“ალფა მარკეტის” მშენებლობა სრულდება


მანანა სარაშვილიახალციხე
რამდენიმე კვირაში ახალციხის აგრარული ბაზარი ახალ შენობაში გადავა. რა ეტაპზეა მშენებლობა, რა განყოფილებების გახსნა იგეგმება და რა დაუჯდებათ მოვაჭრეებს ფართის დაქირავება შპსალფა მარკეტში”.

ახალციხის სავაჭრო ცენტრის, შპსალფა მარკეტისმშენებლობა გასული წლის დეკემბერში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაიწყო. მშენებლობაზე 26 ბრიგადა მუშაობს. დასასრულს უახლოვდება სამუშაოები ხორცისა და ყველის განყოფილებაში; შენდება საბითუმო მაღაზიები სავაჭრო ცენტრის ეზოში და მთავრდება ეზოს მოპირკეთებაც. შენობაში უკვე შეტანილია მოვაჭრეებისთვის საჭირო ინვენტარი:  მაცივრები და დახლები.  

სავაჭრო ცენტრს სამ ჰექტრამდე ტერიტორია უკავია. შენობა ორსართულიანია და მასში მხოლოდ აგრარული ბაზარი არ გადავა.   

პირველ სართულს 1500 კვადრატული მეტრი უკავია, სადაც მხოლოდ პროდუქტები გაიყიდება. ამავე სართულზე, ცოტა მოშორებით ხორცისა და ყველის განყოფილება განთავსდება”, - ამბობს ინჟინერი თამაზ თედორაძე და ამატებს - მაცივრების გარეშე ხორცი აღარ გაიყიდება. ამას მკაცრად გავაკონტროლებთ”.

სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ტექნიკის, ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები განთავსდება. ამავე სართულზე კვების ორი ობიექტის გახსნაც იგეგმება.

მოეწყობა სასადილოს ტიპის დაწესებულება, სადაც იქნება ცომეული, მშრალი და ცხელი კერძებიც კი”, - ამბობს თედორაძე.

შენობაში ლიფტის დამონტაჟებაც იგეგმება: მეორე სართულზე ასასვლელად შენობას ორივე მხარეს კიბე აქვს. ვგეგმავთ ლიფტის გაკეთებასაც, რომელიც საჭირო იქნება ტვირთის გადასაადგილებლად”.

ამავე სართულზე იქნება ზოომაღაზია, ვეტერინარული აფთიაქი, აფთიაქი და ყველა საჭირო განყოფილება იმისათვის, რომ მყიდველმა ერთ შენობაში შეძლოს ყველაფრის შეძენა.

სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე, ცენტრალურ შემოსასვლელთან, ორი ბანკის ფილიალიც განთავსდება. თუმცა, რომელი ბანკები, ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ ერთივი-თი-ბი ბანკიიქნება, რომელიც გასულ წელს გაუქმდა”, - გვიხსნის თამაზ თედორაძე.

ალფა მარკეტიროგორც საცალო, ასევე ბითუმად გამყიდველებისთვისაც იქნება. ამისთვის შენდება სავაჭრო ცენტრის ეზოში საბითუმო მაღაზიები.   სოფლიდან ჩამოსულ მოსახლეობას ავტობუსზე მისასვლელად დიდი მანძილის გავლა რომ არ მოუხდეს, სავაჭრო ცენტრთან მცირე ავტოსადგური გაკეთდება. აქედან ავტობუსები თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით იმძრავებენ.

აგრარულ ბაზართან ერთად ადგილს იცვლის მეცხოველეობის ბაზარიც.  თედორაძის თქმით, შენდება დახურული, იზოლირებული შენობა.  

ახალციხის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს ახალი ბაზართან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობა შიშობს, რომ ფართის ღირებულების გადახდა გაუჭირდება

10 წელიწადია ლია აფრიამაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულს ყიდის. ახალ სავაჭრო ცენტრში გადასვლაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ დახლის ღირეულება ახლანდელს გადააჭარბებს: აქ ერთ მეტრამდე ფართში 2 ლარს ვიხდი, ახალ ბაზარში ალბათ უფრო მეტს გადაგვახდევინებენ. როგორც ამბობენ, ერთი მეტრი 5 ლარი ეღირება”.

ანალოგიურად ფიქრობს ბაზრის მოვაჭრეთა უმრავლესობა. ნაწილს ეშინია, რომ ქალაქიდან მოშორებით გადასვლა მყიდველის დაკარგვასაც გამოიწვევს

კითხვაზე, რა ეღირება ფართი ახალ შენობაში, თედორაძე არ გვპასუხობს. თუმცა გვარწმუნებს, რომ დახლის ღირებულება 2 ლარს არ გადააჭარბებს(?!). მისივე მტკიცებით, მაღაზიების 80 პროცენტი გაქირავებულია: ფართი შეიძლება ერთი თვით ან წლით იქირაო. ხელშეკრულება გაფორმდება და ათვლა მაშინ დაიწყება, როცა სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება”.     

დახლების და მაღაზიების ფართების ღირებულების გასაგებადსამხრეთის კარიბჭესავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ თედორაძის თქმით, მაღაზიების 80 პროცენტი გაქირავებულია, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფართის ღირებულება  გარკვეული არ არის: პროცესი მოლაპარაკების დონეზეა. ახლო მომავალში ბაზარი ოფიციალურად გაიხსნება და რამდენიმე დღით ადრე გაირკვევა გასაქირავებელი ფართების ღირებულებაც”.  

ამჟამად მოქმედ ბაზარს 2156 კვადრატული მეტრი უკავია და ის ქალაქის ცენტრში გასული საუკუნის 40-იან წლებამდე გაშენდა. რამდენიმე კვირაში მოვაჭრეებს ამ ადგილის დატოვება მოუწევთ. “ალფა მარკეტისადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრის გახსნას   ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავენ.

მიზერული კომპენსაცია მძიმე წარსულისთვის

 მანანა სარაშვილი, ახალციხე

რეპრესირებული ოჯახების შთამომავლები ფულადი კომპენსაციის მიღებას ელოდებიან.

ახალციხეში მცხოვრები ალიოზ მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვისი წინაპრებიც რეპრესიებს ემსხვერპლნენ. 1958 წელს დაბადებულმა ოჯახის ტრაგედია მშობლების მონათხრობით იცის:``ჩვენი ოჯახი 1951 წლის რეპრესიების მსხვერპლია. სკოლის დამთავრებიდან მეორე წელს მამა ომში წაუყვანიათ, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნებულა. შემდეგ სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე გაუგრძელებია. მეხუთე კურსზე მამას დიპლომზე დაუწყია მუშაობა, მაგრამ ვეღარ დაუსრულებია”. 

გაცოცხლებული ისტორია რაბათში

თამუნა უჩიძეახალციხე

ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურა; “მიწაში დამალული ისტორიისნაწილი, მნიშვნელობადაკარგული ძეგლები და ადგილი, რომელიც ქალაქის დაარსებიდან დღემდე მის ამბავს მოგიყვებათ. რაბათის ციხეს საუკუნეების წინანდელი იერსახე უბრუნდება.  

რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

აქ ისეთი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება. პრეტენზია გვაქვს, რომ ახალციხის ციხე,  არამარტო საქართველოში, ერთ-ერთი პრიველი ტურისტული ობიექტი იქნება”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

უკმაყოფილება სომხურენოვან სკოლებში


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი
  
საქართველოს სომხურენოვან საჯარო სკოლებში ქართულსა და სომხურ ენებს  თანაბარი რაოდენობა, 5 საათი ეთმობა. დაპირება სომხური ენისთვის 8 საათის დათმობის შესახებ არ შესრულდა.

შარშან სომხური ენის საათები საქართველოს სომხურ სკოლებში 8-დან 5 საათამდე შემცირდა. სომხურ ენას ყველა კლასში კვირაში 5 საათი ეთმობოდა, მე-12 კლასში კი მხოლოდ 4 საათი.

მოსწავლეების აზრით, კვირაში 3-4 საათიანი განსხვავება სასწავლო პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

მე-12 კლასში ვარ, თუ ადრე თემას ვერ ვიგებდით, მასწავლებელი გაკვეთილს კიდევ ერთხელ გვიხსნიდა ან იგივეს გვიტოვებდა. ახლა კი, თემები რომ არ გამოვტოვოთ, სწრაფად გავდივართ, ხოლო ვის რამდენად ესმისეს უკვე მოსწავლის ათვისების უნარზეა დამოკიდებული”, - ამბობს მანუშიკ აივაზიანი.

სომხური ენის სპეციალისტი სუსანნა გალსტიანი ქართული ენის საათების გაზრდით კმაყოფილია. მისი თქმით, რადგან სახელმწიფო ენა მოსწავლეებისთვის მშობლიური არ არის, მის სასწავლად მეტი დროა საჭირო. თუმცა, არც სომხური ენისთვის დათმობილი 5 საათი მიაჩნია საკმარისად ენის შესასწავლად: “სომხური ენის საათების უკმარისობის გამო სამი სპეციალისტი უმუშევრად დარჩა. რა უნდა ვქნათ, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს. ვცდილობთ მოსწავლეებს ამ ხუთი საათის ფარგლებში ვასწავლოთ, რამდენადაც ამის საშუალებას ჩვენი შესაძლებლობები გვაძლევს. შარშან სომხური ენის საათები შეამცირეს, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ წელს ისევ ძველებურად იქნებოდა. თუმცა წლევანდელი სასწავლო წელიც ხუთი საათით დაიწყო.

გასულ წელს, ახალქალაქში არაოფიციალური ვიზიტისას, სომხეთის განათლების მინისტრი არმენ აშოტიანი მასწავლებლებს შეხვდა. იგი სკოლების პრობლემებს გაეცნო და პედაგოგებს დაჰპირდა, რომ ქართველ კოლეგასთან სომხური ენის საათების რაოდენობის აღდგენასა და სომხურ ენაში ოლიმპიადის მოწყობის შესახებ მოლაპარაკებას შეეცდებოდა. მოგვიანებით თბილისსა და ქუთაისში გამართულ შეხვედრებზე ორი ქვეყნის განათლების მინისტრები, დიმიტრი შაშკინი და არმენ აშოტიანი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ საქართველოს სომხურ სკოლებში სომხური ენის შემცირებული საათები 2011-2012 სასწავლო წლიდან კვლავ აღდგებოდა.

ეს შეთანხმება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განათლების სფეროში ორი ქვეყნის ეფექტური თანამშრომლობის მაგალითად მოჰყავდათ. სომხურენოვანი მოსახლეობისთვის სომხური ენის საათები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და ამ საკითხს ნებისმიერ წრეში აქტიურად განიხილავენ. აღმოჩნდა, რომ შეთანხმება არ შესრულდა.

ასმიკ უზუნიანს ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა სომხური ენა კვირაში მხოლოდ 5 საათის განმავლობაში.

სამივე შვილი სომხურ სკოლაში დადის. ვერ წარმომიდგენია, როგორ ისწავლიან ბავშვები ენას, სომხური რთული ენაა, განსაკუთრებით გრამატიკა”, -ამბობს იგი.

ირაკლი მენაღარიშვილი - “საქართველოს რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს”



 შუშან შირინიანიახალქალაქი

უსულ-ქართული ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან სამი წლის შემდეგ; როგორ უშლის ხელს ეს ურთიერთობები ქვეყნების განვითარებას; რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტორი საქართველოსთვისამ და სხვა თემებზესამხრეთის კარიბჭეთბილისის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

_ რატომ ცდილობს საქართველო წინ აღუდგეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას?

საქართველო ცდილობს გამოსავალი მოძებნოს საკმაოდ რთული, კონფლიქტური, ვიტყოდი კიდეც, რომ პიკანტური მდგომარეობიდან, როდესაც სახელმწიფო, რომელიც ჩვენთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, უხეშად არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს. გამოსავალის მონახვა ძნელია, მაგრამ, იმედი მაქვს, მოახერხებენ.

_ თავის მხრივ, რუსეთი საქართველოს ნატო-ში შესვლისთვის ხელის შეშლას ცდილობს. გამოსდის თუ არა მას ამ პროცესის დაბრკოლება?

დღეს შექმნილი ვითარება ამ პროცესს ხანგრძლივსა და რთულს ხდის. დანარჩენი ფაქტორები, რუსეთის პროტესტთან ერთად, ნატოს-კენ ჩვენ მოძრაობას ხელს შეუშლის. ეს მდგომარეობა პროცესს ართულებს, თუმცა, გამორიცხულს და შეუძლებელს არ ხდის. ნატო-ში შესვლის შესაძლებლობა არსებობს და საქართველომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს.

_ ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორია ჩვენი დანაკარგები და მიღწევები დღეს, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესების შედეგად?

ცოტა დანაკარგი არ განგვიცდია. რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, საქართველოსთან ვაჭრობაში ერთ-ერთი ლიდერი. რასაკვირველია, ეკონომიკური ურთიერთობის სრული შეწყვეტა საკმაოდ მტკივნეული იყო, მაგრამ საქართველო უნდა გადარჩეს და გადარჩება კიდეც. ქვეყანა ალტერნატივებს ეძებს და პოულობს. ამ ფაქტმა, გარკვეულწილად, პოზიტიურადაც იმოქმედა, მაგალითად, ღვინის ხარისხზე. დღეს ჩვენი ღვინო ადრინდელზე გაცილებით უკეთესი ხარისხით გამოდის. რუსეთში დაბალი ხარისხის ღვინის გაყიდვა შეიძლებოდა, სხვაგან კი ასეთ ღვინოს ვერ გაყიდი.

_ გამოდის, რუსული ბაზრის დახურვის ოფიციალური მიზეზი ქართული ღვინისთვის გამართლებული იყო?

რასაკვირველია, არა. ბატონი ონიშენკოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივები ედო სარჩულად. პროფესიული თვალსაზრისით, ვიტყოდი, რომ მან საკუთარი პროფესიის წინაშე მორალური დანაშაული ჩაიდინა. ახლა ვლაპარაკობ, როგორც ექიმი: იგი ექიმია, ეს ნაბიჯი კი ექიმისთვის უღირსი საქციელია, თუ მას აიძულებდნენ, კარი უნდა გამოეჯახუნებინა და ღირსეულ ადამიანად დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ეს ყველას არ შეუძლია.

_ როგორი იყო საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში აგვისტოს ომამდე?

ომამდე საქართველო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. რუსეთი დიდი მეზობელია, უზარმაზარი ეკონომიკით. გარდა ამისა, რუსეთი საქართველოს ორივე კონფლიქტურ ზონაში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან ნორმალური, დაბალანსებული ურთიერთობის შენარჩუნება. თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ გვინდოდა რუსეთთან მეგობრობა არა ქართულ-რუსული ინტერესების, არამედ ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩევანის ხარჯზე. ეს კი რუსეთის სახელმწიფოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

_ თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ურთიერთობის დამყარება და რატომ?

რასაკვირველია, საჭიროა. ბოლოს და ბოლოს, საქმე აქამდეც მივა. ჯერჯერობით კი საერთო ენისა და პრობლემის მოგვარების საერთო გზის მოძიებაა საჭირო. ამის გაკეთება აუცილებელია, საქართველოს ყველა მეზობელთან, მათ შორის, რუსეთთანაც დაბალანსებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მიუხედავად შეხედულებებსა და სხვა საკითხებში აზრთა სხვადასხვაობისა. ესრატომ, და როგორ? – ამისთვის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. თავიდან საჭიროა სტრატეგიის ჩამოყალიბება, შემდეგ კი მისი განხორციელებისთვის ტექნოლოგიების შემუშავება. იოლი საქმე არაა, რადგან ამ კონფლიქტის საფუძველში ჩვენი ინტერესების, ჩვენი პროექტების ინტერესების კონფლიქტი დევს.

_ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?  

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პრობლემის მოგვარებას მხარეები რამდენად გონივრულად და მონდომებით მიუდგებიან. რუსეთს საკუთარი პრობლემებიც აქვს, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე, სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. საქართველოს დღის წესრიგშიც, რუსეთის გარდა, სხვა შიდა თუ გარე პრობლემები დგას. თუმცა რუსულ-ქართული ურთიერთობა უდავოდ უმთავრესია, ესაა უმძიმესი გამოწვევა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. ამ მიმართულებას ამხელა ყურადღება ამიტომაც ექცევა და მასზე კიდევ მეტი კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს.