დიაბეტი - სერიოზული, მაგრამ შეუმჩნეველი დაავადება


 თამუნა უჩიძეახალციხე
დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა; რა არის მისი განვითარების ძირითადი რისკფაქტორები და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შაქრიანი დიაბეტი..

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის 40-პროცენტი შაქარიანი დიაბეტითაა დაავადებული. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დიაბეტი მოსახლეობის 3,3 პროცენტს (104 640 ადამიანი) აქვს, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 4 პროცენტამდე გაიზრდება.
შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად შაქრის, ანუ გლუკოზას შეთვისება, ამიტომ სისხლში შაქრის დონე იზრდება.  
                                                      
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში ტიპი ერთი დიაბეტი 19 755 ადამიანს აქვს, ტიპი ორი დიაბეტით კი 58 282 ადამიანია დაავადებული.

ტიპი ერთი შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედები, ინსულინი ძალიან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ გამომუშავდება. შესაბამისად, ორგანიზმს აღარ შეუძლია სისხლში შაქრის შეთვისება, უჯრედები ვერ იღებენ ენერგიას, “შიმშილობენ”. ტიპი ერთი შაქრიანი დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მისი ავადობის პიკი ვითარდება 10-14 წლის მოზარდებში, 30 წლის შემდეგ ის უფრო იშვიათად გვხვდება.

ტიპი ორი შაქარიანი დიაბეტი უფრო მოწიფულ ასაკში აქვთ, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე. ამ ტიპის დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამარასწორად”, ანუ, ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოიყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი მთელი გლუკოზის ასათვისებლად.

ჯანმრთელობის სახლისნათია 777”-ის ენდოკრინოლოგის დინა მარკაროვას თქმით, ბოლო დროს ძალიან იმატა დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა და მათ შორის უფრო მეტი რაოდენობა ტიპი ორი შაქრიან დიაბეტზე, ასაკოვნებზე მოდის: არასწორი ცხოვრების წესი გვაქვს, რითი ვიკვებებით არ ვიცით, ხშირად გზაში გვიხდება ჭამა და ამდენად დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს ვღებულობთ. ესაა მიზეზი წონში მატების”.

მარკაროვა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დაავადება უცნაურად მიმდინარეობს: პაცინეტები იმის ჩივილით კი არ მოდიან, რომ წყურვილი და ხშირი შარდვა აქვთ, არამედ აწუხებთ ოფლიანობა, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა და შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ თურმე დიაბეტით არიან დაავადებულნი”.

მარკაროვას განცხადებით, მიზეზი არასწორი კვება და დარღვეული რეჟიმია, რადგან, როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა საუზმობს დილით, შემდეგ მთელი დღე მუშაობს და საღამოს შინ დაბრუნებული 8-9 საათზე მიირთმევს იმას, რაც წესით მთელი დღის განმავლობაში უნდა ეჭამა: დღეში ოთხჯერ უნდა ჭამო და ცოტ-ცოტა. არ არის სირცხვილი თან ატარო მცირეოდენი საკვები. საზღვარგარეთ ამის არავის ერიდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანმრთელობას ნაკლებად ვუფრთხილდებით”.   

ენდოკრინოლოგი დიაბეტის გაჩენის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიზეზად სოციალურ ფაქტორსაც ასახელებს: ყიდულობენ იმას, რაც იაფია და ადვილი გასაკეთებელი, მაგალითად მაკარონი, ვერმიშელი. ნაკლებად ღებულობენ რძის ნაწარმს და ბოსტნეულს. დიაბეტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხშირი ჭამა და რეგულარულად მიღება ხორცის, ბოსტნეულისა და რძის ნაწარმის”.   

დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ისეთი ადამიანები, ვისაც აღნიშნული დაავადება გენეტიკაში აქვს, ამიტომ წელიწადში ორჯერ, ან ერთხელ მაინც უნდა გაიკეთონ შაქრის ანალიზი. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ მშობიარეებიც იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი ოთხ კილოგრამზე მეტს იწონის.

რამდენიც არ უნდა ჭამოს ქალმა, ოთხ კილოს თუ გადააჭარბა ნაყოფის წონამ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცაა დარღვეული. ამიტომ ორსულებში 24- კვირაზე კეთდება შაქრის ანალიზი, რაც სამწუხაროდ არცერთ ქალთა კონსულტაციაში არ აქვთ წესით გაწერილი”, - აცხადებს მარკაროვა.

მისი თქმით, მათ ვისაც აქვთ მაღალი წნევა და გულის იშემიური დაავადება, აუცილებად უნდა გაიკეთონ შაქრის ანალიზიც: “დიაბეტის დროს გამორიცხულია თვითმკურნალობა, ან იმის მიხედვითმკურნალობა”, თუ რა მედიკამენტებს ღებულობს ასეთ დროს მეზობელი. შაქრის დამწევი წამლების რამდენიმე ჯგუფი არსებობს, ერთს თუ მოუხდება, მეორესთვის დამღუპველი აღმოჩნდება”.

მარკაროვას განმარტებით, დაავადების მიმდინარეობაზე მეტად რთულია, გართულებას მოყოლილი შედეგები: “ხშირად შაქარს ჩივილები არ აქვს. ერთი დღე იღვიძებ და ბრმა ხარ, ან თირკმლის ნაკლებობა გაქვს, ანდაც წყლული გიჩნდება ფეხზე და განგრენა ვითარდება, რაც საბოლოოდ ფეხის ამპუტაციით სრულდება”.

იმ შემთხვევაში, თუ უკვე დადგენილი გვაქვს, რომ გვაწუხებს დიაბეტი, ენდოკრინოლოგი გვირჩევს შევიძინოთ შაქრის ანალიზისათვის სპეციალური აპარატი და კვირაში სამ-ოთხჯერ ვაკონტროლოთ მისი რაოდენობა ორგანიზმში: თუ ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებთ, ტელეფონით მაინც ავიღოთ კონსულტაცია და იმის მიხედვით მივიღოთ მედიკამენტები. სჯობს მკურნალობაზე თავიდანვე ვიზრუნოთ, თორემ მერე უფრო ძვირი დაგვიჯდება და რა თქმა უნდა, საამისოდ გაიზრდება ხარჯებიც”.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 42 ქვეყნის ანგარიშიდან, მხოლოდ 25- აქვს სახელმწიფო გეგმა დიაბეტთან დაკავშირებით. საქართველო ამ 25 ქვეყანას შორის არ არის. 2012 წლის სახელმწიფო საბიუჯეტო პროექტში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 360 151 800 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, აქედან არცერთი თეთრი არაა გაწერილი დიაბეტისთვის.

14 ნოემბერი, დიაბეტის დღე, არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ამ დღეს დაიბადა ფრედერიკ ბანტინგი, რომელმაც 1922 წელს ჩარლს ბესტთან ერთად, დიაბეტიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი, ინსულინი აღმოაჩინა.  

7 comments:

  1. კაი ინფორმაციააააააააა გამომადგა დავალების შესასრულებლად

    ReplyDelete
  2. მართალი ხარ კაი ინფორმაციაა მარტო აქ ვიპოვე სხვაგან ვერსასდ

    ReplyDelete
  3. I feel that is among the most significant info for me.

    And i am satisfied studying your article. However wanna remark on some
    common issues, The site taste is ideal, the articles is in point of fact great
    : D. Good activity, cheers

    Feel free to surf to my web-site www.hummaa.com

    ReplyDelete
  4. Thanks to my father who told me regarding this web site,
    this webpage is really amazing.

    Also visit my web blog; casino playtech no deposit bonus

    ReplyDelete
  5. This is really attention-grabbing, You're an excessively skilled blogger. I've joined your rss feed and stay up for
    searching for more of your magnificent post. Additionally, I've shared your website in my social networks

    Here is my web site - casinos online

    ReplyDelete
  6. Hi my friend! I want to say that this article
    is awesome, nice written and come with approximately all vital infos.

    I'd like to look extra posts like this .

    Look at my blog post - aolanswers.com

    ReplyDelete
  7. ჰერპესი არის სერიოზული და განმეორებადი დაავადება, რომელსაც ამერიკელი ექიმების მიერ მედიკამენტებით ან ინექციების საშუალებით ვერ განკურნება, მაგრამ ჰერპესთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სამკურნალო მცენარეების სამკურნალო მედიცინის მიღება მუდმივი მკურნალობისთვის. მე აქ ვარ დაფასებული დოქტორი ჯეიმსი მისი გამოყენებისთვის. მცენარეული წამალი ჩემი ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ. დაახლოებით 3 წელი და 6 თვეა, რაც ამ ვირუსით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, მე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რამდენიმე წამალს სამკურნალოდ ვიღებდი, მაგრამ მთელი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო, ერთ დილას ინტერნეტის საშუალებით ვიჯექი, შემდეგ დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, რომ ჯეიმსი კურნავდა ადამიანებს ჰერპესის ვირუსისგან / აივ და შიდსიდან და მაშინვე მე დავუკავშირდი ექიმ ჯეიმსს მის ელ.ფოსტაზე: drjamesherbalmix@gmail.com. მე მას ვუთხარი ჩემი პრობლემების შესახებ და მან მითხრა, რომ უნდა განკურნებულიყო. მან მომცა ინსტრუქციები და რასაც მე სწორად მივყევი, ამიტომ მან მოამზადა მცენარეული წამალი და გამომიგზავნა ის, რომელიც მე სამი კვირის განმავლობაში გამოვიყენე და განკურნებული ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის სიზმარი იყო და ჩემი ჰერპესი სამუდამოდ გაქრა. დოქტორ ჯეიმს გმადლობთ და იქნებ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გქონდეთ უფრო მეტი განკურნებისთვის. არ ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰერპესის ვირუსით, ან რაიმე სახის დაავადებებით, LIKE ... დიაბეტები, კიბო, აივ / შიდსი, ჰერპესი, ჰეპატიტის A&B, კარდიაკის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მოყვითალო, ეპილეფსია, ლუპუსი, ღერო, სპინალური ტორფი, ეგზემა, თირკმლის დაავადებები, ACME, უკანა პენი, დენგურიანი შიზოფრისი, პრესული, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, პრესული, ფისო დაუკავშირდით. ექიმ ჯეიმსს და გაათავისუფლეთ თქვენი დაავადებებისაგან, რადგან ის ძალიან კარგი და პატიოსანი მცენარეული ექიმია, ის ასევე ცნობილია, როგორც მცენარეული ფესვის ნათლიმამა. ახლავე დაუკავშირდით მას ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com whatsapp ან დარეკეთ მასზე +2348152855846

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი