“დავიყვანოთ ნულამდე”


 მანანა სარაშვილიახალციხე
პირველი დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ახალციხეშიც აღნიშნეს. არის თუ არა შიდსის შემთხვევები ახალციხეში და როგორია სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით.

აივ-ინფექცია შიდსის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს აღირიცხა. 2011 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 3057 ინფიცირებულია. 2009 წელს 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2010 წელს ამ ციფრმა 455-მდე აიწია, წელს კი - 366 შემთხვევაა გამოვლენილი.

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს შიდსის ლაბორატორიის მონაცემებით, გასულ წელს ქალაქში შიდსის ერთი, წელს კი ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
 
გასულ წელს ერთი ფეხმძიმე გვყავდა. წელსაც ერთი ფეხმძიმეა და ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს შიდსის ლაბორატორიის გამგე რუსიკო ქაფიანიძე.  

გამოკვლევების თანახმად, ადრე თუ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები მკვეთრად ჭარბობდნენ სხვა გზით დაავადებული პაციენტების რაოდენობას, ახლა პროპორცია შეიცვალა. 2011 წლისთვის ჰეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირების მაჩვენებელი თითქმის 40 პროცენტი გახდა,   ნარკოტიკების გამოყენებით დაინფიცირების მაჩვენებელმა კი, 55-56 პროცენტამდე დაიწია.  

ზოგადად, მსოფლიოში შიდსით სიკვდილიანობის ტენდენცია თანდათან მცირდება. 2011 წლისთვის მთელს მსოფლიოში შიდსთან ასოცირებული დაავადებებით სიკვდილიანობამ 21 პროცენტით იკლო. 2005 წლის პიკის შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2010 წელს შიდსისგან მსოფლიოში 1.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც 2005 წელთან შედარებით, 2.2 მილიონით ნაკლებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სიკვდილიანობის შემცირება პრევენციისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების დამსახურებაა.

21- საუკუნეში აივ-ინფექციასთან ბრძოლა გაცილებით ეფექტური გახდა. ექიმები ამბობენ, რომ ადრეულ სტადიაზე ინფექციის გამოვლენისას შეიძლება ორგანიზმის იმუნიტეტი ავამაღლოთ და სრულფასოვანი ცხოვრებითაც ვიცხოვროთ. აივ-ინფექციასთან ბრძოლას დღეს ყველაზე მეტად დაავადების გვიანდელ სტადიაზე გამოვლენა ართულებს.

ეპიდემიოლოგების თქმით, როცა დიაგნოზი გვიან ისმება და დაავადება უკვე შიდსის სტადიაშია, ორგანიზმის იმუნიტეტი უკიდურესად ქვეითდება. ასეთ დროს ხშირად ვითარდება შიდსთან ასოცირებული დაავადებები, მაგალითად, პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ან ტუბერკულოზი. დასუსტებულ ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლა უჭირს და სიკვდილის მიზეზიც ეს არის.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეხედულება - “მე ეს არ დამემართება”, ხელს უშლის დაავადების პრევენციას”, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ბადრიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც სტიგმასა და დაგვიანებულ დიაგნოსტიკასთან ერთად შიდსთან ბრძოლას აფერხებს, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 2011 წელს თბილისში 1900-მდე უფროსკლასელსა და სტუდენტთა შორის ჩატარდა გამოკვლევა, რომლითაც გაირკა, რომ ტერმინიაივ-ინფექციათითქმის მესამედს არ სმენია.

დავიყვანოთ ნულამდე”, - ამ სლოგანით შეხვდა წელს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, საქართველო მე-17 წელია ტრადციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.

ეს დღე ფართომაშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეშიც. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ღონისძიებები გამართა.   

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა”,  World Vision-მა, “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ”, ფონდჰერა 21-დარეალური ხალხი, რეალური ხედვისწარმომადგენლებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პირველ დეკემბერს ახალციხის  ცენტრალურ პარკში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.    

ღონისძიების მომზადებისთვის ყველას ჰქონდა ფუნქციები გადანაწილებული. ფინანსური უზრუნველყოფა  World Vision-მა დარეალური ხალხი, რელური ხედვამგაგვიწია”, - ამბობსახალციხის ახალგაზრდული ცენტრისუფროსი მარინე სუდაძე.  

დღის მეორე ნახევარში ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ასოციაციაჰერა 21-ფილმისსტიგმა-დისკრიმინიციისჩვენება გამართეს.

ფილმის დასრულების შემდეგ აღნიშნულ თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, პირველი ადგილისაუკეთესო ნახატის გამარჯვებული, მეორე ადგილისაუკეთესო ნახატი და სლოგანი ერთად და მესამე ადგილისაუკეთესო სლოგანის ავტორი.

პირველი დეკემბერიმშვიდობის კორპუსისმოხალისეებმაც აღნიშნეს. მათ მზადება სამი კვირით ადრე დაიწყეს. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისგან ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც უტარდებოდათ ტრეინინგები და იგეგმებოდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

პირველ დეკემბერს საინიციატივო ჯგუფმა სკოლებში და ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აღნიშნულ თემაზე ვიდეორგოლების ჩვენება გამართა. ამავე დღეს, საღამოს 6 საათზე, კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში სანთლებით შიდსთან ბრძოლის სიმბოლო ლენტი გააკეთეს და აივ- ინფექციით გარდაცვლილ ადამიანებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

1 comment:

  1. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი