შეცვლილი პრიორიტეტები


შუშან შირინიანიახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში წელსსოფლის დახმარებისპროგრამითძირითადად, სარწყავი და წყალმომარაგების სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყეს. საქმე დაუსრულებელი დარჩა, თუმცა, მუშაობას ისედაც საქმის მომავალში დასრულების იმედით იწყებდნენ.

დახმარება სოფელსპროგრამის მუშაობის პირველ წლებში სოფლებში, ძირითადად, მოკლევადიან სამუშაოებს ასრულებდნენ, როგორიცაა რიტუალების სახლების, კლუბების რემონტი და სხვა ისეთი პროექტები, რასაც გამოყოფილი თანხა ჰყოფნიდა. წელს კი სოფლების უმრავლესობამ ძირითად მიზნად წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება დაისახა. გამოყოფილი სახსრები აღნიშნული სამუშაოს მხოლოდ ნაწილს ჰყოფნიდა და მოსახლეობამ ეს საქმე მომავალი დაფინანსების იმედით წამოიწყო. ბევრ სოფელში არამხოლოდ სარწყავი სისტემა არ არსებობს, არამედ სასმელი წყლის პრობლემაც მწვავედ დგას.

პროგრამა საქართველოში უკვე მესამე წელია მუშაობს. “ხალხმა დაინახა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში თანხების გამოყოფა ყოველწლიურად ხდება, ამიტომაც სოფლებში დიდი სამუშაოების კეთება დაიწყეს”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

სოფელ იხტილას სარწყავი სისტემა სჭირდება. წელსსოფლის დახმარების პროგრამითგამოყოფილი თანხებით ადგილობრივებმა 600 მეტრის სიგრძის მილები გაიყვანეს, მომავალი წლის სახსრებით კი დარჩენილ, დაახლოებით, 800-მეტრიან მონაკვეთზე აპირებენ მილების ჩაყრას.

სოფლებში ბუღაშენი და ხორენია წელს სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის ნაწილი გაარემონტეს, დარჩენილი სამუშაოს დასრულებას მომავალ წელს გეგმავენ. ასეთივე მდგომარეობაშია სოფელ გომანის სასმელი წყლის სისტემა. გომანის მოსახლეობას უნდა წყალი სოფელ ოლავერდიდან გამოიყვანოს, მილები იმ სიგრძეზე ჩაყარეს, რისთვისაც თანხა ეყოთ.

სოფელ არაგვას საქაჩი სისტემის ყიდვა უნდა, რაც 20 ათასი ლარი ღირს. პროგრამით გამოყოფილი თანხით საქაჩის ნაწილი იყიდეს და იმედი აქვთ, მომავალ წელს სისტემას აამუშავებენ.

სოფელმა მაჯადიამ წელს 22 700 ლარი მიიღო. სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა ამ თანხით ნაწილობრივ გაერემონტებინა სარწყავი სისტემა, რადგან სრული რემონტისთვის სახსრები საკმარისი არ იყო. აბლარ-მაჯადიას სისტემა 14-კილომეტრი სიგრძისაა, ის 1996 წლამდე საქაჩის გარეშე მუშაობდა, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა.

სისტემის გარემონტება გადავწყვიტეთ, რადგან წყლის გარეშე სოფელი სოციალური პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. სარწყავი წყალი თუ იქნება, სასმელი წლის პრობლემაც ნაწილობრივ გადაიჭრება. შეგვეძლება კარტოფილი, კომბოსტო მოვიყვანოთ. თუ წყალი არ იქნება, მოსავლიანობა საგრძნობლად მოიკლებს. მომავალ წელს პროგრამით გამოყოფილ თანხას ისევ ამ მიზნით დავხარჯავთ, გვინდა საწყავი სისტემის რემონტი ბოლომდე მივიყვანოთ”, - ამბობს სოფელ მაჯადიას მცხოვრები სამველ საღათელიანი.

ზაფხულობით სოფლის წინა ნაწილის მცხოვრებლები სასმელ წყალს მორწყვისთვის იყენებენ, ამიტომაც საღათელიანების სახლამდე სასმელი წყალი ვეღარ აღწევს. “ჩემს სახლში სასმელი წყალი ივნისიდან სექტემბრამდე პრობლემატურია”, - ამბობს იგი.

სოფელ კიროვაკანში წლევანდელი თანხა ორი მიზნისთვის დაიხარჯა. თანხის ნაწილით სოფლის კლუბის შიდა სამუშაოები დაასრულეს, დარჩენილი თანხით კი სოფელ ვაჩიანიდან წყლის გამოყვანა გადაწყვიტეს.

გვინდა ვაჩიანიდან კიროვაკანამდე წყლის ახალი ხაზი გამოვიყვანოთ, რათა წყალი ყველა სახლში მოდიოდეს. წყალსადენი უკვე შევუკვეთეთ,   სამუშაოს მომავალ წელს გამოყოფილი თანხით გავაგრძელებთ. ვფიქრობ, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად შემდეგი წლის თანხაც არ გვეყოფა, მაგრამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში დახმარებას დაგვპირდნენ”, - ამბობს სოფელ კიროვაკანის რწმუნებული ერვანდ პეტროსიანი.

სოფელ კუმურდოში წელს სპორტული დარბაზის (9X24 .) მშენებლობა დაიწყეს. წლევანდელი თანხა მხოლოდ კედლების აშენებას ეყო, დანარჩენს მომავალ წელს დაასრულებენ.

სოფელ ალასტანის მოსახლეობამ წელს სოფლის კლუბის სარემონტო მასალა იყიდა, გაისად კი მის ბოლომდე გარემონტებას გეგმავს.

ყველა სოფელი უკვე არამხოლოდ სარწყავი სისტემის მოწესრიგებაზე, არამედ წყალსაცავების აშენებაზეც ფიქრობს, რათა მიწების საზაფხულო რწყვისთვის ზამთარსა და შემოდგომაზე წყლის დაგროვება შეძლონ.

სოფელ ტურცხში წელს წყალსაცავი გაცალეს და გააღრმავეს, რათა მომავალ წელს წყალსაცავიდან მთელი სოფლის მიწები მოირწყოს.

სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულება შეიცვალა სოფლის გზების კეთილმოწყობის მიმართაც. თუ ფული აქამდე გზების მოსწორებისთვის იხარჯებოდა, წელს ამ მიზნით თანხა აღარავის გამოუყვია, რადგან მოსწორებული გზა რამდენიმე წვიმის შემდეგ ისევ ისეთი ხდება.

ვაან ბატოიანის თქმით, მომავალ წელს ალბათ რამდენიმე სოფელი გაერთიანდება და ზოგიერთ გზაზე, რომლითაც ბევრი სოფელი სარგებლობს, ასფალტს დააგებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი