თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გავლენა რეგიონზე


 შუშან შირინიანიახალქალაქი
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის დროს საქართველოში სამბალიანი ბიძგები დაფიქსირდა. ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სომხეთის ატომური ელექტროსადგური ძლიერი ბიძგების განმეორების შემთხვევაში.

პირველი მიწისძვრა 7,6 ბალის სიძლიერის იყო, მიწისძვრის ეპიცენტრი, სხვადასხვა მონაცემებით, 5-დან 94 კმ-მდე სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ ბიძგები საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. 25-26 ოქტომბერს ვანის პროვინციაში 400-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი დაინგრა. 27 ოქტომბრის მონაცემებით 523 ადამიანია დაღუპული და დაახლოებით 1600 დაჭრილია. მონაცემები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დღითიდღე იზრდება.

დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქე დაზარალდა, მათ საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და უკვე საქართველოში იმყოფებიან.

საქართველოში, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებში, ამ პერიოდის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები მუდმივად ფიქსირდებოდა. საქართველოს მიწის შესახებ მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მიხეილ ელაშვილის თქმით, ეს ბიძგები 3 ბალამდე სიმძლავრის იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოფიციალური საიტის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში 50-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დარეგისტრირდა. საიტის ინფორმაციით, ზოგჯერ დღეში 6-7 ბიძგი ფიქსირდებოდა. წელს საქართველოში რეგისტრირებული მიწისძვრების სიმძლავრე 3-დან 5,7 ბალამდე იყო. ყველაზე ძლიერი, 5,7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, რაც საქართველოს სეისმურმა ცენტრმა დაარეგისტრირა, აპრილში, კურორტ საირმეზე მოხდა. ამ დღეს შვიდი ბიძგი დაფიქსირდა. თუმცა აპრილის მიწისძვრას მიმდებარე რაიონების მოსახლეობისთვის სერიოზული ზიანი არ მოუტანია. მიწისქვეშა ბიძგების შესაძლებლობის წინასწარ განსაზღვრას ექსპერტები ვერ ახერხებენ.

23-26 ოქტომბრის თურქეთის ძლიერმა მიწისძვრამ, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მხრიდან მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლო საფრთხეზე საუბრისთვის კიდევ ერთი საბაბი შექმნა.

საქართველოსმწვანეებიმიიჩნევენ, რომ ბოლო ხანებში გახშირებულმა მიწისძვრებმა, შესაძლოა, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე იმოქმედოს. სააგენტოთრენდ”, ქართულ მასმედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ეს შეშფოთება ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოსმწვანეებისლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გამოთქვა. მისი თქმით, ბოლო ხანებში მიწისძვრებმა ციკლური ხასიათი შეიძინა. ისინი 10 წელიწადზე ოდნავ მეტი პერიოდულობით მეორდება. ავარიის შემთხვევაში, რადიაცია თბილისამდე რვა საათში მოაღწევს.

თურქეთისა და სომხეთის ტერიტორია სეისმურად აქტიური ზონაა. არის საფრთხე, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ კატასტროფამდე მიგვიყვანოს”, - ამბობენ ეკოლოგები.

საქართველოს მიწის შესახებ მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მიხეილ ელაშვილის აზრით, თურქეთის მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო. შესაძლებელია მისი ციკლური მიწისძვრებისთვის მიკუთვნება, თუმცა, ციკლები არა 10, არამედ 1000 წლის პერიოდულობით ითვლება. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა სომხეთსა და საქართველოს არ ეხება. როგორც ელაშვილმა განმარტა, თურქეთი სხვაჩრდილო-ანატოლიის ტექტონიკურ ნაწევზე (გეოლ.) იმყოფება და მის ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრა საქართველომდე მხოლოდ მცირე რხევების სახით აღწევს. საქართველო კავკასიის ქედის ნაწევზე მდებარეობს. სეისმურად აქტიურია ჯავახეთის მაღლობიც, რომელიც სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზეც ვრცელდება.

მიხეილ ელაშვილს უჭირს საუბარი იმის შესახებ თუ რა საფრთხეს წარმაოდგენს  მოცემულ შემთხვევაში სომხეთის ატომური ელექტროსადგური: ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ატომური ელექტროსადგური საბჭოთა პერიოდში აშენდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად კარგადაა აშენებული და სისტემა რამდენად სეისმომდგრადია. თუმცა თურქეთში მომხდარ ამ კონკრეტულ მიწისძვრას ერევანზე ისეთი გავლენა არ მოუხდენია, რომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში პრობლემები გამოეწვია”.

25 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსისიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაზიანება გამორიცხული იყო, რადგან ის მიწისძვრის მინიმუმ 9 ბალიანი სიმძლავრის გათვალისწინებითაა აგებული, ელექტროსადგურის ტერიტორიამდე მიღწეული ბიძგების სიმძლავრე კი 3 ბალს არ აღემატებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ელექტროსადგური არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი კონტროლის ქვეშაა და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ამ უკანასკნელთა რეაქცია არ დააყოვნებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი