კლასკომპლექტები კლასების ნაცვლად


მანანა სარაშვილიახალციხე

რეგიონების საჯარო სკოლებში კლასკომპლექტების რაოდენობა იზრდება, რაც თავის მხრივ პედაგოგთა შემცირებას იწვევს.

საქართველოს საჯარო სკოლების 70 პროცენტზე მეტი დეფიციტური სკოლებია. მათ ხარჯების გასასტუმრებლად ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით, შესაბამისად, უჭირთ ხელფასების გაცემა, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ტექნიკური პერსონალისთვის. თანხების სიმცირის გამო, ზოგიერთ სკოლას ტექ-პერსონალი საერთოდ არ ჰყავს.  

მწირი ბიუჯეტის გამო, ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნულ სკოლებში კლასკომპლექტები გაკეთდა. პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე ერთად სხედან და მათ ერთი პედაგოგი ასწავლის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების უმრავლესობა მცირეკონტიგენტიანია. შესაბამისად, თითქმის ყველა მათგანში კლასკომპლექტებია. მათ შორისაა, სოფელ გურკელის საჯარო სკოლაც, სადაც კლასები სექტემბერში გაერთიანდა.

კლასკომპლექტები პირველიდან მეცხრე კლასამდე გაკეთდა. თითქმის ყველა მასწავლებელს საათები შეუმცირდა. ერთი პედაგოგი, რომელიც უკვე პენსიონერი იყო, გათავისუფლდა, ახლა ორ კლასს ერთი მასწავლებელი ასწავლის”, - ამბობს გურკელის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ზანგალაძე.    

მცირეკონტიგენტიან სკოლად ითვლება ხეოთის საჯარო სკოლაც, რომელშიც 45 მოსწავლე სწავლობს. აქ კლასკომპლექტების გაკეთება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მოუწიათ.  
სკოლის დირექტორის ლელა გვრიტიშვილის თქმით, კლასების ამგვარი გაერთიანება მისაღები არ არის: ამ ყველაფერმა გაოიწვია ის, რომ პედაგოგებს საათები შეუმცირდათ. გარდა ამისა, მასწავლებლებს ძალიან უჭირთ მუშაობა, დროში შეზღუდულები არიან. ადვილი არ არის 45 წუთში ორ კლასს ჩაუტარო გაკვეთილი”.

სოფელ თისელის საბაზო სკოლაში რამდენიმე წელია რაც კლასკომპლექტები გაკეთდა.

ჩვენს სკოლებში ადრეც იყო კლასკომპლექტები, რადგან მხოლოდ 16 მოსწავლე გვყავს. ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს”, - ამბობს სკოლის დირექტორი დიანა კახელი.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებს მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში კლასკომპლექტების შექმნა არასწორად მიაჩნია: ასეთი სტილით სწავლება ბავშვებს არ აძლევს საშუალებას მიიღონ ხარისხიანი განათლება. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია ხუთ ბავშვზეც გაიხსნას არათუ კლასი, არამედ სკოლაც”.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, კლასკომპლექტების შექმნა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ერთ კლასკომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 20- არ აჭარბებს: “კლასკომპლექტებში სწავლების მეთოდიკა განსხვავებულია ერთი ასაკის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისგან. კლასკომპლექტში მასწავლებელი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს განსხვავებული სირთულის მქონე დავალებს აძლევს. მან უნდა გამოიყენოს სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, ავითარებს სოციალურ უნარ-ჩვევებს, ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ურთიერთობას. მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომელთა შესრულებისას მაღალი კლასის მოსწავლეები დაეხმარებიან დაბალი კლასის მოსწავლეებს”.  

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დეფიციტურ სკოლებს მიაქციოს:  “მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მინუსიან სკოლებს და მათი მოგვარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერაა აუცილებელი”.

7 comments:

  1. Awesome post.

    Feel free to surf to my site ... Playtech casinos for us players

    ReplyDelete
  2. Have you ever thought about creating an ebook or guest authoring on other blogs?
    I have a blog based upon on the same topics you discuss and would really like
    to have you share some stories/information. I know my subscribers would appreciate
    your work. If you are even remotely interested, feel free to shoot me an e-mail.


    Stop by my web page ... party poker bonus code registration

    ReplyDelete
  3. Appreciate the recommendation. Will try it out.

    My web-site :: http://input93jar.postbit.com/

    ReplyDelete
  4. Good day! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be okay. I'm undoubtedly enjoying your blog and look forward to new
    updates.

    Here is my website; Blingee.Com

    ReplyDelete
  5. First off I want to say awesome blog! I had a
    quick question which I'd like to ask if you don't mind.

    I was interested to find out how you center yourself and clear your thoughts prior to writing.
    I've had a difficult time clearing my thoughts in getting my ideas out. I do take pleasure in writing however it just seems like the first 10 to 15 minutes are usually lost simply just trying to figure out how to begin. Any suggestions or tips? Appreciate it!

    Also visit my web-site; HTTP://www.go2album.com

    ReplyDelete
  6. I need to to thank you for this excellent read!
    ! I absolutely loved every bit of it. I've got you book-marked to look at new things you post…

    My page Microgaming casinos

    ReplyDelete
  7. Cool blog! Is your theme custom made or did you download
    it from somewhere? A design like yours with a
    few simple tweeks would really make my blog shine.
    Please let me know where you got your theme. Thank you

    my webpage - www.artbreak.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი