სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან


 მანანა სარაშვილიახალციხე
საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან. რას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა ავტორიზაციის გასავლელად და როგორია ახალციხის სკოლების მოლოდინი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შესული კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია სავალდებულოა. ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
 
ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან”, - ვკითხულობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ავტორიზაციის გასავლელად მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსის შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან.  

სტსტუსის მაძიებელი სკოლა პირველ ეტაპზე ახორციელებს თვითშეფასებას; განსაზღვრავს საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარ მისიას, აფასებს საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს. თვითშეფასების შემდეგ, მონაცემებს ავტორიზაციის ექსპერტები ამოწმებენ. ავტორიზაციის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
  • საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
  • ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;
  • ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
  • საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
  • ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის წარდგენა;
  • ავტორიზაციის საკითხებზე ზეპირი მოსმენის გამართვა;
  • გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

ამ გზით დგინდება, რამდენად ობიექტური და ადეკვატურია თვითშეფასება სასწავლებელში რეალურად არსებულ სიტუაციასთან. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის საბჭო, მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაში.

ავტორიზაციისთვის განაცხადის შეტანა სკოლის დაარსების თარიღზეა დამოკიდებული. ახალციხეში არსებულ კერძო სკოლამზექასავტორიზაციის გავლა მომავალ წელს უწევს. “მზექაერთადერთი კერძო სკოლაა ახალციხეში. იგი 2007 წლიდან ფუნქციონირებს, იმავე წელს გაიარა აკრედიტაცია. ახლა სკოლაში ავტორიზაციისთვის ემზადებიან. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა ავტორიზაციის გასავლელად, კარგად იციან. ადმინისტრაციას დადებითი პასუხის იმედი აქვს.   

ამ ეტაპზე მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სკოლას კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ გაუჭირდება”, - ამბობსმზექასდირექტორი ბელა კაპანაძე.

სკოლა, რომელშიც 140 ბავშვი სწავლობს, სამსაფეხურიანია. დირექტორი ამბობს, რომ ფართის პრობლემა არ აქვთ და ის ტერიტორია უკავიათ, რაც ამ რაოდენობის მოსწავლეებზეა გათვლილი: სკოლაში საჭირო რაოდენობის კომპიუტერები გვაქვს, საატესტატო გამოცდების ჩატარების უფლებაც ამიტომ მივიღეთ. ქიმია-ფიზიკის ლაბორატორიებიც შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი”.  

ავტორიზაციისთვის ემზადება ქალაქის პირველი საჯარო სკოლაც. იგი ბრენდირებულ სკოლათა სიაშია და ცხრა ვარსკვლავის მფლობელია. მეათე ვარსკვლავს კი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ავტორიზაციას გაივლის.

მომავალ წელს უკვე ავტორიზაციის გავლისთვის მოვემზადებით. ვფიქრობთ, რომ სკოლას აღნიშნული პროცესის გავლა არ გაუჭირდება. ჩვენთვის ბრენდირების პროცესში ჩართვა ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.  

სკოლებისთვის ავტორიზაციის თანხა სწავლების სამი საფეხურის (დაწყებითი,საბაზო და საშუალო) შესაბამისად არის განსაზღვრული. სტატუსის მაძიებელმა, რომელსაც მხოლოდ დაწყებითი კლასები აქვს, 2000 ლარი უნდა გადაიხადოს, ორსაფეხურიანი სწავლების შემთხვევაში გადასახადი 3500 ლარია, სამევე საფეხურზე კი მაძიებელი 5000 ლარს იხდის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისთვის ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური 500 ლარია.

7 comments:

  1. No matter if some one searches for his vital thing, therefore he/she wants to be
    available that in detail, therefore that thing is maintained over here.


    Also visit my site; http://myanimelist.net

    ReplyDelete
  2. Hey There. I found your blog using msn. This is a very well written article.
    I will make sure to bookmark it and return to read more
    of your useful info. Thanks for the post. I
    will definitely comeback.

    Feel free to visit my web blog Online Casinos mit playtech Software

    ReplyDelete
  3. Hi there to all, how is all, I think every one is getting more from this website, and your views are fastidious in
    favor of new people.

    Here is my web-site :: party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  4. What's up, its good piece of writing concerning media print, we all understand media is a great source of data.

    Also visit my website; Party poker bonus code free money

    ReplyDelete
  5. Way cool! Some very valid points! I appreciate you writing this write-up and the rest of the site is very
    good.

    Have a look at my web-site http://www.bookcrossing.com/mybookshelf/johannajakesq2275

    ReplyDelete
  6. Thankfulness to my father who shared with me concerning this weblog, this weblog is truly awesome.


    Also visit my weblog: top casinos online [http://eyeuser.com/]

    ReplyDelete
  7. Hi there! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be ok. I'm absolutely enjoying your
    blog and look forward to new updates.

    my blog: latest best online casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი