლინიკა იყო განთავსებული, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დაცალეს. ყოფილი პოლიკლინიკა ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს შეურთდა. მართალია, იმავე პერიოდში საავადმყოფოს შენობაში ჯანდაცვის ექვსი სხვადასხვა სამსახური გადავიდა, მაგრამ მოსახლეობაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ადგილი, სადაც აქამდე პოლიკლინიკა მდებარეობდა, სასტუმროს მშენებლობისთვის განთავისუფლდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ამ მოსაზრებას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით,   ამ ადგილას ნამდვილად სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, მაგრამ ფართი ამ მიზნით არ დაცლილა: “ჯანდაცვის სისტემის ახალი მიდგომებით, სავალდებულოა ჯანდაცვის ყველა დაწესებულება ერთ ჭერქვეშ გაერთიანდეს. საავადმყოფოს შენობა ცარიელი იყო, იქ იმხელა ფართია, რომ ყველა დაწესებულებას თავისუფლად დაიტევს”.

ყოფილი პოლიკლინიკის შენობა ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს, ამდენად, გასხვისდა თუ არა ობიექტი, ვინაა მისი ამჟამინდელი მფლობელი და შესაბამისად, ვინ აწარმოებდა სამუშაოებს, მალხაზ გიქოშვილისთვის უცნობია.

რამდენადაც ვიცით, სამშენებლო სამუშაოები არ იყო დაწყებული. უბრალოდ, რომ გამოვიდა პოლიკლინიკა, ბევრი ნაგავი დარჩა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ისეთი კონსტრუქციული სამუშაოები არ ჩატარებულა, რომ ნგრევა გამოეწვია. ეგეთი რამე რომ ჩატარდეს, მშნებლობაზე ნებართვაა საჭირო”, - ამბობს გიქოშვილი, თუმცა კითხვაზე ვისი დავალებითწმენდდნენ მუშები შენობას ნაგვისგან”, გვპასუხობს, რომ არ იცის.

ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის მშენებლობას, 42 წლის წინ, არიტექტორი გივი ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. მალხაზ გიქოშვილისგან განსხვავებით, იგი არ გამორიცხავს, რომ ნგრევის მიზეზი შესაძლოა მუშების მიერ შეტანილი ტექნკური ცვლილებები იყოს. არქიტექტორი სამუშაოების შემსრულებლების კვალიფიკაციით ინტერესდება.

ამდენი ხანია მშვენივრად არსებობს და პრეტენზია არავის ჰქონია. მე არ მინახავს, მაგრამ თუ ჩამოინგრა, მე როგორც მშენებელ-ინჟინერი ვფიქრობ, რომ რაღაც ტექნიკური დაზიანება მიიღო”, - განაცხადა გივი ჯანაშვილმა ადგილობრივი ტელეკომპანიამე-9 არხისეთერში.

შენობის დემონტაჟს გამორიცხავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძეც. მისი თქმით, შენობა ჯერ ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია: მოიაზრება კერძო ინვესტიციის განხორციელება, დღესაც (21 ოქტომბერი .) იყო კონსტრუქტორი ჩამოსული, რომ შეემოწმებინა რამდენადაა შესაძლებელი სამშენებლო სამუშაოები. შენობა არის საკმაოდ ავარიული და მადლობა ღმერთს, რომ დროზე მოხერხდა პოლიკლინიკის გადაყვანა, თორემ მეტი უბედურება მოხდებოდა.

კითხვაზე, ვინ და რატომ შეუშვა მუშები შენობაში და რა სამუშაოებს ასრულებდნენ ისინი, არც გამგებელი გვპასუხობს: დეტალებს გამოძიება დაადგენს”.

გივი ჯანაშვილი შენობის ავარიულობას არ ეთანხმება. იგი ნგრევის მეორე ვერსიაზეც საუბრობს. მისი ვარაუდით, შესაძლოა, პოლიკლინიკის შენობიდან წყალი სისტემატურად ჟონავდა, რამაც მასალის დაშლა გამოიწვია.

თუ სამდე რამე გამოჟონავდა, მაშინვე ვცდილობდით შეკეთებას. სპეციალისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, შესაძლოა თუ არა ეს გამხდარიყო შენობის ჩამონგრევის მიზეზი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ შენობა კარგ მდგომარეობაში იყო და ბევრად უკეთეს პირობებში ვმუშაობდით, ვიდრე ახლა ვართ. ახლა მინიმალური პირობები გვაქვს, ერთ კაბინეტში ექვსი მედდა ზის”, - ამბობს რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი თინათინ აბულაძე და აქვე ამატებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შენობის შეკეთებაში არასოდეს დახმარებია, - გასულ წელს ძლიერმა ქარიშხალმა სახურავი დააზიანა და გამგეობას დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ უარი გვითხრეს. გამოგვიგზავნეს კომისია, დათვალიერების შემდეგ კი შეადგინეს აქტი, რომლის თანახმად სახურავი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ ისევ ჩვენი ძალებით შევცვალეთ სახურავის ის მონაკვეთი”.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განხსვავებით, ახალციხეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოფილი პოლიკლინიკის შენობა ადგილობრივმა ბიზნესმენმა რამაზ თედორაძემ შეიძინა. მათივე მოსაზრებით, ნგრევა საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია. მალხაზ გიქოშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს. არ არსებობს! მაგრამ, რამაზ თედორაძეც რომ ყოფილიყო, ეგ მისთვის პირველი შენობა არ არის, მზიდ კედელს არავინ გამოაცლიდა. შეიძლება ახალგაზრდები მუშაობდნენ, მაგრამ თუ შენ არ უთხარი, ის თავისით არავინ არაფერს დაანგრევს”.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ შენობა 40 წელიწადში გამოვიდეს მწყობრიდან, ინჟინერ-გეოლოგი დავით სირბილაძე გვიხსნის, რომ ეს შენობის ექსპლუატაციის ვადაზეა დამოკიდებული. შენობას შესაძლოა 20-წლიანი ვადაც ჰქონდეს და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს: “ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ, თბილისში მაგალითად 50-წლიანი ვადით აშენებული შენობებიც კი უკვე 100 წელია მყარად დგას. ამ შემთხვევაში, ჩემი ვარაუდით, საყრდენი კედელი გამოაცალეს, დაასუსტეს და ამიტომ მოხდა ნგრევა”.

შენობის მესაკუთრისა და მომხდართან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის მიღებასსამხრეთის კარიბჭერამაზ თედორაძისგან შეეცადა. მაგრამ ბიზნესმენმა ჩვენთან საუბარზე უარი ისე განაცხდა, არც უკითხავს რა საკითხზე ვიყავით მასთან მისული: არ მაინტერესებს რას დაწერთ და არც ის მაინტერესებს რაზე ხართ მოსული. პრესასთან საუბარი არ მსურს”.

კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის, ადგილობრივ ხელმძღვანელობაში არ შექმნილა. თუმცა, გამგეობაში ამბობენ, რომ დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად აუცილებლად დაეხმარებიან: ახლა ოჯახთან ამ თემაზე ლაპარაკი საშიენელება იქნება, მაგრამ ფინანსური დახმარება აუცილებლად იქნება”.

უბედური შემთხვევის დეტალებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იკვლევს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი