უსაფრთხოა თუ არა?


 თამარ თოთაძეახალციხე
მეორე წელია ახალციხის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირს მოიხმარს. ვინ ამონტაჟებს გაზის გამათბობლებს და რამდენად უსაფრთხოა ისინი.

დაზამთრებასთან ერთად საქართველოში ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევებმა იმატა. გაზის გაჟონვისა და ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პიკს მიაღწია. ცენტრალური არხებით გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევებზე ინფორმაცია თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება.

2010 წელს საქართველოში ინტოქსიკაცია 1161 ადამიანმა მიიღო, მათ შორის 13 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს კი ეს ციფრი 1191-მდე გაიზარდა, ამათგან, ხუთი გარდაიცვალა, 613 კი   დაშავდა (1TV.ge).  

ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
 
ბუნებრივი აირით გათბობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.  გაზის სახლამდე მიყვანა 350-დან 600 ლარამდე ჯდება.
ცალკე თანხებია საჭირო გაზის გამათბობლის დასამონტაჟებლად. ბუნებრივი აირის გამათბობლის ფასი 400 ლარიდან იწყება და ზომისა და ფორმის მიხედვით იმატებს. ბინაში ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად კი 2 000 ლარამდეა საჭირო.

თვეზე მეტია, რაც გაზის გამათბობელი დავამონტაჟეთ. ერთხელ გავიჭირვეთ დაკარმაშევიძინეთ, სამაგიეროდ, მთელი წელი შეშის ღუმელს აღარ მოვიხმართ”, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები ნანა გოგოლაძე.

მოსახლეობის უმეტესობა, ვინც გასათბობად ბუნებრივ აირს მოიხმარს, დარწმუნებულია, რომ გამათბობელი უსაფრთხოდ მონტაჟდება.

ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ვერა გელაშვილის ოჯახი მეორე თვეა ცენტრალური გათბობით სარგებლობს. გამათბობლის ყიდვა და დამონტაჟება, დაახლოებით, 2 000 ლარამდე დაუჯდათ, ერთი თვის გადასახადმა კი 120 ლარი შეადგინა.

დიასახლისი ამბობს, რომ როცა გათბობა დაამონტაჟეს, გაზის საქვაბე შპსელ-ენისსპეციალისტს შეამოწმებინეს: გამათბობლები ადრე უფრო საშიში იყო, საქართველოში წარმოებულ, ეგრეთ წოდებულ, “ნიკალასგამათბობლებს, კუსტარულად ამონტაჟებდნენ და გაზის გაჟონვის შემთხვევებიც იყო. ახალი გამათბობლები გაცილებით უსაფრთხოა”.

შპსელ-ენისმთავარი ინჟინერი ზაზა ზაზაშვილი ამბობს, რომ გაზმა შეიძლება გაუფრთხილებლობისა და გამათბობლის დაზიანების შემთხვევაში გაჟონოს. საბედნიეროდ, ახალციხეში ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა: კარმასდახურული წვის ღუმელი აქვს, თუ ღუმელი დაზიანებული არაა და გამართულადაა დამონტაჟებული, საკმაოდ უსაფრთხოა. იგივე შეიძლება ითქვას გამათბობელ ქვაბზეც, რომელიც წვისთვის საჭირო ჰაერს გარედან იღებს და ნამწვიც გარეთ გადის”.

შპსელ-ენშიგანმარტავენ, რომ ქალაქში რამდენიმე კვალიფიციური და გამოცდილი მუშაა. მათ შესაბამისი კურსები აქვთ გავლილი გამათბობლების დამონტაჟებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ.

აბონენტს შეუძლია თხოვნით მოგვმართოს და ჩვენი სპეციალისტი გამათბობელს ადგილზე შეამოწმებს. ასეთი შემთხვევები გვქონია, თუმცა ხშირად არა”, - ამბობს ზაზაშვილი და ამატებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია აბონენტების სისტემატიურ შემოწმებებს არ აწარმოებს. თუმცა, სამომავლოდ, პერიოდული შემოვლითი შემოწმებები და თითოეული აბონენტის გამათბობლის აღწერა იგეგმება

ამჟამად ახალციხეში ბუნებრივ აირს დაახლოებით 3 300 აბონენტი მოიხმარს, ამ რიცხვში შედის კომერციული ობიექტებიც. შპსელ-ენშიამბობენ, რომ დაზამთრებასთან ერთად აბონენტების რაოდენობამაც მოიმატა.

ქალაქის ცენტრალური ნაწილის გაზიფიცირება ფაქტობრივად, დასრულებულია, მხოლოდ საბარგო სადგურისა და რაბათის დასახლებაა დარჩენილი. გაზის კომპანიაში განმარტავენ, რომ ქალაქის სრული გაზიფიცირება 2012 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება გაზის შეყვანა სოფლებში.

7 comments:

  1. Its not my first time to pay a quick visit this web page, i am visiting this web site dailly and take fastidious data from here every day.


    Here is my web site :: playtech casinos 2013

    ReplyDelete
  2. My brother recommended I might like this web site.
    He was entirely right. This post actually made my
    day. You cann't imagine simply how much time I had spent for this info! Thanks!

    Also visit my website party poker bonus code

    ReplyDelete
  3. I'm curious to find out what blog system you have been utilizing? I'm experiencing some minor security problems with my latest website and I'd like to find something more safe. Do you have any solutions?

    Also visit my blog post chictini.com

    ReplyDelete
  4. My developer is trying to persuade me to move
    to .net from PHP. I have always disliked the idea because
    of the costs. But he's tryiong none the less. I've
    been using WordPress on a number of websites for about a year and am nervous about switching to
    another platform. I have heard excellent things about
    blogengine.net. Is there a way I can import all
    my wordpress posts into it? Any kind of help would be greatly appreciated!


    my homepage - party poker bonus code deposit

    ReplyDelete
  5. Do you have any video of that? I'd care to find out more details.

    My blog post - Party Poker Bonus Code 2013

    ReplyDelete
  6. I love it whenever people come together and share ideas.

    Great blog, stick with it!

    my web-site :: http://Hspeople.Com/gearjewel4

    ReplyDelete
  7. Unquestionably believe that which you said.
    Your favorite justification seemed to be on the web the easiest thing to be
    aware of. I say to you, I certainly get irked while people consider worries that they plainly don't know about. You managed to hit the nail upon the top and defined out the whole thing without having side-effects , people could take a signal. Will likely be back to get more. Thanks

    Also visit my blog post: july party poker bonus code

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი