სომხურ-თურქული ურთიერთობები და ბარიერი მათი მოგვარების გზაზე


 აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი
სომხურ-თურქული ურთიერთობის მოწესრიგების მცდელობიდან ორი წელი გავიდა, თუმცა, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, წინსვლა არ შეინიშნება. რა ბარიერები არსებობს, რა ბედი ეწიაურთიერთობის მოგვარებისპროტოკოლებს; როგორია წინაპირობები და მოლოდინი.

პროტოკოლების ბედი

ორი წლის წინ ციურიხში აშშ-ის, რუსეთისა და ევროკავშირის მონაწილეობით ხელი მოეწერა სომხურ-თურქულ პროტოკოლებს ურთიერთობის მოწესრიგებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. დღეისთვის ხელმოწერილი დოკუმენტები ისევ და ისევ ფარატინა ქაღალდად რჩება.

თურქეთსა და სომხეთს შორის, რიგი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების გამო, დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ სსრკ-ის დაშლიდან 18 წლის შემდეგ დამყარდა.

სომხურ-თურქულ ურთიერთობაში დაძაბულობა გამოწვეულია ისტორიული მოვლენებით, პირველ რიგში კი, თურქეთის მიერ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში სომეხთა გენოციდის ფაქტის არაღიარებითა და მთიანი ყარაბაღის პრობლემით.

ურთიერთობის მოგვარების ურთიერთსარგებლიანობა ორივე მხარეს კარგად ესმის, შესაბამისად, ხელმოწერილი პროტოკოლების მიღებისთვის ზოგიერთი ნაბიჯი ორივე მხრიდან გადაიდგა.

სომხეთმა და სომხეთის პრეზიდენტმა გააკეთეს შემდეგი: დასაწყისში პროტოკოლები, მათი ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარკვევის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნა. შემდეგ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დიასპორასთან უპრეცედენტო ტურნეში გაემგზავრა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით სომეხი ხალხის უმრავლესობის მოსაზრება შეეტყო. უნდა აღინიშნოს, რომ სომხური დიასპორა თავიდანვე სომხურ-თურქული პროტოკოლების რატიფიკაციისა და საერთოდ, სომხეთის თურქეთთან რაიმე ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

გასული წლის გაზაფხულზე რესპუბლიკის მმართველმა კოალიციამ მოახდინა ფაქტის კონსტატაცია, რომ სომხეთთან დაახლოების შესახებ მოლაპარაკების დროს, თურქეთის პოზიცია ამ მოლაპარაკებას აზრსმოკლებულს ხდის. მაშინ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის შერიგების პროტოკოლების რატიფიკაციის პროცესი შეჩერებულია. 2010 წლის 22 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა სომხურ-თურქული პროტოკოლების რატიფიკაციის პროცედურების შეჩერების განკარგულებას ოფიციალურად მოაწერა ხელი.

სომხეთი პროტოკოლებზე ხელმოწერას შეინახავს, რადგან მას ურთიერთობის მოგვარების შესაძლებლობის შენარჩუნება სურს”, - აღნიშნა მაშინ პრეზიდენტმა.

სომხურ-თურქული ურთიერთობის მოგვარების პროტოკოლები სომხეთის პარლამენტშია. სომხეთის ეროვნული საბჭოს რეგლამენტი საშუალებას იძლევა დოკუმენტების განხილვა 10 წლის განმავლობაში არ მოხდეს.

სომხეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი სხდომის მიმდინარეობისას, რომელიც 2011 წლის 13 სექტემბერს გაიმართა, დეპუტატთა ნაწილმა პარლამენტის სპიკერს მოუწოდა, რომ მათ სომხეთის პრეზიდენტისთვის სომხურ-თურქული პროტოკოლების ეროვნული საბჭოდან გაწვევის წინადადებით მიემართათ.

ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი ელჩი სომხეთში ჯონ ევანსი მიიჩნევს, რომ ისტორიული, ტერიტორიული და სხვა პრობლემების აღრევა დიპლომატიურ ურთიერთობებში არ ღირს და საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობის და არა ზოგადად სომხურ-თურქული ურთიერთობის მოგვარება.

რუსეთსა და ჩინეთს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის, მიუხედავად ტერიტორიული დავებისა, დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს. აშშ- ამჟამად კუბასთან და ირანთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, სამაგიეროდ, სახელმწიფო ინტერესმა, თავის დროს, სტალინის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გვაიძულა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამით ვინმესთან რაიმეთი ვალდებულები არ ვხდებით”, - მიიჩნევს ჯონ ევანსი.

პროტოკოლების რატიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯები თურქეთმაც გადადგა, თუმცა, მეტად თავისებურად. წლევანდელ წლამდე თურქეთის მიერ პროტოკოლების ხელმოწერისთვის წამოყენებულ პირობას სომხეთი არ ეთანხმებოდა. 2011 წლის 22 აგვისტოს კი თურქეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა პროტოკოლები დღის წესრიგიდან მოხსნა. კანონპროექტზე პარლამენტის წინა შემადგენლობას არ უმსჯელია, შესაბამისად, ის იურიდიულად ბათილად მიიჩნევა. ცოტა მოგვიანებით, 23 სექტემბერს თურქეთის მინისტრთა საბჭომ ადრე ბათილად ცნობილი პროტოკოლები აღადგინა და ის პარლამენტში დააბრუნაგადმოგვცემს თურქული მასმედია.

მთავრობის ამ ნაბიჯებმა თურქულ ოპოზიციას კრიტიკისთვის ნოყიერი საფუძველი მისცა. თურქული ოპოზიცია სომხურ-თურქული პროტოკოლების თურქეთის დიადი ეროვნული ასამბლეის დღის წესრიგში დაბრუნების წინააღმდეგი იყო. ოპოზიციური პარტიისნაციონალისტური ქმედებისფრაქციის ხელმძღვანელმა ოქტაი ვურალმა თქვა, რომ პროტოკოლების დღის წესრიგში დაბრუნება მხოლოდ თურქეთის მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მეტყველებს.

ალბათ პრემიერ-მინისტრს ამ ნაბიჯის გადადგმა ნიუ-იორკის მხრიდან ძლიერმა ზეწოლამ აიძულა. სომხეთის პრეზიდენტი თურქეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს, გაეროს- ტრიბუნიდან ჩვენს წინაპრებს შეურაცხყოფს, ჩვენი მთავრობა კი, სომხეთის წინააღმდეგ მკაცრი პროტესტის გამოთქმის ნაცვლად, ამ ყბადაღებულ პროტოკოლებს პარლამენტში აბრუნებს”, (არმტოწნ.ცომ), - აღნიშნა მან.

თურქული კანონმდებლობის თანახმად, წინა პარლამენტის დაუმტკიცებელ კანონპროექტებს ახალი პარლამენტი ბათილად ცნობს, თუმცა, მთავრობას ან პარლამენტარებს მათი აღდგენა და დღის წესრიგში დაბრუნება შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, თურქი ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით თურქეთი მსოფლიოს წინაშე სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების პროცესისადმი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს.

2011 წლის ოქტომბერში სომხურ-თურქულ ურთიერთობებსა და პროტოკოლებს თითქოსდა აქტუალობა დაკარგული äქონდა, მის შესახებ თითქოს დაივიწყეს კიდეც, თუმცა, სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შემდეგ სომხურ-თურქულ ურთიერთობის ირგვლივ ვნებები კვლავ გამძაფრდა. აქტიური საუბარი დაიწყო 1915 წლის სომეხთა გენოციდის საკითხის შესახებ, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში განხეთქილების ერთ-ერთი ქვაა (მეორე ბარიერი ყარაბაღის პრობლემაა).

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ საკმაოდ მკაცრად უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებას, რომ თურქეთმათვალი უნდა გაუსწოროსსაკუთარ ისტორიას და 1915 წელს სომეხთა ჟლეტა გენოციდად აღიაროს.

საფრანგეთმა სარკეში უნდა ჩაიხედოს, სანამ თურქეთს საკუთარი ისტორიის გადახედვას ურჩევს”, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა.
  
თურქული მხარის შემოთავაზებული ისტორიკოსთა ქვეკომისია

სამხრეთ კავკასიაში სარკოზის ვიზიტის შემდეგ გენოციდის საკითხის განხილვამ საყოველთაო ხასიათი მიიღო.

გენოციდის აღიარებაზე უარის შესახებ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, თურქეთმა, თავის მხრივ, გადაწყვიტა ამ საკითხის გარკვევისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. თურქეთის ისტორიკოსთა თანამეგობრობამ სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორს ჰაიკ დემოიანს ისტორიკოსთანეიტრალურისპეციალისტებისგან შემდგარი ქვეკომისიის მუშაობის დაწყების წინადადებით წერილი გაუგზავნა. ამ წერილის თაობაზე 18 ოქტომბერს ჰაიკ დემოიანმა მასმედიის საშუალებით განაცხადა: “იძულებული ვარ, თურქულ მხარეს იმედები გავუცრუოეს მატარებელი დიდი ხანია წავიდა. მოცემული მომენტისთვის სომხური მხარე ასეთ წინადადებას არც კი განიხილავს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თუ მათ მსგავსი საკითხების განხილვა უნდათ, დღის წესრიგში ერთადერთი საკითხიგენოციდის შედეგების აღმოფხვრა იქნება. ჩვენ სხვა საკითხების განსჯას არ ვაპირებთ”.  

მსგავს განხილვებში სომხური მხარის მზადყოფნასთან დაკავშირებით, თუ ასეთი სტრუქტურა მაინც შეიქმნება, ჰაიკ დემოიანის განცხადებით: პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ასეთი განხილვები საერთოდ უადგილოა. თურქული მხარე ნებისმიერი მსგავსი ფორმატის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეეცდება. და მეორე, თუ ისტორიკოსების რაოდენობაზე ან კვლევებზეა საუბარი, ჩემი აზრით, ეს საჭირო არ არის, რადგან დოკუმენტური ბაზა უფრო მნიშვნელოვანია. ის, რაც უკვე გამოკვლეულია და ჩვენ ხელთაა. ამ თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ”.

თურქოლოგი არტაკ შაქარიანი ფიქრობს, რომ ასეთი კომისიის შექმნა პრობლემის მოგვარების კონკრეტულ მიმართულებასაც კი ვერ წარმოაჩენს.

ვერც ერთი თურქი ისტორიკოსი, რომც იცოდეს, რომ გენოციდი იყო, ამის შესახებ საჯაროდ ვერ განაცხადებს. ვნახეთ, რა ბედი ეწიათYისტორიკოსებს, ვინც ამას აკეთებდა. მწარე გამოცდილებაც გვაქვსცნობილი სომხურ-თურქული კომისია დევიდ ფილიპსის თავმჯდომარეობით. მათ გარდამავალი სამართლიანობის საბჭოს მიმართეს და გარკვეული პასუხიც მიიღეს, რომ მოვლენები ცნებაგენოციდსსავსებით შეესაბამება. ამის შემდეგ თურქები კომისიის შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ გამოვიდნენ”, - გვიამბობს თურქოლოგი. 

რა ელის სომხურ-თურქულ პროტოკოლებს

ექსპერტები, მედლის ორივე მხარის განსჯის შემდეგ, ამტკიცებენ, რომ პროტოკოლებმა თავი ამოწურა.

ამ საკითხის ირგვლივ დიპლომატიური კონტაქტების ხასიათი შეიძლება მნიშვნელოვნად შემჭიდროვდესმისი მიზანი, შესაძლოა, მხოლოდ პროტოკოლების ძირითადი პუნქტებისსაზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გახდეს. მაგრამ არა ამ პროტოკოლების მიხედვით. თურქეთი სტრატეგიულ შეცდომას აღიარებს, რომ მან პროტოკოლებზე აზერბაიჯანის რეაქცია სათანადოდ ვერ შეაფასა. ამიტომ თურქეთი, სავარაუდოდ, მათ აღარ დაუბრუნდება. სომხეთისთვისაც პროტოკოლებისგაცოცხლებასაზრი არ აქვს”, - განმარტავს პოლიტოლოგი, რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ კირაკოსიანი.

თურქეთისთვის ციურიხის პროტოკოლები განვლილ და არასაჭირო ეტაპად იქცევა”, - განაცხადა პროფესორმა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა რუსტამ მამედოვმა.

მიუხედავად ამისა, ოფიციალურ შეხვედრებსა და გამოსვლებში ზემოთაღნიშნულს არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

2011 წლის სექტემბრის ბოლოს სომხეთის პრეზიდენტმა საზეიმო მიღებაზე გამოსვლისას, რომელიც აშშ-ში სომხეთის საელჩოს, გაერო_ში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლისა და ამერიკის სომხური ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, ყველა მტკივნეულ საკითხსა და მიღწევებზე ისაუბრა. გამოსვლის დასკვნით ნაწილში სომხეთის პრეზიდენტმა რეგიონული კონფლიქტების მოგვარების იმედი გამოთქვა, რისი წყალობითაცრეგიონი ცივილიზაციის შემაერთებელ მტკიცე და სტაბილურ ხიდად აღიქმება”.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლა გიულმა სექტემბრის დასაწყისში რუსეთში ყოფნისას აღნიშნა: “ჩვენ სომხურ-თურქული ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება გულწრფელად გვინდა”.

ჯერჯერობით, არც ერთი და არც მეორე მხარე, დათმობებზე წასვლას არ აპირებს

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი